ახალი ამბები
დაწყვეტილი ელექტროსადენები და გაუწმინდავი გზები - ხარაგაულის მერია პრობლემებს ვერ უმკლავდება
FaceBook
შეწყვეტილი სასწავლო პროცესი, გაუწმინდავი გზები , წყლის და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა - მეორე დღეა ასეთია ვითარება ხარაგაულის მუნიციპალიტეტში.
"შუქი არ გვაქ, გზა არ გვაქ წყალი არ გვაქ ...ვერ გადავადგილდებით. გამოდით, მანქანას მაინც მოაწექით ავადმყოფებს საჭმელი მივუტანო..ან და დაიფარეთ ქუდები და წადით სახლში", - ადგილბრივები დამხარებას სოციალური ქსელის საშუალებით ითხოვენ.



გაუწმინდავი გზების გამო დროულად ვერ ხერხდება დაზიანებული ელექტროსადენების მოწესრიგება. უდენობამ კი, თავის მხრივ, სასწავლო პროცესის შეწყვეტაც გამოიწვია.

"დაითხოვეს ბავშვები სკოლებიდან, რადგან გათბობა დენზე გვაქვს, არ ვიცით პრობლემა როდის მოგვარდება. ახლაც გზის გასაწმენდად ვარ გამოსული ", - ამბობს ხარაგაულის საკრებულოს წევრი დავით კიკნაძე.

რატომ ვერ ხერხდება საავტომობილიო გზების ამ დრომდე გაწმენდა და რატომ ვერ გაუმკლვდა ხარაგაულის მერია არსებულ პრობლემებს - ამ კითხვებით ხარაგაულის მერს კობა ლურსამანაშვილს მივმართეთ, რომელმაც გვითხრა, რომ ის ღონისძიებაზე იმყოფება და ვერ გვიპასუხებს.

"ღონისძიებაზე ვარ და ახლა ვერ გაგცემთ პასუხს, მოგვიანებით დამირეკეთ", - უთხრა "ქუთაისიპოსტს" სატალეფონო საუბარისას კობა ლურსამანაშვილმა.

ხარაგაულში მეორე დღეა მოსახლეობას ელექტრონერგია არ მიეწოდება.

ფოტო "ჩემი ხარაგული" 





Print