გადაცემები
როგორ (არ)ვიცავთ კულტურულ მემკვიდრეობას - "ოქროს ჩარდახის" საკამათო პროექტი (გადაცემა)
FaceBook
„ოქროს ჩარდახის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ქუთაისის მერიის მიერ ტენდერის თავიდან გამოცხადების პარალელურად, რეკონსტრუქციის პროექტზე კვლავ უამრავი კითხვა რჩება.

უნდა შეასრულოს თუ არა სამუშაოები სამშენებლო კომპანიამ არსებული, საკამათო პროექტის მიხედვით და გათვალისწინებულია თუ არა ის რისკები ახალ ტენდერში, რამაც გამოიწვია წინა კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტა - ეს იმ კითხვების არასრული ჩამონათვალია, რაც საინიციატივო ჯგუფ “ოქროს ჩარდახის” წევრებს ადგილობრივ თვითმმართველობის მისამართით აქვთ.

როგორ მიდის ძეგლის რესტავრაციის პროცესი, რა შენიშვნები გააჩნია საინიციატივო ჯგუფს და როგორ თანამშრომლობს მერია მასთან - ესეაა თემები, რომლებზეც გადაცემის სტუმართან , მოძრაობის ერთ-ერთ დამფუძნებელთან ფოკი ფაჩულიასთან ერთად ვისაუბრებთ.

„ოქროს ჩარდახის“ სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაახლოებით ერთი თვეა, შეჩერებულია. მერიამ სამშენებლო კომპანია „ივერთმშენს“ ვადებისა და აღებული პასუხისმგებლობის შეუსრულებლობის გამო, 9 ივნისს, ჯერ ხელშეკრულება შეუწყვიტა, შემდეგ კი - დააჯარიმა. საპასუხოდ, კომპანიის დირექტორმა ედიშერ ჯანჯულიამ სასამართლოში იჩივლა.

„ოქროს ჩარდახის“ რეკონტრუქცია მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. მალევე, სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით, საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც 100-მდე სხვადასხვა პროფესიის ადამიანს აერთიანებს. ისინი სამუშაოების მანამ შეჩერებას ითხოვენ, სანამ ძეგლის ავთენტურობის შენარჩუნებისა და რესტავრაციის ზუსტი მეთოდიკის საკითხები არ დაზუსტდება.

Print