ფოტო
ქუთაისში ცხრა სართულიანი კორპუსიდან ძლიერმა ქარმა წყლის ავზი გადმოაგდო (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში ცხრა სართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან ძლიერმა ქარმა წყლის ავზი გადმოაგდო.

ის კორპუსთან მდებარე ეზოში ჩავარდა.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, ბუხაიძის ქუჩაზე მოხდა.

ადგილობრივების განმარტებით, იმ დროისთვის ეზოში არავინ იმყოფებოდა.

"სადაც ბაკი ჩამოვარდა, ის ტერიტორია, აქ მცოხვრებ ოჯახებს ეკუთვნით. სულ ფუსფუსებს ვიღაც ამ ადგილზე, მაგრამ დღეს, საბედნიეროდ, არვინ არ იყო," - განმარტავენ ადგილობრივები.

ქუთაისში უკვე მესამე დღეა ძლიერი ქარია. სტიქიამ საცხოვრებელ სახლი დააზიანა, მრავალსართულიან კორპუსს სახურავი გადახადა. ასევე, წერეთლის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მშენებარე ტაძრიდან გადმოვარდნილმა ფიცარმა, ახალგაზრდა ქალს დაზიანებები მიაყენა. ის ამ დროისთვის ცენტრალურ საავადმყოფოში სპონტანურ სუნთვაზე იმყოფება.

ძლიერი ქარის შედეგებზე ქუთაისიპოსტმა ფოტორეპორტაჟი მოამზადა.

ნახეთ ფოტოები სრულად.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში ძლიერ ყინვასთან ერთად ქალაქის სხვადასხვა ადგილას არსებული
შადრევნები ნახევრად გაყინულია. 
12:56 / 12.02.2020
ქუთაისში ძლიერ ყინვასთან ერთად ქალაქის სხვადასხვა ადგილას არსებული შადრევნები ნახევრად გაყინულია. 
ქუთაისის თოჯინების თეატრში
სარემონტო სამუშაოები დასრულდა.
14:40 / 14.01.2020
ქუთაისის თოჯინების თეატრში სარემონტო სამუშაოები დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.