ინტერვიუ
ბაია პატარაია - პოსტსაბჭოთა საქართველოში სექსი კვლავ მორალთან შეუსაბამო ქცევად აღიქმება
FaceBook
სიყვარული არ გვათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან და ღირებულებებისგან, პირიქით.

რამდენად მნიშვნელოვანია სქესობრივი განათლების სწავლება? არის თუ არა სექსუალური განათლების ნაკლებობა ოჯახური დრამების და კერძოდ ქალის დისკრიმინაციისა და შეურაცხყოფის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საქართველოში? რამდენად იქცა სქესობრივი გაუნათლებლობა
-დაიტოვებს-ვინ/" target="_blank"> ხოჯავა-ჟორჟოლიანის ოჯახური ტრაგედიის მიზეზი? რატომ ვერ აეხსნა ამ დრომდე სექსს ტაბუ და რატომ გვეშინია მისი?  ამ საკითხებზე "ქუთაისიპოსტს" ესაუბრება ადამიანის უფლებათა სამართლის სპეციალისტი, ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი, ბაია პატარაია: 
- მარიამ ხოჯავას ტრაგედიის ერთ-ერთი მიზეზი, პატრიარქალური ტრადიციების სასტიკ კანონებთან ერთად, ალბათ საზოგადოებაში სქესობრივი განათლების არარსებობაც არის. რატომ ეწინააღმდეგება საზოგადოების დიდი ნაწილი სექსის საკითხის, როგორც განათლების ნაწილად ქცევას და სექსუალური განათლების იგივე სკოლებში დანერგვას?

