რეკლამა
კახა კალაძე: მჯერა, რომ მოსახლეობის მხარდაჭერით, ოზურგეთში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გაიმარჯვებს (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერები ოზურგეთის მერობის კანდიდატის ბეგლარ სიორიძის მხარდასაჭერად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივ ამომრჩეველთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრა ძიმითის კულტურის სახლში გაიმართა, რომელსაც პარტიის გენერალურიმდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელიმდივანი ირაკლი კობახიძე და გურიის რეგიონის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე ესწრებოდნენ.

როგორც კალაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, 12 ნოემბერს ოზურგეთშიადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება, რაც ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ნაწილია.

"მჯერა, რომ თქვენი თანადგომითა და მხარდაჭერით, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ წარმოდგენილი კანდიდატი გაიმარჯვებს. ვიცით, რომ ქვეყანაში პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს, რომელთაც დღეს არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ხელისუფლებაში მყოფი გუნდი მოაგვარებს", - მიმართა კალაძემ ადგილობრივ მოსახლეობას.

"ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა ბეგლარ სიორიძეს წარმატება უსურვა და ადგილობრივ ამომრჩეველს მმართველი გუნდის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

"ვინც არ უნდა იყოს და რა სიცრუეზეც არ უნდა ააგოს საკუთარი საარჩევნო კამპანია, არავის არაფერი გამოუვა. დღეს ქვეყანაში არ ბნელა და ყველა ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს. მჯერა, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ, რომელიც მმართველი გუნდისა და ბეგლარ სიორიძის სასარგებლო იქნება", - განაცხადა კახა კალაძემ.

ძიმითის კულტურის სახლში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით თავად მერობის კანდიდატმაც მიმართა და მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

"გპირდებით, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში, თქვენთან ერთად, ძალიანბევრ საინტერესო პროექტსგანვახორცილებთ.მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, თანაგუნდელებთან ერთად, მუხლჩაუხრელად ვიშრომებ იმისთვის, რომ ყველა ის პრობლემა მოვაგაროთ, რომელიც მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს. მჯერა, რომ ერთად ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ", - აღნიშნა ბეგლარ სიორიძემ, მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
დღეს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში მოსკოვის  დასის მსახიობები საპროტესტო აქციის ფონზე ითამაშებენ.
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე,  მაღაროში მუშის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით,  შრომის ინსპექტორებს ხვდება.
მაღაროში დაღუპული ახალგაზრდის ოჯახში ჯანდაცვის მინისტრი იმერეთის გუბერნატორთან და ჭიათურის მერთან ერთად მივიდა.
ჭიათურაში, მადნეულის ღია კარიერის წესით მომპოვებელი კომპანიების წარმომადგენლები თავიანთი საქმიანობის უფლების შეჩერებას აპროტესტებენ.
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში“ ჯერ არ იციან გადაუხდიან თუ არა 17 ოქტომბერს დარკვეთის მაღაროში დაღუპული მუშის ოჯახს კომპენსაციას.
"ჯორჯიან მანგანეზის" ინფორმაციით, უბანი სადაც მუშა დაიღუპა, უსაფრთხოების ნორმები ორი თვის წინ შემოწმდა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, იმერეთში,  ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი,  სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონოდ გამოყენების ბრალდებით დააკვეს.
ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლეს  ლუკა კვიცარიძეს, რომელიც ამავე სკოლის მეორე სართულიდან გადმოხტა,  ოპერაცია გაუკეთეს.