სოფლის მეურნეობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ ჯერ კიდევ კარგად აუთვისებელი შესაძლებლობაა.
რა მიმართულებით იხარჯება ევროპული ფინანსური დახმარება და რა შესაძლებლობები გაჩნდა ქართველი ფერმერებისათვის - ეს არის თემები, რომელზეც გადაცემის სტუმრებმა რამაზ ჭიჭინაძემ (ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი) და გივი ჩუბინუიძემ ( „მეღვინეობა საზანოს“ ხელმძღვანელი) ისაუბრეს:
ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ (DCFTA) საქართველოს მის წევრ სახელმწიფოებთან კომერციული ურთიერთობის კუთხით ფართო არჩევანს სთავაზობს.
მასალის გამოყენების პირობები