ფოტო
დაიცავი შენი წილი მიწა - ფართომასშტაბიანი აქცია ნამახვანჰესის წინააღმდეგ (ფოტო)
FaceBook
"დაიცავი შენი წილი მიწა" - ქუთაისში ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა.

რიონის ხეობაში გიგანტური ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ ეს რიგით მეორე საპროტესტო აქციაა, რომელიც ქუთაისში გაიმართა.

"თავიდან ვიდექით ხუთი ადამიანი. Ახლა ვდგავართ ათასობით იმიტომ, რომ სიმართლე არის ჩვენს მხარეს. Სიმართლით აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიიატორმა ვარლამ გოლეთიანმა.

ხეობის მცველებს მხარდაჭერა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა ადამიანებმა გამოუცხადეს.

მათ მთავარ მოთხოვნას, რომელიც ჰესების მშენებლობის შეწყვეტას გულისხმობს, კიდევ ერთი მოთხოვნა - ეკონომიკის მინისტრის გადადგომაც დაემატა.

„მკაფიოდ ვაცხადებთ, ნუ ითამაშებენ ადამიანების ნერვებზე! ყველაფერს აქვს საზღვარი, ჩვენ ვცდილობთ ყველაფერი იყოს მშვიდობიანი ფორმით, მაგრამ თუ ისინი შეეცდებიან არ გაითვალისწინებენ ქართველი ხალხის ნებას, ჩვენ მოგვიწევს ხელის შეშლა მათთვის. თუკი ვინმე დააპირებს ხვალ ტრაქტორი დაქოქოს, რომელიც ჩვენთვის ტანკია, გადავუდგებით წინ", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

რიონის ხეობის "მცველები" და მათი მხარდამჭერები ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტის 141-ე ღამეს ქუთაისის ცენტრში გაათევენ.
ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციამ ქუთაისიდან შესაძლოა თბილისში გადაინცვლოს.

რიონის ხეობის "მცველების" განცხადებით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუკი მთავრობა მათ მოთხოვნას - ეკონომიკის მინისტრის ნათია თურანავას გადადგომას და ტერიტორიიდან "ენკას" გასვლას არ გაითვალისწინებენ.


რიონის ხეობის "მცველებს" მხარდაჭერა საქართველოს სხვადსხვა კუთხიდან გამოუცხადეს



























რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლების დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.

მხარეებს შორის დიალოგი მას შემდეგ დაიწყო, რაც რიონის ხეობის მცხოვრებლებმა 28 თებერვალს ქუთაისში ფართომასშტაბიანი აქცია გამართეს. მათ პროტესტს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდანაც შეუერთდნენ. რის შემდეგად მინისტრები პრემიერ-მინისტრის დავალებით ხეობაში ჩავიდნენ, სადაც გადაწყდა, რომ მხარეები გიგანტური ჰესების მშენებლობის საკითხს დეტალურად განიხილავდნენ. თუმცა, 12 მარტის შეხვედრაზე აღმოჩნდა, რომ მინისტრები რიონის მკვიდრებთან საუბარს არ აპირებენ.

Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები

2020 საპარლამენტო არჩევნებზე ქუთაისში რეგისტრირებულ 156 257
ამომრჩეველს ბევრ ნაცნობ წესსა და
პროცედურასთან ერთად, ახალი, „პანდემიური“ წესების დაცვაც
მოუხდათ.
16:18 / 01.11.2020
2020 საპარლამენტო არჩევნებზე ქუთაისში რეგისტრირებულ 156 257 ამომრჩეველს ბევრ ნაცნობ წესსა და პროცედურასთან ერთად, ახალი, „პანდემიური“ წესების დაცვაც მოუხდათ.

ქუთაისში, საერთაშორისო
საუნივერსიტეტო კომპლექსის  რამდენიმე
კორპუსის მშენებლობა  თითქმის დასრულებულია.
17:39 / 12.08.2020
ქუთაისში, საერთაშორისო საუნივერსიტეტო კომპლექსის  რამდენიმე კორპუსის მშენებლობა  თითქმის დასრულებულია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.