პოლიტიკა
"მისმენენ" - აქციის გასამართად მისულ გოგი წულაიას ადგილზე მერიის წარმომადგენელი დახვდა
FaceBook
ქუთაისში, გორას დასახლებაში, ამორტიზებული გზის გასაპროტესტებლად მისულ გოგი წულაიას, მოსახლეობასთან შეხვედრა მერიის წარმომადგენელმა დაასწრო.

პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილის, გოგი წულაიას თქმით, მის სატელეფონო ზარებს უსმენენ, სწორედ ამიტომ იყო ადგილზე მისული მერიის წარმომადგენელი.

"მისმენენ, როცა ტელეფონით ვესაუბრები ხალხს. ეს პირველი ფაქტი არაა და თუ შეუძლიათ უცებ პრობლემის მოგვარება, მასწრებენ ხოლმე", - ამბობს გოგი წულაია, რომელმაც მიქელაძე-მეველეს ქუჩაზე ამორტიზებული გზა მაინც გააპროტესტა.

"წლებია გზა არ გვაქვს და ვითხოვთ, გაგვიკეთონ. ბავშვები სკოლაში ვერ მიდიოდნენ, სულ ტალახში ამოთხვრილები იყვნენ. ჩვენი სახსრებით თანხა ავკრიბეთ და მოკლე მონაკვეთზე ხრეში დავყარეთ. გზის კუთხემდე კალოშებით დავდივართ", - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ლუბა ტუკვაძე.



მოსახლეობას აღნიშნული პრობლემის მოგვარებას ადგილზე მისული მერიის წარმომადგენელი, ზაზა ჭელიძე  დაჰპირდა. მისი თქმით,  გზის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა. და გზის საფარის მოსაწესრიგებლად, ბიუჯეტში 122 950 ლარია გათვალისწინებული.


ამავე თემაზე:

პერფომანსის მოსაწყობად მისულ წულაიას ორმო ამოვსებული დახვდა

FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის #2 ციხეში  პატიმარი
51 დღეა  პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
14:23 / 20.11.2019
ქუთაისის #2 ციხეში  პატიმარი 51 დღეა  პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
ივნისის აქციებზე სამოქალაქო
საზოგადოების მთავარი მონაპოვარის – პროპორციული საარჩევნო სისტემის
 საპარლამენტო განხილვაზე ჩავარდნის შემდეგ, ოპოზიციამ გამოსავლის ძებნა დაიწყო.
13:00 / 20.11.2019

ივნისის აქციებზე სამოქალაქო საზოგადოების მთავარი მონაპოვარის – პროპორციული საარჩევნო სისტემის  საპარლამენტო განხილვაზე ჩავარდნის შემდეგ, ოპოზიციამ გამოსავლის ძებნა დაიწყო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
ქუთაისის #2 ციხეში  პატიმარი 51 დღეა  პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
მესხიშვილის თეატრში წლის ბოლომდე ორ ახალ სპექტაკლს წარმოადგენენ.
ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი 39 წლის ასაკში, დღეს ნიუ-იორკში, საცხოვრებელ სახლში გარდაიცვალა.
ქუთაისში, პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციამ მერიის წინ გადაინაცვლა.
მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში ქუთაისის არქტიტექტურული სტილი რადიკალურ ცვლილებას განიცდის.
ჭიათურის მუნიციპალიტეტ სოფელ შუქრუთში მოსახლეობამ მაღაროების პიკეტირება დროებით შეწყვიტა.
არასამთავრობო ორგანიზაციები მათ მიერ გაკეთებულ საგანგებო განცხადებაში ხელისუფლებას მოუწოდენენ აწარმოოს კონსტრუქციული დიალოგი ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან და მათი ჩართულობით დაიწყოს მუშაობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად.
პოლიციამ 1980 წელს დაბადებული გ.ხ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დააკავეს.