ინტერვიუ
„უსულო ნაგებობები ან მექანიკური რიტუალები ვერაფრით იქნება ადამიანის სიცოცხლეზე ძვირფასი“- თეოლოგი
FaceBook

პანდემიამ შეცვალა მსოფლიო. გაჩნდა ახალი წესები და ახალი გადამრჩენელი „მცნებაც“ „დარჩი სახლში“.


მას თითქმის ყველა ემორჩილება

სამაგიეროდ არც წესებს ცვლის და „დარჩი სახლში“ მოწოდებას არ იზიარებს საქართველოს მართლმადიდებელი  ეკლესია. დიდ ხუთშაბათს ერთი კოვზიავან საზიარებლად და საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე სააღდგომო  ლიტურგიაზე დასასწრებად მორწმუნეებს ელოდება.

არის თუ არა საეკლესიო წესების ცვლა და ადამიანის სიცოცხლის  რიტუალებზე წინ დაყენება არაქრისტიანული ?

რა წერია სახარებაში?

რას გვიჩვენებს ისტორია ეკლესიების როლზე ჟამიანობის დროს?

ამ და სხვა საკითხებზე თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი გვესაუბრება.

-მახსენდება, მათეს სახარებიდან ეპიზოდი როდესაც ქრისტე შაბათ დღეს ხელგამხმარ კაცს კურნავს. მას საყვედურობენ ფარისევლები შაბათის დარღვევის გამო, ქრისტე პასუხობს: კაცის ძე შაბათის უფალია.

ანუ ყველა წესზე, რიტუალზე, ცნებაზე, იქამდე მცნებაზე მეტია ადამიანი და მისი გადარჩენის მნიშვნელობაო, ასე მესმის ეს მონაკვეთი.

თუკი სახარების ამ ეპიზოდის ასეთი გაგება ასე თუ ისე სწორია და ეკლესიაც იმ სწავლების მიმდევარია, რომლის ლიდერიც იესო ქრისტე, წესებზე წინ ადამიანს აყენებს , რატომ გახდა ასე რთული ეკლესიებში პანდემიის დროს მსახურების წესების, რიტუალების შეცვლა ან დროებით გაუქმება ადამიანების უსაფრთხოებისთვის?

- კი სწორედ ასეა, ქრისტეს ერთ-ერთ უმთავრესი კეთილუწყება სწორედ იყო, იუდაიზმში მანამდე არსებული და ჟამთა სიავისაგან გადაფარული სწავლების განახლება, რომლის მიხედვითაც ადამიანი, როგორც ხატი და მსგავსი უფლისა (დაბ. 1:26-27)., თავად არის სულიწმინდის სამყოფელი უფლის ტაძარი და ნებისმიერი რიტუალი სიცოცხლის შენარჩუნება გაფუჩქვნას უნდა ემსახურებოდეს.

ანუ უქმეების დაცვა თავისთავადი სიქველეა, მაგრამ თუ მისი დარღვევა ადამიანების დახმარებას ემსახურება, მაშინ შეიძლება წესს გადააბიჯო. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, პრობლემის გასაღები უნდა ვეძებოთ მოუმზადებლობაში, რომლითაც ზოგადად სამყარო დახვდა კორონა ვირუსს. თუმცა სახელმწიფოსგან განსხვავებით, ეკლესიას მსგავს სიტუაციაში მოქცევის გამოცდილება ცოცხალ მეხსიერებაში აღარ აქვს, ტექსტებს კიდევ მოგეხსენებათ აღავინ კითხულობს.

 

- პანდემიის პერიოდი ბევრი გამოუვლია კაცობრიობას ქართული მართლმადიდებელი ეკლესია როგორ იქცეოდა, ცვლიდა თუ არა მსახურების წესს, უთმობდა თუ არა ეკლესიის შენობას ადამიანებს სამკურნალოდ,  ერთვებოდა თუ არა მათი დახმარების პროცესებში, ქართული ეკლესიის ისტორიაში თუ არის წყაროების ამის შესახებ?

- გამომდინარე იქედან, რომ პანდემიის გამომწვევ დაავადებათა მიზეზების გამო, მაშინ კიდევ უფრო ცოტა ინფორმაცია ჰქონდათ, რაიმე სანიმუშო, უნიკალური გამოცდილება ამ მხრივ ისტორიულ წყაროებში არ შემონახულა.

