რეკლამა
საქართველოს ბანკმა ინდივიდუალური მეწარმეებისთვის გათამაშება დაიწყო (R)
FaceBook
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.

საქართველოს ბანკი ინდ მეწარმის სტატუსის მქონე მიკრო და მცირე მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, ყოველდღიური, რეგულარული ტრანზაქციები მოგებად აქციონ. ამგვარად, ისეთი აქტივობების ბიზნეს მობილბანკში ან ბიზნეს ინტერნეტბანკში შესრულებისას, როგორებიცაა თანხის გადარიცხვა, კომუნალურების დაფარვა, ანაბრის გახსნა თუ სხვა, ბიზნესის წარმომადგენლები გათამაშების ბილეთს აგროვებენ და მოგების შანსს ზრდიან.

გათამაშება 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე გრძელდება. გათამაშების პერიოდში, ინდ. მეწარმეებს ყოველთვიური პრიზების, მათ შორის 10 000 ლარის მიღების შესაძლებლობა აქვთ. კამპანიის დასასრულს კი გათამაშდება ფინალური პრიზები 20 000, 30 000 და 50 000 ლარის ოდენობით. საგულისხმოა, რომ ბიზნესებს, რომლებსაც გათამაშების მეტი ბილეთი აქვთ დაგროვებული, გამარჯვების მეტი შანსი აქვთ.

ამ ბმულზე ინდ. მეწარმეებს შეუძლიათ ნახონ იმ ბიზნეს ტრანზაქციების სრული სია, რომელთა შესრულებით სხვადასხვა ოდენობის ბილეთს აგროვებენ. გამარჯვებულების შესახებ ინფორმაცია კი საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში იქნება ხელმისაწვდომი.

„მოხარული ვართ, რომ ვიწყებთ მასშტაბურ გათამაშებას ინდივიდუალური მეწარმეებისთვის. საგულისხმოა, რომ აღნიშნული გათამაშება საქართველოში პირველად ხორციელდება. ჩვენი მიზანია, მეწარმეებმა მარტივად შეასრულონ საქმიანობასთან დაკავშირებული ყოველდღიური აქტივობები და ტრანზაქციები, წავახალისოთ ბიზნესების გაციფრულება და საბოლოო ჯამში, ხელი შევუწყოთ მათ დროისა და რესურსების დაზოგვაში. ამასთან, ვფიქრობთ, ფულადი პრიზები მათ საქმიანობის გაძლიერებასა და ახალი ინიციატივების განხორციელებაში დაეხმარება. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და მომავალშიც არაერთ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ მეწარმეებს“, - აღნიშნავს თორნიკე კუპრაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.

გათამაშების შესახებ გაიგეთ მეტი ამ ბმულიდან. ინფორმაციისთვის, გათამაშებაში ავტომატურად ერთვება საქართველოს ბანკის მომხმარებელი ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში მარტივად, ონლაინ და გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი ან დარეგისტრირდით ბიზნეს ინტერნეტბანკში.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს მოხალისეები
ახალი წლის ღამეს საჩუქრებით ესტუმრებიან.
16:05 / 25.12.2024
ქუთაისში, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს მოხალისეები ახალი წლის ღამეს საჩუქრებით ესტუმრებიან.
• საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი
ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს
გაამრავლებენ და ბუნებრივ გარემოში გაუშვებენ.
11:25 / 19.12.2024
• საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუნებრივ გარემოში გაუშვებენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.