პოლიტიკა
ბაღდათი-საკრაულას გზა ციხისკენ (ვიდეო)
FaceBook
პირველი მოსმენა თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 ივნისს არის ჩანიშნული.


სამკილომეტრიანი გზის მონაკვეთის დაგების გამო ბაღდათის გამგებელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ბაღდათი-საკრაულას რეაბილიტაციის ხარისხი ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დაიწუნა. ირაკლი გეგეშიძის საქმე სასამართლოს გადაეცა.

იმის გამო, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტი ხელმძღვანელი პირების გარეშე დარჩა, აუცილებლი გახდა საკანონმდებლო ცვლილების ნაჩქარევად მიღება.



ტენდერი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ გასულ წელს ბაღდათი–საკრაულას გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციოდ გამოცხადებულ ტენდერში (SPA150006848) შპს "ქვენიფნელის" გარდა კომპანია "ბორანიც" მონაწილეობდა. ამ უკანასკნელმა სამუშაოების შესასრულებლად კონკურენტზე 20 000 ლარით ნაკლები (930 000 ლარი) მოითხოვა.

საბოლოოდ, მუნიციპალიტეტმა "ბორანს" ტექნიკური დოკუმენტაციის არქონის გამო დისკვალიფიკაცია მისცა და ხელშეკრულება 950 000 ლარზე შპს "ქვენიფნელთან" 2015 წლის 20 აპრილს გააფორმა. მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით ბაღდათი -საკრაულა გზის საფარის დაგება კომპანიას გასული წლის ივლისში უნდა დაესრულებინა, თუმცა სამუშაოს ჩაბარება გადავადდა და ხარჯი გაიზარდა.

"ვადასტურებთ, რომ ჩვენს შორის მიღწეულია შეთანხმება მასზედ, რომ მომწოდებლის წინადადების საფუძველზე (დამხმარე ნაგებობების შემცირების ხარჯზე) გაიზარდა დასაგები ასფალტო ბეტონის მოცულობა 210 კვ მ -ით. შესაბამისად, გაიზარდა გზის საფარის მოწყობასთან დაკვშირებული ხარჯები ,"- ნათქვამია ბაღდათის გამგებლისა და "ქვენიფნელის" დირექტორის, ივანე ბიბილურის მიერ ხელმოწერილ ოქმში, რომელიც ცვლილების შემდეგ მხარეებს შორის გაფორმდა. თუმცა, რა ოდენობით გაიზარდა ხარჯი, დოკუმენტში მითითებული არაა.

ბაღდათი-საკრაულას გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის ტენდერი მუნიციპალიტეტს ერთი თვის წინ უნდა გამოეცხადებინა. თუმცა, იმის გამო, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში პასუხისმგებელი პირი არ არსებობს, სახელმწიფო შესყიდვების გამოცხადება შეჩერებულია.

შემსრულებელი კომპანია
შპს "ქვენიფნელი" თბილისში რეგისტრირებული ორგანიზაციაა. ის სახელმწიფო შესყიდვებში 2012 წლიდან მონაწილეობს.

სამშენებლო კომპანია ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხდებულ ელექტრონულ ტენდერებში აქტიურად იყო ჩართული. 2014–2016 წლებში 6 სახელმწიფო შესყიდვიდან სამში გაიმარჯვა. ჯამში, შესრულებული სამუშაოებისთვის კომპანიამ ბიუჯეტიდან 2 186 223,64 ლარი მიიღო.

დადგება თუ არა კომაპნიის წარმომადგენლების პასუხიმსგებლობის საკითხი, როგორც ანტიკორუფციული საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ქუთაისიპოტს განუმარტეს, რომ ამას გამოძიება დაადგენს.

ბაღდათის მუნიციპალიტეტში გზის საფარის მოწყობა სადავო ახლა არ გამხდარა. საქალაქო გზის რეაბილიტაციისთვის არამიზნობრივად გახარჯულ თანხებზე წინა წლებშიც (2013-2014 წლები) მიუთითებდნენ. თუმცა, მაშინ სამუშაოების შემსრულებლი სხვა კომპანია იყო.

დაკავებული გამგებელი
ირაკლი გეგეშიძეს ორი შვილი და მეუღლე ჰყავს. მის სახელზე რეგისტრირებულია ორი საცხოვრებელი სახლი საგურამოსა და ბაღდათში. ქონებრივი დეკლარაციაში მითითებულია, რომ ბაღდათის გამგებლის სახელზე არის ექვსი ბინა. სამი თბილისში და ოთხი მოსკოვში. ამის გარდა, გეგეშიძე მცხეთის და ბაღდათის რაიონებში ფლობს მიწის ნაკვეთებს. ბაღდათის გამგებელს დეკლარაცია შევსებული აქვს 2015 წლის 9 ოქტომბერს.

ირაკლი გეგეშიძეს ბაღდათის გამგებლის პოსტი 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ერგო. ის 2014 წლამდე საჯარო სტრუქტურაში არ მუშაობდა, მხოლოდ ბიზნესსაქმიანობით იყო დაკავებული.

ირაკლი გეგეშიძის ინტერესებს ადვოკატი კახაბერ წერეთელი იცავს. მისი განმარტებით, ბრალდებაში კონკრეტულად მითითებული არ არის რა ოდენობის თანხის გაფლანგვას ედავებიან დაკავებულ გამგებელს. პირველი მოსმენა თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 ივნისს არის ჩანიშნული.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
11:44 / 18.04.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში  რამდენჯერმე შემოგთავაზებთ ქალაქში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.