რეკლამა
BTU აბიტურიენტისთვის უფასო ტრენინგების სერიას 10 ქალაქში ჩაატარებს
FaceBook

ტრენინგების სერია აბიტურიენტებისთვის საჩუქრად - ეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ახალი შეთავაზებაა საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი აბიტურიენტისთვის.


2020 წლის შემდეგ BTU აბიტურიენტებს სხვადასხვა კურსს, ტრენინგსა თუ აქტივობაში ჩართვას უფასოდ სთავაზობს. კამპანია “BTU აბიტურიენტებისთვის“ წელსაც გრძელდება და ამჯერად უნივერსიტეტი საქართველოში მცხოვრებ ყველა აბიტურიენტს უფასო ტრენინგების სერიას სთავაზობს. იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან, BTU მოსამზადებელ ტრენინგებს ყველა ძირითად საგანში ჩაატარებს. ესენია:

• მათემატიკა
• ისტორია
• ფიზიკა
• ქართული

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტრატეგიაა, რომ მათ პროექტებსა და ტრენინგებში ჩართვა ქვეყნის მასშტაბით რეგიონების წარმომადგენლებმაც შეძლონ. სწორედ ამიტომ ტრენინგების სერია საქართველოს 10 ქალაქში გაიმართება. აბიტურიენტებთან შეხვედრები 30 მარტიდან აიღებს სტარტს და შემდეგი განრიგით გაგრძელდება:

• თელავი - 30 მარტი
• რუსთავი - 1 აპრილი
• ბორჯომი - 2 აპრილი
• გორი - 5 აპრილი
• მცხეთა - 6 აპრილი
• ხაშური - 8 აპრილი
• ქუთაისი - 11 აპრილი
• ზუგდიდი - 12 აპრილი
• ოზურგეთი - 13 აპრილი
• ბათუმი - 14 აპრილი

ტრენინგებზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია აღნიშნულ ბმულზე.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი შეხვედრების გარდა, მონაწილე აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ ტრენინგს - „ქალები ტექნოლოგიებში“. მასზე დასწრება აბიტურიენტების სურვილისამებრ მოხდება. შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხება ტექნოლოგიურ ტრენდებს, სიახლეებსა და მოთხოვნად ტექნოლოგიურ პროფესიებს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.