რეკლამა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის განსაკუთრებული შეთავაზებები აბიტურიენტებს (R)
FaceBook
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი უნივერსიტეტია საქართველოში.

ასაქმებაზე ორიენტირებული სწავლება; გაცვლითი პროგრამები ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში; უახლესი სტანდარტების აუდიტორიები; სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიები; წარმატებული და მაღალკვალიფიციური ლექტორები; გადახდის მოქნილი სისტემა და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება - ეს ყველაფერი არასრული ჩამონათვალია, რაც მომავალ სტუდენტებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ელოდებათ.

აბიტურიენტები, რომლებიც 2021 წელს არჩევანს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტზე შეაჩერებენ, მრავალფეროვანი და მათ ინტერესებზე მორგებული წამახალისებელი შეთავაზებებით ისარგებლებენ.

საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი უნივერსიტეტის პირველ პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში, პირველკურსელები სწავლის პირველ სემესტრში ყოველთვიურ 100 ლარიან სტიპენდიასა და ლეპტოპს მიიღებენ, მეორე პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში, კი ან 100 ლარიანი ყოველთვიური სტიპენდია პირველ სემესტრში ან ლეპტოპი.

თუ აბიტურიენტი 70%-იან ან 100%-იან სახელმწიფო გრანტს მოიპოვებს და, ამავე დროს, CIU პირველ ნომრად ექნება არჩეული, დარჩენილი სწავლის საფასური სრულად დაუფინანსდება, ასევე მიიღებს ლეპტოპსა და 100 ლარიან ყოველთვიურ სტიპენდიას პირველ სემესტრში.

მეორე სემესტრიდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტს, წინა სემესტრის შედეგების მიხედვით, შესაძლებლობა ექნება მოიპოვოს 100%-იანი, 50%-იანი ან 20%-იანი სტიპენდია, სწავლის საფასურის ოდენობით.

ფინანსური შეღავათებია ასევე ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებზე, რომლებიც მედლის ხარისხის შესაბამისად, 20%-იან ან 10%-იან დაფინანსებას მიიღებენ.

უნივერსიტეტში 5 ფაკულტეტი ფუნქციონირებს, სადაც სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და პროგრამების გამოყენებით ყალიბდებიან კონკურენტუნარიანი კადრები.
იხილეთ საბაკალავრო პროგრამების ჩამონათვალი, შესაბამისი კოდით, სწავლის საფასურით, მისაღები ადგილების რაოდენობითა და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნების მითითებით:

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

• 1150104 / საერთაშორისო ურთიერთობები - 2500 ₾ / 80 ადგილი; (ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა / არჩევითი - მათემატიკა ან ისტორია);
• 1150103 / ჟურნალისტიკა - 2500 ₾ / 50 ადგილი; (ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა / არჩევითი - მათემატიკა ან ისტორია).

სამართლის ფაკულტეტი

• 1150102 / სამართალი - 2500 ₾ / 130 ადგილი; (ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა / არჩევითი - მათემატიკა ან ისტორია).

ბიზნესის ფაკულტეტი

• 1150111 / ფინანსები - 2500 ₾ / 50 ადგილი; (ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა; მათემატიკა);
• 1150110 / მენეჯმენტი - 2500 ₾ / 60 ადგილი; (ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა / არჩევითი - მათემატიკა ან ისტორია);
• 1150109 / ტურიზმი - 2500 ₾ / 70 ადგილი; (ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა / არჩევითი - მათემატიკა ან ისტორია);
• 1150112 / ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი) - 4500 ₾ / 5 ადგილი; (ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა (ინგლისური); მათემატიკა).

მედიცინის ფაკულტეტი

• 1150105 / მედიცინა (ერთსაფეხურიანი) - 3500 ₾ / 120 ადგილი; (ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა; ბიოლოგია / არჩევითი - მათემატიკა, ფიზიკა ან ქიმია);
• 1150106 / სტომატოლოგია (ერთსაფეხურიანი) - 2950 ₾ / 90 ადგილი; (ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა; ბიოლოგია / არჩევითი - მათემატიკა, ფიზიკა ან ქიმია);
• 1150107 / ფარმაცია - 2500 ₾ / 90 ადგილი; (ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა; ბიოლოგია / არჩევითი - მათემატიკა, ფიზიკა ან ქიმია);
• 1150108/ მედიცინა (ინგლისურენოვანი, ერთსაფეხურიანი) - 4950 ₾ / 20 ადგილი; (ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა (ინგლისური); ბიოლოგია / არჩევითი - მათემატიკა, ფიზიკა ან ქიმია).

მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი

• 1150101 / ქართული მევენახეობა-მეღვინეობა - 2500 ₾ / 90 ადგილი; (ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა / არჩევითი - მათემატიკა ან ისტორია).


აირჩიე 115!

აქ შენი განვითარების სივრცეა!

ჩვენ ვქმნით თქვენს მომავალს!

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.