რაც შეეხება ფრანგმენტებს ჟამიანობისა და ინფექციების აფეთქებებს, ეკლესია ამ ტერიტორიაზე დროებით წყვეტდა საქმიანობას და ცდილობდა სიტუაციის დაძლევაში საკუთარი წვლილი შეეტანა. მოგეხსენებათ, რომ ეპიდემიური შემოტევები წინასაუკუნეებისთვის სრულიად ტიპიური მოვლენა გახლდათ და ღრმა ფსიქოლოგიურ დაბნეულობას არ იწვევდა. ბუნებრივია ეკლესიის განკაარგულებაში მყოფი ქსენონები და სხვა სივრცეები, ასეთ დროს მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენდა.

საქართველოს ეკლესიას გვიან საუკუნეებში ასევე გააჩნდა მოწყალების დის ინსტიტუტი. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს თბილისში გავრცელებული ქოლერის დროს სახელმწიფო ეკლესიას გარკვეული შეზღუდვები დაუწესა, რომელსაც პროტესტი არ მოჰყოლია, მსგავსი დამოკიდებულება იყო ესპანური გრიპის ეპიდემიისა და 1971 ქოლერის ბოლო შემოტევის დროსაც.

 

-კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, სახარების სწავლების შუქზე, იმ კონტექსტის გათვალსიწინებით რაც ახალი აღთქმის წიგნებში წერია ,ადამიანების  სიცოცხლის  საეკლესიო  მსახურების წესსა და რიტუალზე წინ დაყენება, არის თუ არა „ქრისტეს ღალატი“?

- ის რომ ადამიანი უფრთხილდება საკუთარს და მით უმეტეს სხვების სიცოცხლეს, ქრისტეს ღალატად ვერანაირად ვერ ჩაითვლება. მთელი სახარების სულისკვეთება, სწორედ ესაა, რომ ადამიანი არ დარჩეს მარტივი აზროვნების ჩარჩოებში და გონების მიღმიერი ჭვრეთით განსაზღვროს რა დრო, რა მოიმოქმედოს.

ეკლესიის ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც ტაძარში სიარული მართლაც დიდი გმირობა იყო და მართლაც ქრისტეს გამო დევნილი ხდებოდაბ ადამიანი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან. “ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში“(ეკლ. 3,1), არის ჟამი შეკრებისა და ჟამი განშორებისა. დღეს სწორედ სოციალური დისტანციის დაცვით, არის შესაძლებელი მოყვასზე ზრუნვა. რაც მთავარია, ქრისტიანობის სწავლებით უფალთან მიახლების გზა, უპირველესად სწორედ ჩვენს გულს, სულსა და გონებაზე გადის, მხოლოდ ამ შინაგანი ფერისცვალების გამოხატულებაა ის ლიტურგიული ფორმები რომლებშიც ეკლესია სახარებისეულ საზრისებს ასახავს. ამის ნათელი დადასტურებაა, მეზვრისა და ფარისევლის შესახებ მონაკვეთი (ლუკა 18,9-14) სახარებიდან. უფრო მძაფრი მაგალითია, როდესაც ქრისტე ეუბნება მოახლოებული პასექისსას შეკრებილ ფარისევლებს, რომ დაანგრიონ ტაძარი და სამ დღეში აღადგენს მას “დახსენით ტაძარი ესე და მესამესა დღესა აღვადგინო ეგე" (იოანე 2:19)“. ის გულისხმობს საკუთარ სხეულს, რომელშიც ჩვენთვის და ჩვენი ცხოვნებისათვის ხორცნი შეისხა, თუმცა ეს შეპირისპირება უპირველეს ყოვლისა სწორედ ამ საზრისს ატარებს. უსულო ნაგებობები ან მხოლოდ მექანიკური რიტუალები ვერაფრით იქნება ადამიანის სიცოხლეზე ძვრიფასი. გილოცავთ დამდეგ აღდგომას,  რომელიც სწორედ სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების დღესასწაულია.

