ფოტო
სიმწვანეში ჩაძირული მემკვიდრეობა (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში მიტოვებული შენობა საუკუნეს ითვლის.

იგი მე-19-მე-20 საუკუნის მიჯნაზე აიგო და კერძო პირის, გრიგოლ გველესიანის სახლს წარმოადგენდა.

შენობის მესაკუთრე ქუთაისში ისტორიული მუზეუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდათ. სახლიც პერიოდულად მუზეუმის ფუნქციას იძენდა და გამოფენები ეწყობოდა.

მოგვიანებით, შენობას ტუბერკულოზის სამკურნალო დაწესებულების ფუნქცია მიანიჭეს, ბოლოს ონკოლოგიური საავადმყოფო იყო განთავსებული. დღეის მდგომარეობით ნაგებობა ნახევრად დანგრეულია.

შენობაში შემორჩენილი იყო უნიკალური ბუხარი, რომელსაც პირვანდელი სახე დაკარგული აქვს.

ყოფილი ონკოლოგიური საავადმყოფოს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია. 





ფოტორეპორტაჟი ნახეთ აქ.
Print