რეკლამა
ზაზა გაბუნია - 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, აღდგება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა (R)
FaceBook
ახალი ფორმულირების მიხედვით, 2019 წელს მუნიციპალიტეტები მიიღებენ 107 მილიონი ლარით მეტს, ვიდრე მათ ჰქონდათ შემოსავლის, მხარდაჭერისა და დაფინანსების სახით მიმდინარე წელს, – ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, დეცენტრალიზაციის რეფორმაზე საუბრისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ფისკალური დეცენტრალიზაცია.

როგორც ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია მოქალაქეების ჩართულობა იმ ამოცანების გადაწყვეტაში, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ყოველდღიურ ცხოვრებას.

"ამისთვის ჩვენი ინიციატივაა ევროპული ქარტიის დამატებითი ოქმი, რომლითაც საქართველო შეუერთდება კიდევ ერთ დიდ ევროპულ დოკუმენტს თვითმმართველობის საკითხებში. მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტში, რომელსაც განვიხილავთ, გვაქვს პროგრამა, რითაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამარტივდება და გაძლიერდება მოქალაქეების ჩართულობა.

მინდა, გითხრათ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა იმ ამოცანების სრულყოფისთვის, რომელზეც ახლა მე ვისაუბრე, იმისთვის რომ მოქალაქემ თავად გადაწყვიტოს, როგორ განვითარდეს. როგორ გახადოს უფრო უკეთესი გარემო, რომელშიც მას უწევს ცხოვრება. ეს არის 2019 წლის ბიუჯეტის ხაზგასასმელი სიახლე", – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მისი თქმით, თვითმმართველობის კომიტეტმა 2019-2022 წლებში რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში გაზიფიცირებისთვის გამოყოფილი თანხის გაზრდა მოითხოვა. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, კომიტეტისთვის მნიშვნელოვანია წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია.

"ასევე მნიშვნელოვანია მყარი ნარჩენების მართვის პროგრამის დივერსიფიკაცია. ამ მიმართულებით 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ორმოცდაერთი მილიონი ლარი, რაც თითქმის ოთხჯერ აღემატება წინა წლის ბიუჯეტის მაჩვენებელს. კომიტეტისთვის ცხადია, პრინციპული საკითხია მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კანონის შესრულება", – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, 2019 წლის ბიუჯეტში შეტანილია რეკომენდაცია სასკოლო და სკოლამდელი დაწესებულების მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის დამატებითი ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ. როგორც ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, სკოლების რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებულია 120 მილიონი ლარი.

მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას, რომელმაც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წინადადებები სრულფასოვნად გაითვალისწინა.

ზაზა გაბუნიამ ისაუბრა ასევე საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. მისი თქმით, ხელშეკრულება გაფორმდა კონტრაქტორთან, რომლის მიხედვითაც სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე სამუშაოები განახლდება.

"ჩვენ იქ მივიღებთ მაღალი დონის კომფორტულ გზას. ამავდროულად, საერთაშორისოსთანერთად, აღდგენილი იქნება რეგიონული და მუნიციპალური მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა, ეს ნიშნავს ახალ გზებს, ახალ ხიდებს, გვირაბებს. ამ გეგმების განხორციელება ნიშნავს მეტ გაზიფიცირებულ დასახლებას, გაუმჯობესებულ წყალმომარაგებას, უკეთეს საცხოვრებელ გარემოს, მოქალაქეთა მეტ მონაწილეობას საკუთარი პრობლემების, საკუთარი საჭიროებების გადაწყვეტის პროცესში, რაც გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობის საკითხია, როდესაც ვლაპარაკობთ სახელმწიფოზე და მოქალაქის როლზე", – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ბოლო პერიოდში,  სილქნეტმა თბილისსა და რეგიონებში, მობილური
ქსელის მიმართულებით,  მოდერნიზაციის მასშტაბური სამუშაოები
ჩაატარა, რომლის შედეგად, ქვეყანაში 4.5G  ინტერნეტის დაფარვა
გაიზარდა,
13:18 / 06.05.2019

ბოლო პერიოდში,  სილქნეტმა თბილისსა და რეგიონებში, მობილური ქსელის მიმართულებით,  მოდერნიზაციის მასშტაბური სამუშაოები ჩაატარა, რომლის შედეგად, ქვეყანაში 4.5G  ინტერნეტის დაფარვა გაიზარდა,


„ქართული ოცნების“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი
გიორგი გოგლიჩიძე საპარლამენტო უმრავლესობს წევრებთან ერთად სოფელ
როდინაულის,  ცხენთაროს და სადგურ სვირის მოსახლეობას
შეხვდა.
12:17 / 25.04.2019

„ქართული ოცნების“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე საპარლამენტო უმრავლესობს წევრებთან ერთად სოფელ როდინაულის,  ცხენთაროს და სადგურ სვირის მოსახლეობას შეხვდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქუთაისში იმყოფება.
ქუთაისში, ლადო მესხიშვილის თეატრის წინ, 19:00 საათზე, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება.
"თავისუფლებასთან წააგებთ", "რუსეთი ოკუპანტია", "პარლამენტი ოკუპირებულია"
სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ შვიდი წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო.
ქუთაის-გაენათის ეპარქიის წინამძღოლი, მიტროპოლიტი  კალისტრატე, ბაგრატის ტაძარში გადაასვენეს.
ქუთაისის ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობის პროექტს წარადგენენ. ღონისძიება ქუთაისში, დავით აღმაშენებლის მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება.
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა ნანა კოსტავამ, რომელიც სიძულვილის ენაში არის დადანაშაულებული, ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორები"  დატოვა.
თეთრ ხიდზე მინა, წინასწარი შეტყობით, განზრახ არის დაზიანებული.