რეკლამა
როგორ ვისწავლოთ უცხო ენა მარტივად და მინიმალური დანახარჯით? (R)
FaceBook
თუ თქვენ მთელი ცხოვრება ახალი ენის შესწავლა გსურდათ, თუმცა სხვადასხვა გარემოებების გამო ამას ვერ ახერხებდით, მაშინ ახლა საუკეთესო დროა სურვილის მარტივად ასასრულებლად.

დღევანდელი ციფრული ეკოსისტემა მსგავსს გამოწვევებსაც ეფექტურად პასუხობს. ახალი ენის შესასწავლად უკვე აღარ არის საჭირო კურსებზე სიარული თუ ლექტორებთან წლების, ენერგიისა და ფინანსების დახარჯვა. დღეს ერთ კონკრეტულ პლატფორმაზე Busuu-ზე მოგიყვებით - აპლიკაცია, რომელიც მსოფლიოში და უკვე საქართველოშიც უფრო და უფრო ტრენდული ხდება . მისი დახმარებით უამრავი ჩვენი თანამოქალაქე უკვე ჩაერთო სხვადასხვა უცხო ენის შესწავლის ეფექტური სწავლების მოდელში და მიღებული შედეგები მუდმივ პროგრესიას განიცდის. აღნიშნულ სტატიაში აგიხსნით თუ როგორ შეგიძლიათ ისარგებლოთ Busuu-ს პლატფორმით, საქართველოში ექსკლუზიურად - განახევრებული ფასით და შეისწავლოთ სასურველი ენა მარტივად, დროულად და მინიმალური დანახარჯებით.

რა არის Busuu?

Busuu ენის შემსწავლელი პლატფორმაა, რომელიც სასაუბრო უნარების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

Busuu-ს მსოფლიოს მასშტაბით უკვე 100 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს სასურველი ენის შესასწავლად. მისი დახმარებით 12 ენის შესწავლაა შესაძლებელი (ინგლისური, ესპანური, იტალიური, გერმანული, ფრანგული, ჩინური, იაპონური, პორტუგალიური, პოლონური, რუსული, თურქული და არაბული). ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც აღნიშნულ აპლიკაციას სხვებისგან გამოარჩევს პერსონალიზებული სასწავლო გეგმაა - დასაწყისში იგი უბრალოდ გეკითხებათ რა სიხშირით და რამდენი ხნის განმავლობაში გსურთ სწავლის გაგრძელება, რის შედეგადაც მიიღებთ გეგმას, რომლის ფარგლებშიც დასახული მიზნების შესრულება შეგიძლიათ.
პლატფორმას Offline ვერსიის მხარდაჭერაც აქვს, ასე რომ, არ არის აუცილებელი ინტერნეტთან წვდომა, შეგიძლიათ წინასწარ გადმოიწეროთ შესაბამისი გაკვეთილები და თავისუფლად დაიწყოთ მეცადინეობა ნებისმიერ დროსა და ადგილას.

რა უპირატესობები აქვს და როგორ მუშაობს Busuu?

Busuu-ს გაკვეთლები ფარავენ კითხვის, წერის, საუბრის და მართლწერის მიმართულებებს.

თავდაპირველად თქვენ ირჩევთ ენის სწავლის დონეს, შემდეგ კი სურვილისამებრ შეგიძლიათ ისწავლოთ კონკრეტული მიმართულებები, როგორიცაა: უცხო ენა ბიზნეს საქმიანობისთვის, მოგზაურობისთვის ან კულტურის გასაცნობად. შექმენით თქვენთვის რელევანტური სასწავლო გეგმა - აირჩიეთ გრამატიკული გაკვეთილები თქვენი სასწალო მიზნების შესაბამიად. ნებისმიერი სპეციალისტი გეტყვით, რომ კონტენტი, რომლითაც ენას ეუფლებით, თქვენს ცხოვრებაზე უნდა იყოს მორგებული და ისეთი ფრაზებისგან შედგებოდეს, რომლებსაც რეალურ ცხოვრებაში ურთიერთობების დროს იყენებთ. Busuu-ს ამ მხრივ საკმაოდ დეტალური მიმართულებების შემოთავაზება შეუძლია („როგორ ვესაუბროთ კოლეგებს“ „პროექტის მართვა“ და ა.შ.). ამასთან ერთად თქვენ შეგიძლიათ ისე დააპროგრამოთ აპლიკაცია, რომ კონკრეტულ დღეებსა და საათებზე შეგახსენოთ სასწავლო პროცესზე მიბრუნება.

გახდით ახალი, გლობალური კომუნის წევრი

Busuu-ს სხვა მსგავსი აპლიკაციებიდან მისი სოციალური ქსელის ფუნქციაც გამოარჩევს, რისი დახმარებითაც ახალი მეგობრების შეძენა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შეგეძლებათ. დაიმატეთ მეგობრებში ადამიანები ვისთვისაც თქვენი სასწავლო ენა მშობლიურია, ისინი თქვენს მიერ შესრულებულ დავალებებზე უკუკავშირს გაგიზიარებენ, რაც მოტივაციის გაზრდაში ყველას ეხმარება და თავს გლობალური სამყაროს ნაწილად აგრძნობინებს.

როგორ მივიღოთ Busuu-ს პრემიუმ პაკეტზე წვდომა ნახევარ ფასად?

საქართველოში Busuu-ს პარტნიორია ბილაინი. მხოლოდ ბილაინის აბონენტებს შესაძლებლობა აქვთ Busuu-ს პრემიუმ პაკეტი, სრული ფუნქციონალი სამი თვის ვადით, სამჯერ ნაკლებ ფასად, მხოლოდ 30 ლარად (90 ლარის ნაცვლად) შეიძინონ. ამისთვის უნდა ეწვიოთ შესაბამის პლატფორმას, გაიაროთ ვერიფიკაცია მობილურის ნომრით და დააჭიროთ „ვაუჩერის კოდის მიღებას“. ამის შემდეგ თქვენი მობილურის ბალანსიდან ჩამოიჭრება სერვისის საფასური, თქვენი კი SMS შეტყობინების მეშვეობით მიიღებთ ვაუჩერის კოდს, რომელსაც Busuu-ს ვებსაიტზე, რეგისტრაციის შემდეგ შეიყვანთ. ამ მარტივი პროცედურის შემდეგ, თქვენ გაგიაქტიურდებათ პლატფორმის სამთვიანი პრემიუმ პაკეტი. სამი თვის ამოწურვის შემდეგ, სწავლების გაგრძელების სურვილის შემთხვევაში, თქვენ იგივე პროცესს გაიმეორებთ. აღსანიშნავია, რომ ვაუჩერის მიღების შესაძლებლობა ულიმიტოა, შესაბამისად ერთი ნომრიდან, სურვილის შემთხვევაში, საშუალება გექნებათ შეიძინოთ პრემიუმ პაკეტი თქვენი ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის და ა.შ.

წარმატებულ სწავლების პროცესს გისურვებთ!

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15,000₾ საპრიზო ფონდით, ჰაკათონი აქტიური
სტატუსის მქონე საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი უნივერსიტეტის
სტუდენტისთვის ღიაა.
13:53 / 31.05.2024

15,000₾ საპრიზო ფონდით, ჰაკათონი აქტიური სტატუსის მქონე საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტისთვის ღიაა.

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.