ფოტო
გარევაჭრობა ტყიბულში (ფოტო)
FaceBook
გარევაჭრობა წლებია მოუგვარებელ პრობლემად რჩება ტყიბულის მუნიციპალიტეტეშიც.  გარემოვაჭრეები ჩვენთან  საუბარში განმარტავენ, რომ ქუჩაში დგომა მათი თვითმიზანი არაა და აქამდე უკიდურესმა გაჭირვებამ მიიყვანათ.



"დიაბეტით ვარ დაავადებული და წამლების ფულად არ მყოფნის ჩემი პენსია. ბაზარზე თუ რამეს გამოვიტან, სადაც უფრო კარგად გამეყიდება სოფლიდან ამოტანილი ჭირნახული, იქ გავყიდი, ჩემმა კლიენტებმა უკვე იციან რომ აქ ვზივარ და მარტივად მაგნებენ. აქ თუ გამაჩერებენ, კარგია", -  ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე ირინა სოფრომაძე.



"თუ საჭირო გახდება და ყველა შევა ბაზარში, მეც შევალ. გადასახადი შიგნიც და გარეთაც ერთნაირია, მაგრამ აქ იმიტომ ვდგავარ, რომ ჩემმა კლიენტებმა უკვე იციან რომ ყოველ პარასკევს ამოვდივარ და აქ იყიდიან სოფლის ყველს და მწვანილს იაფად", - ამბობს  გარემოვაჭრე ელენე ხაჭაპურიძე.




ტყიბულის  მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე ტყიბულში გარევაჭრობის აკრძალვა არ იგეგმება. 

"უწესრიგობის შემთხვევაში ზედამხედველობის სამსახური ხშირად აფრთხილებს გარემოვაჭრეებს, თუმცა ჯერ-ჯერობით რაიმე სახის სანქციის გატარებას მუნიციპალიტეტი არ გეგმავს", - განმტავენ  მუნიციპალიტეტში. 





თეონა ჯანელიძე

Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები

2020 საპარლამენტო არჩევნებზე ქუთაისში რეგისტრირებულ 156 257
ამომრჩეველს ბევრ ნაცნობ წესსა და
პროცედურასთან ერთად, ახალი, „პანდემიური“ წესების დაცვაც
მოუხდათ.
16:18 / 01.11.2020
2020 საპარლამენტო არჩევნებზე ქუთაისში რეგისტრირებულ 156 257 ამომრჩეველს ბევრ ნაცნობ წესსა და პროცედურასთან ერთად, ახალი, „პანდემიური“ წესების დაცვაც მოუხდათ.

ქუთაისში, საერთაშორისო
საუნივერსიტეტო კომპლექსის  რამდენიმე
კორპუსის მშენებლობა  თითქმის დასრულებულია.
17:39 / 12.08.2020
ქუთაისში, საერთაშორისო საუნივერსიტეტო კომპლექსის  რამდენიმე კორპუსის მშენებლობა  თითქმის დასრულებულია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.