რეკლამა
PayBox-მა ტერმინალებში რეგიონული ღილაკი დაამატა
FaceBook
უკვე 15 წელზე მეტია, რაც საქართველოში PayBox გამოჩნდა და მომხმარებლებს სწრაფი ჩარიცხვის კომფორტი, პირველმა შესთავაზა.
ამ დროის განმავლობაში, ქართული ტექნოლოგიური კომპანია, მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას უადვილებს და მრავალფეროვან ფინანსურ ოპერაციებს, ერთ სივრცეში, ყოველ ფეხის ნაბიჯზე სთავაზობს. იქნება ეს ანგარიშზე თანხის შეტანა, მობილური ბალანსის შევსება, კომუნალურების თუ პარკირების გადახდა და ბილეთების შეტანა - ორი ათწლეულის განმავლობაში, PayBox-ის ტერმინალი მომხმარებლის მთავარი არჩევანია. ამის მიუხედავად, კომპანია არ ჩერდება და ერთგულ მომხმარებლებს, ახალ სერვისებს სთავაზობს. დღეს, სწორედ ასეთი ახალი სერვისი, რეგიონული ღილაკი, უნდა წარმოგიდგინოთ.

PayBox
- ის ტერმინალებში, ყველა რეგიონს თავისი უნიკალური ღილაკი მიენიჭა, სადაც კონკრეტული ლოკაციისთვის დამახასიათებელი სერვისებია თავმოყრილი. სიახლე განსაკუთრებულია, რადგან ის მომხმარებლებისთვის გადახდის პროცესს კიდევ უფრო მარტივს და კომფორტულს ხდის.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, PayBox-ის ტერმინალში მრავალი სერვისია ხელმისაწვდომი. ამ დრომდე, იმისთვის, რომ თქვენი სასურველი ოპერაცია შეგესრულებინათ, საჭირო იყო მისი მოძებნა. ამიერიდან, იმ რეგიონში, სადაც მოცემულ მომენტში იმყოფებით, შეგიძლიათ სერვისები თითის ერთი დაჭერით მიიღოთ.

მაგალითად, რუსთავში განთავსებულ ტერმინალებში დაემატა რეგიონული ღილაკი „რუსთავი“, რომელსაც უნიკალური ვიზუალი აქვს. ღილაკზე თითის ერთი დაჭერით, თქვენ მიიღებთ წვდომას მხოლოდ რუსთავში ხელმისაწვდომ სერვისებზე: იქნება ეს რუსთავის წყალი, ტელევიზია სიჯისი თუ სხვა.

რუსთავის შემთხვევაში, ღილაკზე ქალაქის სიმბოლოდ ქცეულ მეტალურგიულ ქარხანას დაინახავთ, თუმცა, სხვადასხვა ქალაქისა თუ რეგიონის მიხედვით, ეს სიმბოლოც იცვლება - აჭარაში, აჭარულ ხაჭაპურს შეხვდებით, ჩოხატაურში, განუმეორებელი ბახმაროს მთების სილუეტს, ზუგდიდში კი, ცხადია დადიანების სასახლეს.

რეგიონული ღილაკი, საქართველოს ყველა რეგიონშია ხელმისაწვდომი. მისი ნახვა, ტერმინალის მთავარ მენიუში, ზედა მარჯვენა მხარესაა შესაძლებელი. რეგიონისთვის დამახასიათებელი, უნიკალური ვიზუალის გამო კი, ის ყველასთვის მარტივად დასანახი და დასამახსოვრებელი გახდება.


შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, PayBox-ის ტერმინალებს ინვოისების ელექტრონული პორტალიც დაემატა. ამიერიდან, ბიზნესებს საშუალება აქვთ დააგენერირონ ინვოისი და მომხმარებელს SMS-ის, მეილის, ლინკის ან PDF ფორმით გაუგზავნონ. PayBox – ის ტერმინალში ინვოისის უნიკალური კოდის მითითების შემდგომ კი, ერთი ღილაკის მეშვეობით, მომხმარებელი მარტივად და კომფორტულად გადაიხდის თანხას.


(R)
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.