ინტერვიუ
ნიკა რურუა - რელიგიური გრძნობების ე.წ. შეურაცხყოფა ძალიან მიკერძოებულ კრიტერიუმებს ეპატიჟება კანონში
FaceBook
რამდენიმე ხნის წინ დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის დაჯარიმების ინიციატივით გამოვიდა.

რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის განსაკუთრებულ "მავნებლურ ბუნებაზე" მანამდეც ბევრჯერ იყო საუბარი. ზოგი კანონით ცდილობს რელიგიური გრძნობების დაცვას, ზოგი აგრესიითა და მუქარებით. ე.წ. რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე საზოგადოება და ხშირად ხელისუფლებაც ხშირ შემთვევაში მძაფრად რეაგირებს და ნაკლებად აქცევს ყურადღებას მაგალითად კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების უგულებელყოფის შემთხვევებს.

რატომ ხდება ასე? ეფუძნება თუ არა რაიმე სახის საამრთლებრივ კრიტერიუმს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა? - აღნიშნულ კითხვებზე პასუხობს საზოგადოებრივი მოძრაობა "ივერიის" დამფუძნებელი ნიკა რურუა:

-  რელიგიური გრძნობების ე.წ. შეურაცხყოფა ძალიან სუბიექტურ და მიკერძოებულ კრიტერიუმებს ეპატიჟება კანონში, რისი ობიექტური საზომით შეფასება შეუძლებელია და ამდენად ამგვარი განცხადებებისთვის სხვათა დაჯარიმება არაკონსტიტუციური იქნება.

- კონკორდატი, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმება, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს "მეორე კონსტიტუციად". თქვენი აზრით, რამდენად "კონსტიტუციურია" კონკორდატის არსებობა იმ ფორმით და შინაარსით როგორითაც არსებობს?

- კონკორდატი კონსტიტუციური შეთანხმებაა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. ის კონსტიტუციაზე მაღალი სამართლებრივი სტატუსით არ სარგებლობს. ასე რომ "მეორე კონსტიტუციად" მისი მონათვლა შეცდომაა.

- საზოგადოება ყოველვის დგას სარწმუნოების, ეკლესიის და მათი წარმომადგენლების სადარაჯოზე. ხალხი იცავს ეკლესიას და რატომ არასდროს არ ითხოვს ეკლესიიდან, რომ მან დაიცვას ხალხი, გულთან ახლოს მიიტანოს საზოგადოებაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები? რატომ არასდროს მიმართავენ საპატრიარქოს დახმარებისთვის მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მდიდარი ორგანიზაციაა? რატომ არ არის საერთო პროტესტი იმაზე, რომ საპატრიარქო არის მხოლოდდამხოლოდ მიმღები და ძალიან იშვიათად გამცემი ორგანიზაცია?

- ეკლესია ეწევა ქველმოქმედებას უფასო სასადლოების, გამოცემების, მონასტრებში ადამიანების მიღების სახით. კითხვა, შეუძლიათ თუ არა არსებულზე მეტის გაკეთება, ეს კითხვა სჯობს ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუსვათ.






Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში
16:00 / 27.02.2024
ქუთაისში "გუბერსკის ციხის" ყოფილი შენობა,  2021 წელს გაიყიდა, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია რას უპირებს გუბერნსკის ციხის ისტორიულ შენობას ახალი მფლობელი.
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს
წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს
შეტევა.
15:20 / 05.07.2023
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს შეტევა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.