რეკლამა
კახა კალაძემ დავით ნარმანიას მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა (R)
FaceBook
თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე,პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას საქმიანობისსამწლიანიანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო.

დავით ნარმანიამპრეზენტაციაზე 2014 წლის აგვისტოდან დღემდე განხორციელებულ პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრა, რომლითაც დედაქალაქის მერის პოსტზე საკუთარი საქმიანობა დაასრულა.

დედაქალაქის მერმა პრეზენტაციისშემდეგ, თბილისის ახალი მერი წარადგინა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

"კახა კალაძეს მნიშვნელოვანი ნდობა, საარჩევნო პროგრამა და ძალიან მდიდარი გამოცდილება აქვს. ასევე, აქვს პოტენციალი იმისათვის, რომ დაწყებული პროექტები გააგრძელოს და ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პროექტებიც განახორციელოს. მინდა მას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოდა წარმატება ვუსურვო", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის ახალმა მერმა კი,სიტყვით გამოსვლისას დავით ნარმანიას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და დედაქალაქში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

"ვიხილეთ ის შთამბეჭდავი პროექტები, რომლებიც დედაქალაქში 2014 წლიდანგანხორციელდა. დავით ნარმანიას ძალიან რთული მემკვიდრეობა დახვდა. დღეს უკვე შემიძლია ღიად განვაცხადო,რომ არსებობსსაძირკევი, რომელიც ამ ადამიანმა თბილისის მერიაშიშექმნა, რომ ჩვენ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ", - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ის პროექტები, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში დასახელდა, თბილისელების ჩართულობითა და აქტიურობით განხორციელდება.

"მზად ვართ, შევეჭიდოთ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს თბილისელებეს აწუხებთ. ასევე, მინდა მოსახლეობასვთხოვო, რომ ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში. დარწმუნებული ვარ, მსგავსი მიდგომებით, თბილისი აუცილებლად იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი", - განაცხადა ახლადარჩეულმა მერმა.

კახა კალაძე თბილისის მერის უფლებამოსილების განხორციელებას 13 ნოემბრიდან შეუდგება.
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
ქუთაისში მთავარი ნაძვის ხის მონტაჟის სამუშაოები სრულდება.
7 დეკემბერს, მესხიშვილის თეატრში მსახიობ ევა ხუტუნაშვილის 70 წლის საიუბილეო საღამო გაიმართება.
ქუთაისელმა ჟურნალისტებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს სოლიდარობა გამოუცხადეს.
10 დეკემბერს, ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლები ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მოსახლეობას შეხვდებიან.
სამტრედიის სოფელ საჯავახოში დაკარგულ მამაკაცის სამძებრო სამუშაოები დილიდან კვლავ განახლდა.
„გაერთიანებული ოპოზიციის“ აქციაზე დღეს მომხდარ ჩხუბში მონაწილე პირებთან კავშირს უარყოფენ „ქართულ ოცნებაში“ და აცხადებენ, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულ პირებს არ იცნობენ.
ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიციის აქციას სტუდენტთა ნაწილიც შეუერთდა. 
რამდენიმე წუთის ქუთაისის მერიის წინ, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის აქციის მონაწილეები არიან შეკრებილნი ინცინდენტი მოხდა.