ინტერვიუ
ისწავლე საკუთარ ტრავმასთან გამკლავება - როგორ ვებრძოლოთ კოვიდსტრესს ?!
FaceBook
კოვიდინფექცია ბევრს არ შეეხება, თუმცა მასთან დაკავშირებული დაძაბულობა, სტრესი, შფოთი მილიონობით ადამიანს შეაწუხებს. ამ პრობლემამ მომავალში შეიძლება მეტი მძაფრად იჩინოს თავი. 

ამაზე ფსიქიატრები და ფსიქოლოგები წინასწარმეტყელებენ. 

ფაქტია, რომ პანდემიამ, სოციალურმა დისტანცირებამ, იზოლაციამ  უკვე გამოიწვია სხვადასხვა ფსიქიკური პრობლემები შფოთვის, დეპრესიის, სტრესის ანუ ადაპტაციური რეაქციების სახით.

Როგორ მოვახდინოთ შედეგებზე ზემოქმედება?

როგორ გავუმკლავდეთ სტრესს პანდემიის დროს?

რამდენად შეიძლება სტრესის მართვა?

ამ კითხვებით ქუთაისიპოსტმა ფსიქიატრ ნინო ოკრიბელაშვილს მიმართა. 


- Როგორც ფსიქიატრი ვერაფრით ვიტყვი, რომ მედიკამენტი გამოიყენოთ. Პირდაპირ შეიძლება ითქვას: ფსიქიატრები გვირჩევენ -  არ მივყვეთ თვითმკურნალობას. ესაა ამოსავალი წერტილი ყველაფრის. ყველაზე მნიშვნელოვანია გარკვეულწილად მოიწესრიგოთ კვების რეჟიმი. რა საკვებიც აქვს ადამიანს დღის განმავლობაში, შეიძლება ვიღაცას ბევრი, ვიღაცას ნაკლები, მაგრამ რაც აქვს იგი Სამ ჯერზე მაინც უნდა გადაანაწილოს. იმიტომ რომ სტრესულ მდგომარეობაში, როდესაც კვებითი რეჟიმი დარღვეულია, ეს კიდევ უფრო მეტად აძლიერებს შფოთვას, ცუდ აზრებს და გუნება- განწყობის ცვლილებებსაც უწყობს ხელს.

აუცილებელია ზომიერი ფიზიკური დატვირთვა. კოვიდის შემთხვევაში პაციენტებს ინფექციონისტები ურჩევენ, რომ რაც შეიძლება მეტი იმოძრაონ. აღმოჩნდა, რომ არაფარმაკოლოგიური ინტერვენცია ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ასევე გულისხმობს ზომიერ ფიზიკურ დატვირთვას როგორიცაა მაგალითად, სეირნობა, სირბილი, ძალიან კარგად მუშაობს იოგა.

Მნიშვნელოვანია ძილი მოვიწესრიგოთ, არა დღეგამოშვებით, ან ორ -სამ დღეში ერთხელ, არამედ - ყოველ ღამე. Ამისთვის აუცილებელია ძილის ჰიგიენის ნორმების დაცვა. როგორიცაა დაახლოებით ორი საათით ადრე დაწოლამდე კომუნიკაციის შეწყვეტა ინტერნეტთან და მობილურთან. Ნათება, რომელიც მოდის მობილურიდან არ აძლებს საშუალებას ჩვენს ორგანიზმს დაიწყოს მელატონინის წარმოება, რომელიც აძინებს ადამიანს. ზოგადად დასაშვებია მელატონინის გამოყენება, რომელიც ბუნებრივი საშუალება არის. დავუშვათ, 3-9 მილიგრამის ფარგლებში რეკომენდებულია მისი გამოყენება.

დაწოლის წინ კოფეინის შემცველი სასმელების სიფრთხილით მიღება.

ასევე, როგორც კი გამოიღვიძებთ აუცილებლად უნდა ადგეთ საწოლიდან. Საძინებელი ოთახი ცივი უნდა იყოს, ვიდრე სხვა ტერიტორია. ესაა ზოგადი რეკომენდაციები ძილთან დაკავშირებული.

