რეკლამა
ასეთია ჩემი ქუთაისი – ბუდუ ზივზივაძე
FaceBook
ქუთაისის გახსენებისას ბევრი რამ ერთდროულად ცოცხლდება გონებაში.

ეს ქალაქი, თავისი მდიდარი ისტორიით, ჩვენს კულტურულ მეხსიერებაში მკაფიოდაა შემონახული და წლებთან ერთად ბევრი მიზეზიც დაუგროვდა საამაყოდ – ფილმები, რომლებიც ქუთაისის ქუჩებში გადაღებულა, წიგნები თუ სიმღერები, რომლებიც აქ, ამ ქალაქის შთაგონებით შეიქმნა. ბევრი გამოჩენილი ადამიანის მშობლიური ქალაქი სწორედ ქუთაისი იყო. მათ შორისაა ბუდუ ზივზივაძეც – ფეხბურთელი, რომლის სახელიც ბოლო წლებში ყველა ქართველისთვის კარგად ნაცნობია. ნამდვილად არ იქნება გასაკვირი იმის აღნიშვნა, რომ ბუდუსთვის ქუთაისში გატარებული ბავშვობა და პირველი მოგონებები, ისევ და ისევ ფეხბურთს უკავშირდება – საფეხბურთო სკოლასა და მოედნებს, სადაც პირველად აღმოაჩინა და შეუყვარდა მომავალი პროფესია. ასევე, მამიდაშვილთან ერთად გატარებული დღეებს, რომელთან ერთადაც, როგორც თავად იხსენებს, ნებისმიერი მრგვალი ნივთით, რასაც სახლში თუ გარეთ იპოვიდნენ, ფეხბურთს თამაშობდნენ.

ამჟამად ბუდუ გერმანიაში ცხოვრობს და გერმანიის ბუნდესლიგის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „ჰაიდენჰაიმში” თამაშობს. თუმცა, კარიერა თავდაპირველად სწორედ ქუთაისის სკოლაში დაიწყო 8 წლის ასაკში. ბუდუს ქუთაისი, პირველ რიგში, მაინც ბავშობის მეგობრები და ოჯახია – ახლობელი ადამიანები, რომლებიც ისევ იქ ცხოვრობენ.

,,როგოც კი დასვენება მეწყება, მეორე დღესვე ვცდილობ, რომ თუ ფრენა ემთხვევა, პირველ რიგში ქუთაისში ჩავიდე. გერმანიაში ყოფნის დროს ძალიან მენატრება იქაურობა და მინდა, რომ დასვენების რამდენიმე დღე ოჯახთან, მეგობრებთან და იქაურ ხალხთან ერთად გავატარო – გავიხსენო ძველი მოგონებები, რომლებიც ყოველ ჩასვლაზე თავიდან ცოცხლდება.”

ბუდუს მეხსიერებაში შემონახული ქუთაისი ერთი დიდი ოჯახია, ურთიერთობები და სითბო, რაც იქ მცხოვრებ ადამიანებს ერთმანეთის მიმართ აკავშირებთ. როგორც ბუდუ აღნიშნავს, ქუთაისის ხასიათს, პირველ რიგში, იქ მცხოვრები ხალხი ქმნის – სტუმართმოყვარე ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ქალაქი ძალიან უყვართ და ეს ზრუნვა ყველაფერზე ეტყობათ.

,,თავიდან ქუთაისიდან თბილისში რომ გადმოვედი, ძალიან გაკვირვებული ვიყავი, რომ არცერთ მეზობელს არ ვიცნობდი. ქუთაისში მეზობელს დაუკაკუნებლადაც კი შეუძლია შემოვიდეს სახლში, ოჯახის წევრებად აღვიქვამთ ერთმანეთს.”
ქუთაისი ბევრი საინტერესო ადგილით გამოირჩევა, თუმცა ბუდუსთვის ორი ადგილი მაინც განსაკუთრებულად ძვირფასია – მესხიშვილის თეატრი, რომელიც ქუთაისში მე-19 საუკუნეში აშენდა და ქალაქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული ძეგლია და ბაგრატის ტაძარი, საიდანაც ქუთაისის ხედი ყველაზე იდეალურად მოჩანს.

რაც არ უნდა შორს იყოს ქვეყნიდან, ბუდუსთვის ქუთაისი მაინც ყველაზე ძვირფას ადგილად რჩება. ფიქრებში ყოველთვის უბრუნდება იმ მოგონებებსა და განსაკუთრებულ სითბოს, რასაც მხოლოდ მშობლიური ქალაქის მიმართ შეიძლება გრძნობდე.

,,გერმანიაში ავტოგრაფ-ბარათები გვაქვს, რომელსაც ჩემი დაბადების ადგილი – ქუთაისი აწერია. ყველა ჯერზე, როცა ამ ბარათს ვინმეს ვჩუქნი, მიხარია, რადგან ვიცი, რომ იმ ადამიანების უმრავლესობა, ვინც ამ ბარათს ნახავს, მინიმუმ დაინტერესდება მაინც ამ ქალაქით. ვიღაცებს სურვილიც კი გასჩენიათ თავიანთი შვებულება საქართველოში გაეტარებინათ, რაც ყველაზე მეტად მახარებს.”


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს მოხალისეები
ახალი წლის ღამეს საჩუქრებით ესტუმრებიან.
16:05 / 25.12.2024
ქუთაისში, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს მოხალისეები ახალი წლის ღამეს საჩუქრებით ესტუმრებიან.
• საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი
ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს
გაამრავლებენ და ბუნებრივ გარემოში გაუშვებენ.
11:25 / 19.12.2024
• საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუნებრივ გარემოში გაუშვებენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.