პანდემიამ შეცვალა მსოფლიო. გაჩნდა ახალი წესები და ახალი გადამრჩენელი მცნებაც „დარჩი სახლში“. მას თითქმის ყველა ემორჩილება

არც წესებს ცვლის და დარი სახლში მოწოვებას არ იზიარებს მართლმლმადიდებელი ეკლესია. დიდ ხუთშაბათს ერტი კოვზიავან საზიარებლად და სარამოს ცხრივან დილის 6 სატამვე სააომო ლიტურიიზე დასასწრებად მორწმუნეებს ელოდება.

მსახურების წესებში ცვლილებების შეტანა და აამაინის უსაფრთხოებისთვის ეკლესიადროებით ვახურვას

არის თუ არა საეკლესიო წესების ცვლა და ადამიანის სიცოცხლის რიტუალებზე წინ დაყენება არაქრისტიანული ? რა წერია სახარებაში? რას აჩვენბს მართლმაივებლობის ისტორია

 

 

-მახსენდება, მათეს სახარებიდან ეპიზოდი როდესაც ქრისტე შაბათ დღეს ხელგამხმარ კაცს კურნავს. მას საყვედურობენ ფარისევლები შაბათის დარღვევის გამო, ქრისტე პასუხობს: კაცის ძე შაბათის უფალია.

ანუ ყველა წესზე, რიტუალზე, ცნებაზე, იქამდე მცნებაზე მეტია ადამიანი და მისი გადარჩენის მნიშვნელობაო, ასე მესმის ეს მონაკვეთი.

თუკი სახარების ამ ეპიზოდის ასეთი გაგება ასე თუ ისე სწორია და ეკლესიაც იმ სწავლების მიმდევარია, რომლის ლიდერიც იესო ქრისტე, წესებზე წინ ადამიანს აყენებს , რატომ გახდა ასე რთული ეკლესიებში პანდემიის დროს მსახურების წესების, რიტუალების შეცვლა ან დროებით გაუქმება ადამიანების უსაფრთხოებისთვის?

- კი სწორედ ასეა, ქრისტეს ერთერთ უმთავრესი კეთილუწყება სწორედ იყო, იუდაიზმში მანამდე არსებული და ჟამთა სიავისაგან გადაფარული სწავლების განახლება, რომლის მიხედვითაც ადამიანი, როგორც ხატი და მსგავსი უფლისა (დაბ. 1:26-27)., თავად არის სულიწმინდის სამყოფელი უფლის ტაძარი და ნებისმიერი რიტუალი სიცოცხლის შენარჩუნება გაფუჩქვნას უნდა ემსახურებოდეს. ანუ უქმეების დაცვა თავისთავადი სიქველეა, მაგრამ თუ მისი დარღვევა ადაიანების დახმარებას ემსახურება, მაშინ შეიძლება წესს გადააბიჯო. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, პრობლემის გასაღები უნდა ვეძებოთ მოუმზადებლობაში, რომლითაც ზოგადად სამყარო დახვდა კორონა ვირუსს. თუმცა სახელმწიფოსგან განსხვავებით, ეკლესიას მსგავს სიტუაციაში მოქცევის გამოცდილება ცოცხალ მეხსიერებაში აღარ აქვს, ტექსტებს კიდევ მოგეხსენებათ აღავინ კითხულობს.

 

- პანდემიის პერიოდი ბევრი გამოუვლია კაცობრიობას ქართული მართლმადიდებელი ეკლესია როგორ იქცეოდა, ცვლიდა თუ არა მსახურების წესს, უთმობდა თუ არა ეკლესიის შენობას ადამიანებს სამკურნალოდ, ერთვებოდა თუ არა მათი დახმარების პროცესებში, ქართული ეკლესიის ისტორიაში თუ არის წყაროების ამის შესახებ?

