ფოტო
ქალები თვითმმართველობაში: გენდერული ბალანსი დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში (ინფოგრაფიკა)
ქალები თვითმმართველობაში: გენდერული ბალანსი დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში (ინფოგრაფიკა)
09:35 / 05.09.2015
ქალი საკრებულოს თავმჯდომარე მხოლოდ ორ მუნიციპალიტეტს, ონისა და ხარაგაულის საკრებულოებს ჰყავს.
ხონი დღეს (ფოტო)
ხონი დღეს (ფოტო)
00:42 / 20.08.2015
ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ცხენისწყლის ნაპირას.
ხონის ტერიტორიაზე ნაპოვნია გვიან ბრიჯაოს ხანის ნამოსახლარი, თუმცა აქ მუდმივი დასახლება ფეოდალურ ხანაში აღმოცენდა. დასახლება ხონის ეკლესიის გარშენო გაჩნდა. ეკლესია დიდი ზომის ბაზილიკური, სამნავიანი, უგუმბათო ნაგებობაა. მისი აშენების თარიღად VIII საუკუნე ითვლება. 1529 წელს ხონი გახდა საეპისკოპოსო ცენტრი, რამაც ხელი შეუწყო მის ტერიტორიულ ზრდასა და სამეურნეო-ეკონომიკურ აღმასვლას. ხონში ნაპოვნია "კოლხური თეთრის" 1270 მონეტა, ასევე ბიზანტიური და თურქული მონეტები. XVIII ს-ში ხონი წარმოადგენდა მნიშვნელოვან სავაჭრო პუნქტს.
რუსეთის მიერ იმერეთის სამეფოს დაპყრობისა და რუსული მმართველობის პერიოდში ხონი გახდა ვაკის მაზრის ცენტრი. 1846 წლიდან ქუთაისის გუბერნიის შექმნის შემდეგ ხონი ქუთაისის მაზრაში შედიოდა. 70–იანი წლიდან იგი იყო საპოლიციო უბნის ცენტრი.
ხონი განსაკუთრებით განვითარდა XIX საუკუნეში. 20-30 იან წლებში ის უკვე მჭიდროდ დასახლებული პუნქტი იყო. 50- იან წლებში აქ გაიხსნა თამბაქოს ბაზრობა. 1865 წელს ხონში პირველი თეატრალური წარმოდგენა გაიმართა. 1907 წელს ჩამოყალიბდა თეატრალური დასი. ხონში ჩამოყალიბდა პირველი სასულე ორკესტრი საქართველოში 1890 წელს. XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან დაბა ხონი ქუთაისის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო და სამრეწველო ცენტრი იყო იმერეთში. პარასკეობით იმართებოდა დიდი ბაზრობა. გამართული იყო წყლის ძრავაზე მოქმედი ხე-ტყის და საფეიქრო ფაბრიკები, მოქმედებდა აგურ-კრამიტის ქარხანა, აღმავალი გზით ვითარდებოდა მეაბრეშუმეობა. ხონი იყო საქართველოში აბრეშუმის ძაფისა და ნართის დამზადების უმსხვილესი ცენტრი. ხონი ქალაქად გამოცხადდა 1921 წელს. 1936-1989 წლებში წულუკიძე ერქვა.
ისტორიული ნაგებობებიდან შემორჩენილია წმინდა გიორგის ეკლესია (VIII-IX საუკუნეები) და სამასწავლებლო სემინარია (1881 წ.)

როგორ გამოიყურება ხონი დღეს, ნახეთ ფოტო:



სამტრედია დღეს (ფოტო)
სამტრედია დღეს  (ფოტო)
12:08 / 14.08.2015
სამტრედიის მუნიციპალიტეტი 15 ადმინისტრაციულ ერთეულს აერთიანებს, რომელშიც 47 სოფელი შედის.
როგორ გრილდება მსხვილფეხა პირუტყვი ამბროლაურის ცენტრალურ უბანში (ფოტო)
როგორ გრილდება მსხვილფეხა პირუტყვი ამბროლაურის ცენტრალურ უბანში (ფოტო)
13:20 / 11.08.2015
ქალაქ ამბროლაურის ცენტრში არსებულ შადრევანში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გრილდება.
დაბინძურებული ტერიტორია ქუთაისში სახელმწიფო უწყებებთან (ფოტო)
დაბინძურებული ტერიტორია ქუთაისში სახელმწიფო უწყებებთან (ფოტო)
12:48 / 30.07.2015
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში მდებარე სახელმწიფო უწყებებთან ტერიტორია დანაგვიანებულია.

რის გამო ქორწინდებიან საქართველოში (ინფოგრაფიკა)
რის გამო ქორწინდებიან საქართველოში (ინფოგრაფიკა)
00:54 / 29.07.2015
რას ანიჭებენ უპირატესობას ოჯახის შექმნის დროს ქალები და მამაკაცები.
More Articles...

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.