პოლიტიკა
ხონისა და ვანის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის სავარაუდო კანდიდატები
FaceBook
ხონისა და ვანის გაერთიანებულ ოლქში, სადაც შუალედური არჩევნები მიმდინარე წლის 28 აპრილს გაიმართება, არჩევნებში მონაწილე სავარაუდო კანდიდატები უკვე განიხილებიან.
ჯერ-ჯერობით, კანდიდატურა ოფიციალურად მხოლოდ "ევროპულმა საქართველომ" დაასახელა. 4 თებერვალს გამართული პარტიის ყრილობაზე, მისმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცახადა, რომ ხონისა და ვანის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის თავად იბრძოლებს.

კანდიდატზე შეთანხმებული არიან "ნაციონალურ მოძრაობაში", თუმცა, ამბობენ, რომ ოფიციალურად მისი წარდგენა რამდენიმე დღეში მოხდება. 

შუალედურ არჩევნებში ოლქის მაჟორიტარობის სურვილი გამოთქვა მე-8 მოწვევის პარლამენტში "ქართული ოცნების" ვანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით ლორთქიფანიძემ,  თუმცა, მმართველი პარტიის პოზიცია მის კანდიდატურასთან დაკავშირებით უცნობია.

"თავისუფალ საქართველოში" ჯერ არ იციან ეყოლებათ თუ არა საკუთარი კანდიდატი შუალედურ არჩევნებში. პარტიის იმერეთის ორგანიზაციაში ამბობენ, რომ , შესაძლოა, რამდენიმე ოპოზიციური პარტია ერთ კანდიდატზე შეთანხმდეს. თუ შეთანხმება ვერ მოხდა, პარტია ამის შემდეგ შეარჩევს კანდიდატს.

ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ლულიაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ  დაინიშნა.

ცესკოს ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესი 60 საარჩევნო უბანზე გაიმართება,  სადაც ჯამში  48 054 ამომრჩეველია რეგისტრირებული.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მაჟორიტრაობის კანდიდატად
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ოფიციალურად ამომრჩევლებს წყალტუბოში,
მისმა პირველმა მასწავლებელმა წარუდგინა.
20:38 / 22.10.2020
წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მაჟორიტრაობის კანდიდატად ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ოფიციალურად ამომრჩევლებს წყალტუბოში, მისმა პირველმა მასწავლებელმა წარუდგინა.
ვინ არიან ქუთაისის მაჟორიტარობის
კანდიდატები და რას პირდებიან ისინი ამომრჩევლებს? - ეს არის
კითხვები, რომელზეც პასუხებს მოისმენთ გადაცემაში
12:29 / 22.10.2020
ვინ არიან ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატები და რას პირდებიან ისინი ამომრჩევლებს? - ეს არის კითხვები, რომელზეც პასუხებს მოისმენთ გადაცემაში "არჩევნები 2020".
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.