ფოტო
ქუთაისში გაზონებზე ძროხები ბალახობენ (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მსხვილფეხა პირუტყვი გაზონებზე ბალახობს. 

ბოლო 5 თვეში ქალაქში 100–ზე მეტი მსხვილფეხა პირუტყვი დააკავეს. ქალაქის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ მყოფი საქონლის დაკავებას და შემდგომში მათ საჯარიმო სადგომებზე გადაყვანას მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ააიპ "სპეციალური სერვისები" ახორციელებს. 

უმეთვალყურეოდ დარჩენილი პირუტყვის დაკავება ადმინისტრაციული სამართალდაღვევათა კოდექსის 148–ე მუხლით არის განსაზღვრული, რაც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევას ითვალისწინებს. 

ქალაქის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში მეპატრონე ჯარიმდება 20 ლარით, ხოლო ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე ყოფნის შემთხვევაში - 50 ლარით.

ნიკეას გამზირზე გადაღებული ფოტო "ქუთაისიპოსტს" მოქალაქემ მიაწოდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში ძლიერ ყინვასთან ერთად ქალაქის სხვადასხვა ადგილას არსებული
შადრევნები ნახევრად გაყინულია. 
12:56 / 12.02.2020
ქუთაისში ძლიერ ყინვასთან ერთად ქალაქის სხვადასხვა ადგილას არსებული შადრევნები ნახევრად გაყინულია. 
ქუთაისის თოჯინების თეატრში
სარემონტო სამუშაოები დასრულდა.
14:40 / 14.01.2020
ქუთაისის თოჯინების თეატრში სარემონტო სამუშაოები დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.