რეგიონი
საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული მდინარე ტყიბულში (ფოტო)
FaceBook
ტყიბულში მდინარე ტყიბულა პოლიეთილენის ბოთლებითა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებითაა დაბინძურებული.

"გამვლელები ყრიან და ბოთლები კიდევ მდინარეს მოაქვს ზემოდან," - ამბობენ ადგილობრივები.

"გაფრთხილებული ვართ, რომ ნაგავი მდინარეში არ გადავყაროთ. თუ გადავყრით გამგეობა 500 ლარით დაგვაჯარიმებს, ამიტომ ვაგროვებთ და საღამოს ბუნკერში ვყრით," - ირწმუნება  ტყიბულში ერთ-ერთი მარკეტის თანამშრომელი, ინეზა ბოჭორიშვილი.



ადგილობრივების თქმით, მდინარის დანაგვიანებას სანაგვე ურნების არარსებობაც უწყობს ხელს. მათი თქმით, ნაგვის კონტეინერები მხოლოდ მდინარის ერთ მხარესაა განთავსებული. მეორე მხარეზე კი, ქუჩაში ურნები არ დგას, ხოლო კონტეინერი მიუგნებელ ადგილზეა.



ტყიბულის გამგეობაში განმარტავენ, რომ მდინარე ტყიბულას დასუფთავების აქცია რამდენიმე კვირის წინ მოეწყო, რომლის ფარგლებშიც მდინარე ნარჩენებისგან მთლანად გასუფთავდა.

"გარდა ამისა, კომუნალურმა სამსახურმა მიმდინარე წლის დასაწყისში ხე-მცენარეებისგან გაწმინდა მდინარე. პერიდულად, ეწყობა დასუფთავების აქციები, რომელშიც ჩვენი სამსახურების თანამშრომლები არიან ჩართული," - ამბობს ტყიბულის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ალეკო ფანჩულიძე.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს გამგეობამ ორი ახალი ნაგავმზიდი და 100 კონტეირენი შეიძინა. მოსახლეობის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ ქუჩაში ურნები არ დგას იზიარებენ და ირწმუნებიან, რომ ეს პრობლემა მოგვარდება, მაგრამ ამავე დროს,  განმარტავენ, რომ  მალე საჯარიმო სანქციებიც ამოქმედდება.

"შევიძინეთ 18 ახალი ე.წ "ჭკვიანი ვიდეოკამერა", რომელიც მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით განთავსდება, მათ შორის ქალაქ ტყიბულშიც," - განმარტავენ გამგეობაში.

მათივე თქმით, კამერების განთავსების შემდეგ, გარემოს დაბინძურებისთვის, ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ "ნარჩენების მართვის კოდექსით" დადგენილი საჯარიმო სანქციები ამოქმედდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის
გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია
Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ
დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური
მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას
დაესწრნენ.
18:37 / 21.01.2026
2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას დაესწრნენ.
ონლაინ შოპინგი სულ უფრო პოპულარული ხდება, ხოლო პროდუქციის ფართო
არჩევანი შოპინგის პროცესს უფრო კომფორტულსა და სწრაფს ხდის. თუმცა,
ასორტიმენტის ზრდასთან ერთად იმატებს რისკიც, რომ შეძენილი პროდუქტი
მოლოდინებს ვერ გაამართლებს.
16:20 / 23.12.2025
ონლაინ შოპინგი სულ უფრო პოპულარული ხდება, ხოლო პროდუქციის ფართო არჩევანი შოპინგის პროცესს უფრო კომფორტულსა და სწრაფს ხდის. თუმცა, ასორტიმენტის ზრდასთან ერთად იმატებს რისკიც, რომ შეძენილი პროდუქტი მოლოდინებს ვერ გაამართლებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.