რეკლამა
ირაკლი ხმალაძე: დარწმუნებული ვარ, როგორი წარმატებულებიც ვიყავით ენერგეტიკის სფეროში, ასეთივე წარმატებულები ვიქნებით თბილისის მერიაში (R)
FaceBook
თბილისის ვიცე მერობის კანდიდატი,ირაკლი ხმალაძე, დედაქალაქის მერს კახა კალაძეს გამოცხადებული მაღალი ნდობისთვის მადლობას უხდის და მერიის ახალი გუნდის წარმატებებში დარწმუნებულია.
"მე მისი მოადგილე ვიყავი ენერგეტიკის სამინისტროში და დარწმუნებული ვარ, როგორი წარმატებულებიც ვიყავით ენერგეტიკის სფეროში, ასეთივე წარმატებულები ვიქნებით თბილისის მერიაში", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, საზოგადოება დეტალურად გაეცნო იმ მიმართულებებს, რაც ქალაქში აქტუალურია და რის მოგვარებასაც თბილისის ახალი ხელმძღვანელობა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აპირებს.

როგორც ვიცე მერობის კანდიდატმა აღნიშნა, ყველა მიმართულება თითქმის თანაბრად მნიშვნელოვანია, რადგან ის ეხება სოციალურსაკითხებს, სატრანსპორტო და საგზაო პროექტებს, საცობებს, გარემოს დაცვას, მშენებლობას, ქალაქის ურბანული პოლიტიკის სწორი განვითარება და ა.შ.

"ვაცნობიერებ ამ პასუხისმგებლობას და ამ გამოწვევას, რასაც ქალაქის პრობლემებთან შებრძოლება ჰქვია და დედაქალქის საკრებულოში დამტკიცების პროცედურების გავლის შემდეგ, მომავალი კვირიდან, როდესაც მთავრობა სრული შემადგენლობით შეიკრიბება, თითოეულ მიმართულებაზე მუშაობას დავიწყებთ", - განაცხადა ხმალაძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.