- როგორ მოვერიოთ შფოთვით შემოტევებს, რომელიც არც ისე იშვიათია პანდემიის დროს?

- როდესაც შფოთვა მოდის, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა შეაჩეროს ფიქრი, დაიწყოს სწორი სუნთქვა ანუ გადაიტანოს აზრი სხვა რამეზე, შემდეგ ინტროსპექცია გააკეთოს, ანუ მოაწესრიგოს ურთიერთობები საკუთარ თავთან. იპოვოს საკუთარ თავში ის დადებითი, რომელიც მას აქვს და რომელიც, შეიძლება ითქვას, სადღაც დაკარგულიც აქვს ამ აჩქარებულ ყოფაში. ყველა ადამიანთან მიმართებაში მუშაობს ეს. პანდემიის პირობებში ურთიერთობის მოგვარება აუცილებელია როგორც საკუთარ თავთან ასევე ყველა სხვა ადამიანთან, რომელიც ჩვენს ირგვლივ არის.

თუკი ადამიანს პანდემიის დროს უწევს მუშაობა. Სამუშაო სტრესი არის შფოთვის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი. Სამუშაო პირობების დაგეგმვა უნდა შეძლოს. თუნდაც სწავლის პროცესის. Სწავლაც ხომ შრომაა?!

მოსწავლე, რომელიც ონლაინ მუშაობს, მათ მშობლებს ვურჩევდი, რომ აუცილებლად, გაკვეთილიდან გაკვეთილამდე შესვენების დროს, ბავშვმა შეწყვიტოს კომპიუტერთან ურთიერთობა და ის ათი წუთი გამოვიდეს თუნდაც აივანზე. სხვა აქტივობით დაკავდეს. ფაქტობრივად რა ხდება? ის ათი წუთი, როდესაც მასწავლებელი არ არის ჯერ ონლაინ შემოსული ზუმკლასში, ბავშვი მაინც კომპიუტერთან ატარებს ანუ მისი ორგანიზმი გადართვას და დასვენებას ვერ ახერხებს. ამიტომ, ეს ფიზიკური აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია.

მნიშვნელოვანია დროის სწორი განაწილება. რა დატვირთულიც უნდა იყოთ. Ან თუნდაც არაფერს აკეთებდეთ. Ამ უსაქმურობის დროსაც გამოყავით ნახევარი საათი და თქვენთვის საყვარელ საქმიანობას დაუთმეთ დრო. თუ კითხვა გიყვართ - წაიკითხეთ, თუ მოძრაობა - იმოძრავეთ. Მუსიკის მოსმენა - მოუსმინეთ, უბრალოდ თვალიერება - ათვალიერეთ. ადამიანებს სხვადასხვა თვითრეალიზაციის საშუალებები აქვთ. Ამ თვითრეალიზების საშუალებების დავიწყება ნამდვილად არ შეიძლება.

Მესმის, ეს პერიოდი მძიმეა მათთვისაც ვისაც სამუშაო აქვს და მათთვისაც ვინც დასაქმებული არ არის. ამიტომ Ძალიან მნიშვნელოვანია ეს დრო გამოვიყენოთ თვითგანვითარებისთვის, თუკი ამის საშუალება გვაქვს. Საკუთარ თავში ინტროსპექცია გავაკეთოთ - რას განვიცდით, რაზე ვფიქრობთ. ყოველივე ამ გამოცდილების ინტეგრაცია ალბათ დაგვჭირდება ჩვენს მომავალ ყოველდღიურობაში.

ვიღაც იტყვის, თქვენ რა გიჭირთ მუშაობთ, ან ვინმეს არ შეხებია კოვიდით გამოწვეული პრობლემები, მაგრამ ყველა ჩვენთაგანს ჩვენი წილი სტრესი გვაქვს გადატანილი. ჩვენ არ ვართ მხოლოდდამხოლოდ პანდემიის ეპოქის შვილები. Ჩვენმა თაობამ გადაიტანა იგივე 90-იანი წლები 2000 -იანი წლები. ყევლას თავისი წილი სტრესი აქვს. უბრალოდ ამ სტრესიდან გამოსვლის შემდეგ დადებითი გამოცდილება უნდა გამოვიტანოთ, რომელიც ხვალინდელი დღის დაგეგმვასა და პრობლემებთან გამკლავებაში დაგვეხმარება.

