რეკლამა
თბილისში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელები მოწესრიგდება და ახალგაზრდების მიერ მოიხატება (R)
FaceBook
თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კახა კალაძემზოოპარკისა და ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი დაათვალიერა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

კახა კალაძე მიწისქვეშა გადასასვლელში "თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელობასთან ერთად იმყოფებოდა, რომელსაცდღეიდან, დასუფთავებისა და გადასასვლელების მოწესრიგების სამუშაოების დაწყება სთხოვა.

"მიწისქვეშა გადადასვლელებში არსებული მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს. ძალიან მძიმე ვითარებაა. "თბილსერვისის" ხელმძღვანელს მინდა ვთხოვო, რომ დღესვე დაიწყოთ სამუშაოების შესრულება - მორეცხვა, ელექტროგაყვანილობა და განათება, რადგან აღარაფერი არსებობს. ყველაფერი, რაც ადრე იყო, დაზიანებულია. შესაბამისად, ეს ყველაფერი მალე უნდა მოვიყვანოთ მწყობრში და მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ გადაადგილებაკომფორტულად შეეძლოთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ ქალაქში ზოგიერთი მიწისქვეშა გადასასვლელი გასხვისებული, ან იჯარით არის გაცემული.

"ჩვენ არავის საკუთრებას არ ვეხებით, თუმცა მინდა გთხოვოთ, რომ ერთიანი სტარდარტი იქნეს შემუშავებული და ათი დღის განმავლობაში,სრული სურათი წარმოადგინოთ. ყველა ადამიანმა, მესაკუთრემ თუ ვისაც იჯარით აქვს გაცემული მიწისქვეშა გადასასვლელი, კეთილი უნდა ინებონ და ერთიან სტანდარტში უნდა მოიყვანონ არსებული მდგომარეობა. ბევრ კონკრეტულ ადგილზე მძიმე მდგომარეობაა და ეს ძალიან სწრაფადუნდა მოვაგვაროთ", - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, არჩეულმა მერმა ახალგაზრდებს მიმართა და მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატვასთან დაკავშირებით, მათი ნიჭის გამოყენების შესაძლებლობაზე ისაუბრა.

"ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვყავს და ალბათ შევიმუშავებთ კონკრეტულ გეგმას, რომელიც ზოგადად, გვირაბების მოხატვას ეხება. შესაბამისად, მომდევნო დღეების განმავლობაში, როდესაც მიწისქვეშა გადასასვლელებზესრული სურათი გვექნება, ახალგაზრდებს კონკრეტულ ადგილებსშევთავაზებთ, სადაც გვირაბების მოხატვა უნდა განხორციელდეს", - განაცხადა ახლადარჩეულმა მერმა.

მისივე თქმით, დედაქალაქში არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში არსებული ინფრასტრუქტურა დააზიანეს, რასაც მომავალში კონტროლს გაუწევენ. შესაბამისად,კახა კალაძემ "თბილსერვისის" ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავას მიმართა, სამუშაოების განხორციელების დროს დროებითი პატრულირება გამოიყენონ.

"იყო გაკეთებული ეს ყველაფერი, თუმცა დაანგრიეს, გატეხეს, კამერები დააზიანეს და ა.შ. ამიტომ, გავაკეთოთ დროებითი პატრულირება. თუ დაგჭირდებათ გამოიყენეთ შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც ყველაფერშიდაგეხმარებათ, რადგანსანამ კამერების დამონტაჟებას დაიწყებთ, მოქალაქეები, რომლებიც ამას აკეთებენ, არ შემოვიდნენ და იგივე არ გაიმეორონ", - მიმართა კახა კალაძემ ლევან ჯღარკავას.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.