ინტერვიუ
რომელი ინგრედიენტების შემცველი კოსმეტიკა იწვევს სიმსივნეს - მომხმარებელი არჩევანს თავად აკეთებს
FaceBook
სიმსივნით დაავადების რისკი ყოველ მე-3 ადამიანს აქვს.

დღესდღეობით, კოსმეტიკური ინდუსტრია 3000-მდე ინგრედიენტს იყენებს, აქედან 900 ინგრედიენტი, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა. მეტიც, საშიში ინგრედიენტების შემცველი კოსმეტიკური საშუალებების რეგულარულმა გამოყენებამ შესაძლოა სიმსივნით დაავადებაც გამოიწვიოს.

რომელი ინგრედიენტების შემცველ კოსმეტიკას და თავის მოვლის საშუალებებს უნდა ვერიდოთ და რა უნდა გავითვალისწინოთ ვიდრე თავის მოვლის საშუალებებს შევიძენთ - აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გთავაზობთ ინტერვიუს კომპანია LaimaLuxGeo - ს დირექტორთან მაგდა ქაჯაიასთან.

რა ინფორმაციას ფლობთ იმის შესახებ, თუ რამდენად უსაფრთხოა ბაზარზე არსებული კოსმეტიკური, თუ თავის მოვლის საშუალებები?

ხმამაღლა შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოში მასობრივად გაყიდვადი კოსმეტიკური და ჰიგიენური საშუალებების უმეტესობა შეიცავს სიცოცხლისთვის საშიშ ინგრედიენტებს, რომლებიც ერთჯერადი გამოყენების შემთხვევაში არ არის მავნე, მაგრამ როდესაც წლების განმავლობაში ინტენსიურად ხდება ამ საშუალებების გამოყენება, ისინი ილექებიან ორგანიზმში, განსაკუთრებით ღვიძლში, ტვინში, სისხლძარღვების კედლებზე და ა.შ.

ორგანიზმს კი არ აქვს უნარი ისინი გამოდევნოს, რაც უამრავი დაავადების გამომწვევი მიზეზი ხდება, მათ შორის სიმსივნის.

ეს ინფორმაცია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია, დღეს ინტერნეტში უამრავი ინფორმაცია არსებობს. საკმარისია ნებისმიერი შამპუნის, კბილის პასტის, ან სახის კრემის შეფუთვაზე მითითებული ინგრედიენტების თაობაზე მოვიძიოთ ინტერნეტში მასალები და შევამოწმოთ მათი მავნე თვისებები.

რა უნდა ვიცოდეთ კოსმეტიკისა და კანის მოვლის საშუალებების შერჩევისას?

უნდა ვიცოდეთ მინიმუმ რამდენიმე ინგრედიენტი, რომლებიც კანცეროგენულია და საშიშია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
მაგალითად: სოდიუმ ლაურინ სულფატი (SLS), პროპილერ გლიკოლი, ტალკი, ლანოლინი, არომატიზატორები და ა.შ. ეს არის მავნე ინგრედიენტები, რომლებიც შედის ძალიან ბევრ კოსმეტიკურ და ჰიგიენურ პროდუქციაში.


ასეთი კოსმეტიკა ძალიან ბევრია ბაზარზე. ჩვენი მხრიდან, რომელიმე ჩვენს კონკურენტზე ინფორმაციის მიწოდება არ იქნება კორექტული, ამიტომ ვთვლით, რომ მომხმარებელმა თავად უნდა ისწავლოს სწორი პროდუქციის შერჩევა. ვინაიდან არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც ამ ინგრედიენტებს შეიყვანდა აკრძალული ინგრედიენტების სიაში.

ჩვენს რეალობაში მომხმარებელმა თავად უნდა იზრუნოს საკუთარი თავის ინფორმირებულობაზე. მსოფლიოში არსებობს კიბოს პრევენციის საერთაშორისო ცენტრი, სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტები და მეცნიერები, რომლებიც მუშაობენ დებენ დასკვნებს.

ეს არის სრულიად ღია და დაუფარავი ინფორმაცია, თუმცა მსოფლიოში მთელი ეკონომიკა ქიმიური ინდუსტრიის მრეწველობაზე დგას, საუბარია მსხვილ კონცერნებზე და დიდ კომპანიებზე, რომლებთან წვდომა ფაქტიურად გამორიცხულია. თუ მოხდებოდა მავნე ინგრედიენტების ნატურალური ინგრედიენტებით ჩანაცვლება, ამ შემთხვევაში გასაყიდ ფასს მივიღებდით 5 ლარის ნაცვლად 30 ლარს. შესაბამისად შეუძლებელია, რომ პროდუქტი იყოს სრულიად ნატურალური და ღირდეს იაფი, რადგან ნატურალური ინგრედიენტების წარმოება არის ძალიან ძვირი.

გავრცელებული ინფორმაცის თანახმად, სიმსივნით დაავადების რისკფაქტორებიდან 75 % პირადი ჰიგიენის საგნების გამოყენებაზე, 25% გენეტიკაზე, არასრულფასოვან კვებაზე, სტრესზე და სიგარეტის მოწევაზე მოდის, რამდენად შეგიძლიათ ამ ინფორმაციის დადასტურება?
ფაქტია, მე-20 საუკუნეში ქიმიური მრეწველობის განვითარებასთან ერთად, პროგრესიით ვითარდება კიბოს სტატისტიკა მსოფლიოში.

აქედან გამომდინარე, დღესდღეობით სიმსივნით დაავადების რისკი ყოველ მე-3 ადამიანს აქვს.

რომელი იგრენდიენტების შემცველი კოსმეტიკა, თუ თავის მოვლის საშუალებებია ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო?

მხოლოდ ის საშუალებები, რომლებიც მზადდება ნატურალურ ინგრედიენტებზე. ბაზარზე არის ბრიტანული A კლასის ბრენდი SALCURA, რომელიც ექვემდებარება GMP-ს სტანდარტებს.

2015 წელს SALCURA -ს მიენიჭა ნატურალურობის საერთაშორისო სერთიფიკატი.

არ შემიძლია ვისაუბრო სხვა პროდუქციაზე. ჩვენ გვინდა, რომ მოსახლეობის ცნობიერება ამაღლდეს და იცოდეს რა პროდუქციას ყიდულობს. შეძენამდე კი მინიმუმ წაიკითხოს პროდუქციაში შემავალი ინგრედიენტები და გადაამოწმოს სხვადასხვა საშუალებებით.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში
16:00 / 27.02.2024
ქუთაისში "გუბერსკის ციხის" ყოფილი შენობა,  2021 წელს გაიყიდა, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია რას უპირებს გუბერნსკის ციხის ისტორიულ შენობას ახალი მფლობელი.
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს
წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს
შეტევა.
15:20 / 05.07.2023
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს შეტევა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.