- რამდენად დაუცველს ხდის სტრესი ადამიანს? რამდენად ზემოქმედებს იმუნიტეტზე და აქცევს იოლ სამიზნედ ინფექციებისთვის?

- ჩვენი იმუნური, ჰორმონალური და რეპროდუქციული სისტემა, ყველაფერი პასუხობს იმ ჰორმონებს, რომლებიც სტრესის დროს გამოიყოფა, ამიტომ ჩვენი ყველა ფუნქცია, არა მარტო იმუნიტეტი, რეპროდუქციული სისტემაც კი სტრესს პასუხობს. Და პასუხობს უარყოფითი ემოციებით. კერძოდ იმუნიტეტი ქვეითდება. ამიტომ ადამიანი შეიძლება თავიდანვე იყოს პესიმისტი, მაგრამ ახლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მან ნეგატიურ ინფორმაციაშიც პოზიტიური დაინახოს. ეს ხელს უწყობს იმუნური პასუხების აქტივაციას. ეს დადასტურებული ინფორმაციაა და  არ არის ერთი კერძო არაიმუნოლოგის მოსაზრება. ვამბობ ამას, როგორც სტრესულ მდგომარეობათა შეფასების გამოცდილების მქონე ადამიანი.


ადამიანმა, რომელმაც ბევრი სტრესი გადაიტანა აქედან ვერ მიიღო გამოცდილება და გამკლავება ვერ ისწავლა, იგი მუდმივ სტრესულ მდგომარეობაში გამოყოფს იმ ჰორმონებს, რაც ასუსტებს იმუნიტეტბს. ამიტომ უფრო მეტად მოწყვლადი ხდება გარეგანი მავნებლების ბაქტერიების, ვირუსების და ა.შ. მიმართ.

- პანდემიის დროს ადამიანებს უმეტესად მარტო ყოფნა უწევთ ან იზოლაციაში, ან კარანტინში. რამდენად შეძლებს ადამიანი მარტო გაუმკლავდეს ფსიქიკურ პრობლემებს?

- რაც უნდა დიდი გარემოცვა გყავდეს, როდესაც პრობლემას ვაწყდებით ჩვენ მარტო, პირისპირ ვრჩებით ამ ტრავმულ მოვლენასთან. ჩემი ტრავმული გამოცდილება და მაგალითად, ჩემი ძმის ტრამვული გამოცდილება თუნდაც ერთი და იგივე ფაქტის მიმართ, განსხვავებულია. იმიტომ, რომ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრის სტრესზე რეაგირების მეთოდებია განსხვავებული ამიტომ ადამიანს, ინდივიდს უნდა ქონდეს იმის ცოდნა, რომ დაგეგმოს რაღაც პრობლემებთან გამკლავება. თუ არა აქვს ამაში ძალიან დაეხმარება რაც შეიძლება მეტი კითხვა და ამ საკითხების გაცნობიერება აბა სხვა როგორ უმკლავდება?!იმიტომ, რომ პრობლემა გვეხება ყველას უბრალოდ ყოველი ადამიანისთვის მისი გამოცდილება არის უნიკალური.

რჩევა არის ერთადერთი  - ადამიანმა უნდა ისწავლოს თავის კონკრეტულ ტრავმასთან გამკლავების სტრატეგიები. გამოცდილებით უნდა ისწავლოს. მაგრამ ეს გამოცდილება აუცილებელი არ არის თავად შეიძინოს აუცილებელია შეისწავლოს სხვათა გამოცდილება და საუკეთესო მარცვალი აიღოს საკუთარი კონკრეტული შემთხვევის მართვის დროს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში
16:00 / 27.02.2024
ქუთაისში "გუბერსკის ციხის" ყოფილი შენობა,  2021 წელს გაიყიდა, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია რას უპირებს გუბერნსკის ციხის ისტორიულ შენობას ახალი მფლობელი.
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს
წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს
შეტევა.
15:20 / 05.07.2023
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს შეტევა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.