- გამომდინარე იქედან, რომ პანდემიის გამომწვევ დაავადებათა მიზეზების გამო, მაშინ კიდევ უფრო ცოტა ინფორმაცია ჰქონდათ, რაიმე სანიმუშო, უნიკალური გამოცდილება ამ მხრივ ისტორიულ წყაროებში არ შემონახულა. რაც შეეხება ფრანგმენტებს ჟამიანობისა და ინფექციების აფეთქებებს, ეკლესია ამ ტერიტორიაზე დროებით წყვეტდა საქმიანობას და ცდილობდა სიტუაციის დაძლევაში საკუთარი წვლილი შეეტანა. მოგეხსენებათ, რომ ეპიდემიური შემოტევები წინასაუკუნეებისთვის სრულიად ტიპიური მოვლენა გახლდათ და ღრმა ფსიქოლოგიურ დაბნეულობას არ იწვევდა. ბუნებრივია ეკლესიის განკაარგულებაში მყოფი ქსენონები და სხვა სივრცეები, ასეთ დროს მნიშვნელოვან რესურს წარმოადგენდა. საქართველოს ეკლესიას გვიან საუკუნეებში ასევე გააჩნდა მოწყალების დის ინსტიტუტი. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს თბილისში გავრცელებული ქოლერის დროს სახელმწიფო ეკლესიას გარკვეული შეზღუდვები დაუწესა, რომელსაც პროტესტი არ მოჰყოლია, მსგავსი დამოკიდებულება იყო ესპანური გრიპის ეპიდემიისა და 1971 ქოლერის ბოლო შემოტევის დროსაც.

 

-კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, სახარების სწავლების შუქზე, იმ კონტექსტის გათვალსიწინებით რაც ახალი აღთქმის წიგნებში წერია ,ადამიანების სიცოცხლის საეკლესიო მსახურების წესსა და რიტუალზე წინ დაყენება, არის თუ არა „ქრისტეს ღალატი“?

- ის რომ ადამიანი უფრთხილდება საკუთარს და მით უმეტეს სხვების სიცოცხლეს, ქრისტეს ღალატად ვერანაირად ვერ ჩაითვლება. მთელი სახარების სულისკვეთება, სწორედ ესაა, რომ ადამიანი არ დარჩეს მარტივი აზროვნების ჩარჩოებში და გონების მიღმიერი ჭვრეთით განსაზღვროს რა დრო, რა მოიმოქმედოს. ეკლესიის ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც ტაძარში სიარული მართლაც დიდი გმირობა იყო და მართლაც ქრისტეს გამო დევნილი ხდებოდაბ ადამიანი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან. “ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში“(ეკლ. 3,1), არის ჟამი შეკრებისა და ჟამი განშორებისა. დღეს სწორედ სოციალური დისტანციის დაცვით, არის შესაძლებელი მოყვასზე ზრუნვა. რაც მთავარია, ქრისტიანობის სწავლებით უფალთან მიახლების გზა, უპირველესად სწორედ ჩვენს გულს, სულსა და გონებაზე გადის, მხოლოდ ამ შინაგანი ფერისცვალების გამოხატულებაა ის ლიტურგიული ფორმები რომლებშიც ეკლესია სახარებისეულ საზრისებს ასახავს. ამის ნათელი დადასტურებაა, მეზვრისა და ფარისევლის შესახებ მონაკვეთი (ლუკა 18,9-14) სახარებიდან. უფრო მძაფრი მაგალითია, როდესაც ქრისტე ეუბნება მოახლოებული პასექისსას შეკრებილ ფარისევლებს, რომ დააგრიონ ტაძარი და სამ დღეში აღადგენს მას “დახსენით ტაძარი ესე და მესამესა დღესა აღვადგინო ეგე" (იოანე 2:19)“. ის გულისხმობს საკუთარ სხეულის, რომელშიც ჩვენთვის და ჩვენი ცხოვნებისათვის ხორცნი შეისხნა, თუმცა ეს შეპირისპირება უპირველეყოვლისა სწორედ ამ საზრისის ატარებს. უსულო ნაგებობები ან მხოლოდ მექანიკური რიტუალები ვერაფრით იქნება ადამიანის სიცოხლეზე ძვრიფასი. გილოცავთ დამდეგ აღდგომას, რომელიც სწორედ სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების დღესასწაულია.

Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით,
დღეს არის შესაძლებლობა, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაცია არამხოლოდ
ჰოსპიტალურ დაწესებულებებში,
14:02 / 30.07.2021
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს არის შესაძლებლობა, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაცია არამხოლოდ ჰოსპიტალურ დაწესებულებებში,
ხვალ, ქვეყანაში
13:37 / 30.07.2021
ხვალ, ქვეყანაში "ფაიზერის" 168 000 დოზა შემოვა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.