ინტერვიუ
თემურ ცამციშვილი პოლიტიკაში მიდის
FaceBook

„ახალგაზრდული ცენტრიდან“ "ახალ პოლიტიკურ ცენტრში" მიდვივარ

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მენეჯერი თემურ ცამციშვილი ზურაბ ჯაფარიძის პარტია "ახალი პოლიტიკური ცენტრის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელად ინიშნება.

აღნიშნულ პარტიაში გაწევრიანებამდე ის ჯერ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გახლდათ, რომელსაც ორი წლის წინ გაემიჯნა. შემდეგ ქუთაისის
მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა. ამ თამამდებობაზე ყოფნის ბოლო პერიოდში ადგილი ქონდა ცამციშვილის წინააღმდეგ სასამართლო დავებს. ხოლო შემდგომ მას ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მენეჯერის თანამდებობას ეკავა.  

ამჯერად ცამციშვილი პოლიტიკურ საქმიანობას  პარტიაში "ახალი პოლიტიკური ცენტრი" გააგრძელებს. რამ განაპირობა მისი გადაწყვეტილება და რა გეგმები აქვს პარტიას ქუთაისში? "ქუთაისიპოსტი"გთავაზობთ ინტერვიუს თემურ ცამციშვილთან: 

- რატომ მიიღეთ პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება?
- გადაწყვეტილება მივიღე რთულად, ვერ ვიტყვი რომ ეს მარტივი იყო. თუმცა, ჩემთვის იყო ზღვარი ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, მათ შორის შერჩევითი სამართალი. ვფიქრობ, რომ ის პერიოდია, როცა ყველამ თავისი საკეთებელი უნდა აკეთოს. ჩემი ფუნდამენტური ფასეულობების და შეხედულებების განხორციელება ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად წარმომიდგენია.

- ვინმესგან წამოვიდა ეს ინიციატივა, რომ პოლიტიკაში წახვიდეთ თუ თავად გაგაჩნდა მზაობა  ეს ნაბიჯი გადაგედგა?
-მე მქონდა მზაობა, მაგრამ ბუნებრივია, იყო შემოთავაზება, იმ ადამიანების მხრიდან, რომელთა სტრატეგია ქვეყნის განვითარების კუთხით, ხედვა და აზროვნება ჩემთვის მისაღებია. „ახალგაზრდული ცენტრიდან“ "ახალ პოლიტიკურ ცენტრში" მიდვივარ.

-პარტიის სტრუქტურა ქუთაისში როგორი იქნება?
- რაც შეეხება პარტიის სტრუქტურას, ცნობილი გახდება ოფისის გახსნის დღეს, სადაც პარტიის ლიდერებთან ერთად გავაკეთებთ ამ და სხვა კონკრეტულ თემებზე განმარტებას.

- ქუთაისში სად იქნება ოფისი?
- შერჩევის პროცესში ვართ.

- რამდენად ბევრი ადამიანია მსურველი, რომ პარტიის წევრი გახდეს?
- ჩემს გვერდით იქნებიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის იყვნენ ჩემს გვერდით. რაც შეეხება ახალ წევრებს ამას განაპირობებს ჩვენი მუშაობა, პარტიის ხედვები, სტრატეგია, მიდგომები და იმედი მაქვს, კიდევ უფრო მეტი ადამიანი შემოგვიერთდება.

- რა პერსპექტივები აქვს პარტიას, თუ უძღოდა გარკვეული კვლევა საზოგადოების განწყობების?
- რა თქმა უნდა შესწავლილია საზოგადოებრივი განწყობა, რომელიც ცალსახად გვეუბნება, რომ საქართველოში აუცილებელია მესამე პოლიტიკური ძალა სუფთა წარსულით და ახალი ხედვებით.

- ვინ იქნებიან თქვენი პარტიის წევრები?
- ამის შესახებ კონკრეტულად ოფისის გახსნის დღეს ვისაუბრებ.

- მიზანი რა აქვს პარტიას? პირველი ნაბიჯები რა მიმართულებით იქნება გადადგმული?
- მიზანი არის ქვეყნის ევროპული მსოფმხედველობით განვითარება, სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ქვეყნის უკიდურესი კრიზისული სიტუაციიდან გამოყვანა, რეალური დემოკრატიული ფუნდამენტური ღირებულებების დანერგვა, განხორციელების გეგმა დაიწყება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებით.

- "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობა რა ფორმა გექნებათ?
-"ნაციონალურ მოძრაობაში" ბევრი მეგობარი მყავს, ამ ეტაპზე მხოლოდ მეგობრები, დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

- საზოგადოება საკმაოდ კრიტიკულად და ნიჰილისტურად არის განწყობილი პოლიტიკური პარტიების მიმართ და როგორ აპირებთ მათ დარწმუნებას?
- ჩვენ არ ვაპირებთ მათ დარწმუნებას, ჩვენ ვაპირებთ ქმედებას, შემდეგ უკვე თავად გადაწყვეტენ ირმწუნონ თუ არა.



კულტურის სამსახურის ყოფილ უფროსს პროკურატურამ  სამახურებრივი უფლებამოსილებსი ბოროტად გამოყენების ბრალდებით 8 ატსასი ალრის ჯარიმა დააკისრა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში
16:00 / 27.02.2024
ქუთაისში "გუბერსკის ციხის" ყოფილი შენობა,  2021 წელს გაიყიდა, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია რას უპირებს გუბერნსკის ციხის ისტორიულ შენობას ახალი მფლობელი.
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს
წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს
შეტევა.
15:20 / 05.07.2023
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს შეტევა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.