რეკლამა
კახა კალაძე: ზაფხულის თვეებში კონდიციონერს,რომ არ რთავდნენ და ხალხი იხჩობოდა მარშუტკებში, ეს ვეღარ და აღარ იქნება (R)
FaceBook
თბილისის ახლადარჩეული მერი, კახა კალაძე, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით რეგულაციების გაზრდას მიესალმება და დარწმუნებულია, რომ საზოგადოების ჩართულობა და თანადგომა ამ მიმართულებითაც ძალიან მაღალი იქნება.
ამის შესახებ კახა კალაძემ ავტობუსებში უბილეთოდ მგზავრობისთვის დაწესებული ჯარიმის გაზრდასთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვაზე განაცხადა. მისი თქმით, სანქციების გაზრდა საჭიროა და არა მარტო ტრანსპორტის კუთხით, არამედ, ბევრი სხვა მიმართულებით დაიწყება მუშაობა.

"საარჩევნო კამპანიის დროს ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ეს ქალაქი მარტო ჩემი და ჩემი პასუხისმგებლობა არ არის; რა თქმა უნდა, მე მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, ვარ ხალხის მიერ არჩეული მერი, მაგრამ საზოგადოებაც აქტიურად უნდა იყოს ჩართული ქალაქის მოწესრიგებაში, აღმშენებლობასა და განვითარებაში, ამის პლატფორმას ჩვენ შევქმნით და მივცემთ ადამიანებს ამის შესაძლებლობას; მართლაც სირცხვილი უნდა იყოს, თუნდაც,ნაგვის გადაყრა, სიგარეტის ნამწვავის გადაგდება", - განაცხადა არჩეულმა მერმა.

კახა კალაძემ სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებულ რეგულაციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარკვეული რეგულაციები დღესაც არსებობს, თუმცა მისი აღსრულება არ ხდება, რაც მისთვის მიუღებელია.

"ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი მგზავრობს დღეს ყვითელი სამარშრუტო ტაქსებით.ეს არის N1 ტრანსპორტი, რომელსაც ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს დღის განმავლობაში, შესაბამისად, მგზავრებისთვის კომფორტის შექმნა არის ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი და ის, რომ ზაფხულის თვეებში კონდიციონერს არ რთავდნენ და ხალხი იხჩობოდა მარშუტკებში, ეს ვეღარ იქნება და აღარ იქნება, ეს იქნება დასრულებული. კეთილი ინებოს კომპანიის ხელმძღვანელობამ და ის რეგულაციები, რაც არსებობს, აღსრულებაში მოიყვანოს", - თქცა კალაძემ.

მისი განცხადებით, მუშაობა რეგულაციების აღსრულებასთან დაკავშირებითაც დაიწყება და იმისთვის, რომ მგზავრებს კომფორტი შეუნარჩუნდეთ, სწორ ხედვას დაგეგმას,საკრებულოსთან ერთად, უახლოეს პერიოდში წარმოადგენენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.