- ჩვენ პოსტ-საბჭოთა ქვეყანა ვართ. საბჭოთა კავშირში სექსი არ არისო - ამბობდნენ. დღემდე ეს ინერცია მოგვყვება და სექსს იმორალობასთან ვაიგივებთ. და რადგან სექსი იმორალობა გვგონია, არ გვინდა მისი სკოლებში სწავლება. ამასთან ნუ დაგვავიწყდება, რომ სქესობრივ განათლებას, რეპროდუქციისა და ოჯახის დაგეგმვის სწავლებას საპატრიარქო ღიად ეწინააღმდეგება. განათლების სამინისტროში ყოველთვის შესანიშნავად ესმოდათ ამ საკითხების სწავლების მნიშვნელობა და აუცილებლობა, მაგრამ ჯერ არც ერთ მთავრობას არ აღმოაჩნდა გამბედაობა და პოლიტიკური ნება დაუპირისპირდეს, ერთი მხრივ, საპატრიარქოს და  მეორე მხრივ, საზოგადოებაში გაბატონებულ მცდარ დამოკიდებულებას.
სამწუხაროდ, მარიამის ტრაგედიაშიც უდიდესი როლი გაუნათლებლობამ ითამაშა. ქალწულობაზე არსებობს გარკვეული მითები და როცა ეს მითები არ რეალიზდება, ზოგი კაცი ძალადობას მიმართავს. ხშირად ისეც ხდება, რომ გოგონა ქალწულია, მაგრამ კაცი ამას ვერ ხვდება. უნდა ითქვას, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია ზუსტად იმის გამოცნობა გოგონა ქალწულია თუ არა. ცალკე თემაა, თუ რა საჭიროა ამის გამოცნობა, ან რატომ უდრის საქალწულე აპკი პატიოსნებას ან სექსუალური გამოცდილების არქონას?!
- კიდევ უფრო რომ დავაზუსტოთ - რატომ ვერ მოეხსნა ტაბუ ამდენ ხანს სექსის თემას და რატომ გვეშინია ასე სექსის?
- წინა კითხვაში ნაწილობრივ ავხსენით კიდეც სექსის უარყოფა, როგორც მორალთან შეუსაბამო ქცევისა. თუმცა უნდა დავაზუსტოთ, რომ სექსი ყველას არ ეკრძალება ჩვენს კულტურაში. სექსი არ ეკრძალებათ კაცებს: 12-13 წლის ბიჭები სექს-მუშაკებთან მიჰყავთ მამებს და ბიძებს, აიძულებენ ბავშვებს სექსუალური გამოცდილება მიიღონ მათთვის უცხო და უფროს ადამიანებთან, რაც გამოუსწორებელ დამღას ტოვებს კაცების ფსიქიკაზე და რა გასაკვირია, რომ ამის მერე სექსს იმორალობად აღიქვამდეს ბევრი მათგანი. ქალებს კი პირიქით, უკრძალავენ ქორწინების გარეშე სექსს, ქმარი უნდა იყოს ქალის პირველი და ბოლო სექსუალური პარტნიორი. არავის აინტერესებს ქალები კმაყოფილები არიან თუ არა საკუთარი სექსუალური ცხოვრებით. ყველას ხომ არ უმართლებს? რა შანსია, რომ ის პირველი მამაკაცი იყოს ქალისთვის იდეალური სექსუალური პარტნიორი? ამიტომ ზოგჯერ ქალებისთვისაც სექსი არა მარტო აკრძალული და თავიდანვე შეძულებული, არამედ არასასურველიც კია.
- ხომ არ უნდა გახდეს ერთ-ერთი მოთხოვნა, თუნდაც ქალთა მოძრაობის მხრიდან, რომ განათლების სამინისტრომ დაიწყოს პროგრამებზე მუშაობა, რომელიც სკოლებში სექსუალური განათლების სწავლებას დაამკვიდრებს?
- ქალთა მოძრაობა კი არა ყველა მოაზროვნე ადამიანი უნდა ხვდებოდეს სექსუალური განათლების საჭიროებას. თუ სკოლაში არ მივაწოდებთ ასაკისთვის შესაბამის ინფორმაციას ბავშვებს, მაშინ სად მიიღებენ ისინი ამ ძალიან საჭირო ცოდნას? ოჯახში? არა მგონია ჩვენს ოჯახებში მშობლები შვილებს სექსზე ესაუბრებოდნენ. როგორ გავიგეთ ჩვენ სექსის შესახებ? მე ჩემი თანაკლასელებისგან და ამხანაგებისგან გავიგე. გული მისკდება, რომ მახსენდება რა საშინელებებს და მითებს ყვებოდნენ ბავშვები ერთმანეთში. ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია სექსი, მათთვისაც კი, ვინც სექსზე უარს ამბობს. ადამიანის სექსუალური ცხოვრება და რეალიზება დიდწილად განსაზღვრავს მის ხასიათს, თვითშეფასებას, თვითაღქმას. ჩვენ კი საბურველით და სიბნელით ვმოსავთ ამ უმნიშვნელოვანეს თემას. განა შეიძლება უცოდინრობა სასიკეთო იყოს?!
- ისევ ხოჯავა-ჟორჟოლიანის დრამას რომ დავუბრუნდეთ, რატომ არის არეული ასე სერიოზულად ღირებულებები? გაუპატიურება "ნაკლები" დანაშაულია, არაქალიშვილობა კი მომაკვდინებელი ცოდვა, ცემა და ძალადობა გამართლებულია, ხოლო ნაცემი და გაუპატიურებული მსხვერპლის მხარდაჭერა "ათლარიანი ბოზობა"? ვინ ან რა ადგენს დანაშაულთა თუ ღირებულებათა ასეთ იერარქიას?
- რა თქმა უნდა ძალადობა "არაქალიშვილობით" არ მართლდება. მე არ მგონია, რომ საღად მოაზროვნე ადამიანი ამართლებდეს ადამიანის ცემას და წამებას თუნდაც ის, თავს მოტყუებულად გრძნობდეს. სინამდვილეში, ჟორჟოლიანების ოჯახს ეშინია იმ მკაცრი სასჯელის, რასაც მოძალადე კანონის მიხედვით იმსახურებს და ცდილობს ყველანაირად გაამართლოს და პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს ის. საკვირველი ის არის, რომ ამ ხალხს აბსოლუტურად არ აქვს თანაგანცდა დაზარალებული გოგონას მიმართ. ისინი აგრესიით გამოირჩევიან არა მარტო ხოჯავების, არამედ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მარიამს თანაუგრძნობს. ეს არ არის საკუთარი ოჯახის წევრის სიყვარული. სიყვარული არ გვათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან და ღირებულებებისგან, პირიქით.

ეკა კუხალაშვილი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში
16:00 / 27.02.2024
ქუთაისში "გუბერსკის ციხის" ყოფილი შენობა,  2021 წელს გაიყიდა, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია რას უპირებს გუბერნსკის ციხის ისტორიულ შენობას ახალი მფლობელი.
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს
წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს
შეტევა.
15:20 / 05.07.2023
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს შეტევა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.