რეკლამა
კახა კალაძე დიდ დიღომში მდებარე ავტობაზაში იმყოფებოდა (R)
FaceBook
თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე დიდ დიღომში მდებარე მეორე ავტობაზაში იმყოფებოდა, სადაც ავტოპარკი დაათვალიერა და ადგილზე დასაქმებულ თანამშრომლებს შეხვდა.
დედაქალაქის არჩეულმა მერმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების აუცილებლობასა და ამ მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

"დავათვალიერეთ არსებული ავტობაზა. ზოგადად, ტრანსპორტის განახლება ჩვენი ერთ-ერთ პრიორიტეტი იქნება. საზოგადებრივი ტრანსპორტი არა მხოლოდ კომფორტული, არამედ პოპულარულიცუნდა გავხადოთ. მომდევნო წლების განმავლობაში, არსებული ყვითელი ავტობუსების პარკის ევროპული, თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებითჩანაცვლებასვაპირებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 143 ავტობუსი, რომელიც თბილისის მერიამ დედაქალაქში შემოიყვანა, მისასალმებელია, თუმცა ეს მოსახლეობისთვის საკმარისი არ არის.

"შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში მოგვიწევს მუშაობა, რომ ძველი, ყვითელი ავტობუსების პარკი ჩანაცვლდეს", - აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა მანამდე, აღმაშენებლის გამზირზე გაისეირნა, სადაც მოქალაქეებს გაესაუბრა. დიდ დიღომში მდებარე ავტობაზამდე კი, კახა კალაძემ ავტობუსით იმგზავრა და მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით,ინფორმაცია მიაწოდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის
გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია
Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ
დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური
მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას
დაესწრნენ.
18:37 / 21.01.2026
2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას დაესწრნენ.
ონლაინ შოპინგი სულ უფრო პოპულარული ხდება, ხოლო პროდუქციის ფართო
არჩევანი შოპინგის პროცესს უფრო კომფორტულსა და სწრაფს ხდის. თუმცა,
ასორტიმენტის ზრდასთან ერთად იმატებს რისკიც, რომ შეძენილი პროდუქტი
მოლოდინებს ვერ გაამართლებს.
16:20 / 23.12.2025
ონლაინ შოპინგი სულ უფრო პოპულარული ხდება, ხოლო პროდუქციის ფართო არჩევანი შოპინგის პროცესს უფრო კომფორტულსა და სწრაფს ხდის. თუმცა, ასორტიმენტის ზრდასთან ერთად იმატებს რისკიც, რომ შეძენილი პროდუქტი მოლოდინებს ვერ გაამართლებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.