რეკლამა
ალექსანდრე გრიგალავა: ჩვენი ხელისუფლებისთვის განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მარტვილის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.

ალექსანდრე გრიგალავა ამჯერად, საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა და მუნიციპალიტეტის განვითარების ოთხწლიანი გეგმა გააცნო.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მომავალი წლიდან კურზუს ადმინისტრაციულ ერთეულში, სანაჭყებიოს უბანსა და სოფელ ნაჯახაოში, ახალი სკოლები აშენდება.

"ჩვენ ვზრუნავთ, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული იყოს. განათლების სამინისტრომ და ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა სკოლებში ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახორციელა. მომავალი წლიდან კი, ვიწყებთ ორი ახალი საჯარო სკოლის მშენებლობას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ღირსეული სასწავლო გარემო ჰქონდეთ. ჩვენი ხელისუფლებისთვის განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და მადლობა, რომ ამდენი სასახელო ადამიანი გაუზარდეთ დაუზრდით ჩვენსქვეყანას", - განაცხადა ალექსანდრე გრიგალავამ.

მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებიც გააცნო. აღინიშნა, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის მთავარი პრიორიტეტი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, განათლება, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების გაძლიერება იქნება. ასევე, სრულად განახლდება მარტვილის ცენტრი, სადაც ტურისტული ობიექტები განთავსდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.