რეკლამა
მეამა ქუთაისშია - კომპანია ახალ ლოკაციას ბრენდული სივრცითა და Takeaway ობიექტებით აითვისებს (R)
FaceBook
დედაქალაქის შემდეგ „მეამა“ სრული კონცეფციით ქუთაისსა და ბათუმში გამოჩნდება.
დღეს ქუთაისში “მეამას” ბრენდული სივრცე და ე.წ. Takeaway კონცეფციის - “მეამა ქოლექთის” 2 ობიექტი გაიხსნა. ბრენდულ სივრცეში მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ, დააგემოვნონ და შეიძინონ “მეამას” მრავალფეროვანი პროდუქცია. “მეამა ქოლექთში” კი ყავის მოყვარულები უნიკალური რეცეპტებით შექმნილი კოქტეილების დაგემოვნებას შეძლებენ.



კომპანიის ოპერაციების დირექტორის, ირაკლი გაგუას განცხადებით, კომპანიამ ქუთაისსა და ბათუმში შესვლა მზარდი მოთხოვნის შემდეგ გადაწყვიტა.


“საკმაოდ ბევრი მომხმარებელი გვყავს ქუთაისსა და ბათუმში, თუმცა ისინი „მეამას“ს  პროდუქციის შეძენას მხოლოდ ონლაინ მაღაზიიდან ახერხებდნენ, შესაბამისად, აქტიურად გვთხოვდნენ, მათ ქალაქებშიც გაგვეხსნა „მეამა“-ს ობიექტები, რათა მარტივად შეეძინათ სასურველი პროდუქცია. „მეამა“ არის ბრენდი, რომელიც მუდმივად ითვალისწინებს მომხმარებლების სურვილებსა და საჭიროებებს, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენი ობიექტები ამ ორ ქალაქშიც გაგვეხსნა”.

მიმდინარე კვირაში “მეამა ქოლექთის” ორი ობიექტი უკვე გაიხსნა ბათუმშიც, ხოლო “მეამას” სივრცე და კიდევ ახალი Takeaway ობიექტები საზღვაო ქალაქში ივნისის ბოლომდე დაემატება.



ორივე ქალაქში, ახალი ბრენდული სივრცეებისა და “მეამა ქოლექთების” ობიექტებში, ჯამში 55 ადგილობრივი დასაქმდება.

საქართველოს მასშტაბით, “მეამას” უკვე 5 ბრენდული სივრცე და “მეამა ქოლექთის” 11 ობიექტი აქვს.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ოდესმე დაფიქრებულხარ იმაზე, როგორ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ფული არ
გამოიყენება ცუდი მიზნებისთვის?
14:37 / 29.07.2025
ოდესმე დაფიქრებულხარ იმაზე, როგორ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ფული არ გამოიყენება ცუდი მიზნებისთვის?
საქართველოს ბანკი, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად,
შვედეთის მთავრობის მხარდაჭერითა და EFSE Entrepreneurship Academy-ის
ჩართულობით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას აგრძელებს.
დაინტერესებულ მეწარმე ქალებს პროგრამის მე-11 ნაკადში მონაწილეობის
მისაღებად უკვე შეუძლიათ, შეავსონ განაცხადი და ბიზნესის
განვითარებისთვის 360°-იანი მხარდაჭერა მიიღონ.
01:04 / 18.07.2025
საქართველოს ბანკი, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერითა და EFSE Entrepreneurship Academy-ის ჩართულობით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას აგრძელებს. დაინტერესებულ მეწარმე ქალებს პროგრამის მე-11 ნაკადში მონაწილეობის მისაღებად უკვე შეუძლიათ, შეავსონ განაცხადი და ბიზნესის განვითარებისთვის 360°-იანი მხარდაჭერა მიიღონ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.