რეკლამა
გიორგი ჭიღვარია: არჩევნების მე-2 ტურიც ისევე ღირსეულად და დემოკრატიულად უნდა ჩავატაროთ როგორც პირველი (R)
FaceBook
"მეორე ტური იქნება კიდევ ერთი გამოცდა  "ქართული ოცნებისა" და ჩვენი გუნდის თუ რამდენად სამართლიან და ღირსეულ არჩევნებს ჩავატარებთ,"- ამის შესახებ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ სპორტის სასახლეში შეკრებილ ამომრჩეველს მიმართა. მან იქვე მადლობა გადაუხადა ყველას მხარდაჭერისა და ნდობისთვის.

მერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მეორე ტური მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც ისევე ღირსეულად უნდა ჩაატაროს პარტიამ როგორც პირველი ტური

,,მადლობა მინდა გითხრათ გაწეული სამსახურისთვის თქვენი დიდი დამსახურებაა, ის შედეგი რომელიც ჩვენ 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დავდეთ, და დამაჯერებელი შედეგით შევდივართ საკრებულოში. მეორე ტური სხვა ეტაპია და ჩვენ ეს ტურიც ისევე ღირსეულად უნდა გადავლახოთ და ჩავატაროთ როგორც პირველი. ქუთაისს ეყოლება ახალი მერი და ხელისუფლება, რომელიც იზრუნებს ხალხზე და მოქალაქეებზე. ჩვენ რეალურად შეგვწევს ძალა და გაგვაჩნია ბერკეტი, რომ ქუთაისი ვაქციოთ მომავლის ქალაქად. ქალაქად რომელიც თავის ღირსეულ სიტყვას იტყვის ქვეყნის განვითარების ახალ საფეხურზე," - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ ამომრჩეველთან შეხვედრისას.

შეგახსენებთ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ უარი თქვა მეორე ტურში მონაწილეობაზე. თუმცა, საარჩევნო კანონმდებლობის თანახად მისი კანდიდატურა არ იხსნება ბიულეტენიდან. ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტური 12 ნოემბერს გაიმართება.
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
სამტრედიაში, ავტოავარიისას გარდაცვლილი შაკო ბარამიძე წესის აგების გარეშე დაკრძალეს.
წარუმატებლად დასრულდა ქუთაისის მერიის მეოთხე მცდელობა, ნიკეას ქუჩაზე, ნაჩუქარ დგარზე აღმართოს ეროვნული დროშა.
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში,  ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში მოსახლეობა დღეს პურს უფასოდ მიიღებს.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, ბავშვთა უფლებების საკითხები საუნივერსიტეტო სილაბუსებში დაინერგება.
ამ წუთებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში ტყის მასივი იწვის.
სამტრედიაში გარდაცვლილ ახალგაზრდას მართლმადიდებელი ეკლესია წესს არ უგებს.
ქუთაისიპოსტთან ჩაწერილ ექსკლუზიურ ინტერვიუში ქუთათელ-გაენათის მიტროპოლიტის, მეუფე იოანეს განცხადებაში, რომ ილია ჭავჭავაძე სოციალ-დემოკრატებმა მოკლეს ევროპის დაკვეთით, ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი რუსული პროპაგანდის ახალ „ღია ფაზაში“ გადასვლის ნიშნებს ხედავს.
ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, #161 კორპუსში  აბონენტმა წყლის გამაცხელებლის თვითნებურად მონტაჟის დროს,  გაზის მილი წყლის მილზე დააერთა.