პოლიტიკა
"ბომბოლონები" – უგემრიელესი ტკბილეული ყვითელი კრემით – ის რაც ჯერ არ გაგისინჯავთ
FaceBook
ბომბოლონები მსოფლიოში ერთ-ერთ უგემრიელეს დესერტად ითვლება.
ცნობილი დესერტის სამშობლო იტალიაა, რომელიც ყვითელი, სურნელოვანი კრემით მზადდება. 

გთავაზობთ, ბომბოლონების ტრადიციულ, იტალიურ რეცეფტს: 

ინგრედიენტები ბომბოლონების ცომისთვის:

450 გრ ფქვილი.
100 გრ შაქარი.
6 კვერცხის გული. 
2 ჩ.კ. საფუარი.
140 მლ წყალი. 
30 მლ რძე. 
1 ს.კ. ვანილი.
1 ჩ.კ. მარილი.
50 გრ კარაქი.
ზეთი შესაწვავად. 

ბომბოლონების ცომის მომზადების წესი:

ჯამში ერთმანეთს შევურიოთ სამი კოვზი ფქვილი, (დანარჩენი შევინახოთ) დავამატოთ საფუარი, შაქრის ნახევარი, წყალი და ვურიოთ ერთიანი მასის მიღებამდე. გადავაფაროთ ტილო და დავაყოვნოთ თბილ ადგილას 35-45წთ (ვიდრე მასა არ აქაფდება.) დავამატოთ რძე, კვერცხის გული, მარილი, ვანილი და მიქსერით ავთქვიფოთ ყველაფერი. ნელ-ნელა დავამატოთ დარჩენილი ფქვილი. ბოლოს დავამატოთ გამდნარი კარაქი და ვზილოთ იქამდე ვიდრე ცომი ერთიან მასად იქცევა. ცომს გადავაფაროთ და გავაჩეროთ მინიმუმ 5 საათი. (შეგიძლიათ ცომი წინა დღით მოამზადოთ და ბომბოლონები მეორე დღეს დააცხოთ)

მზა ცომი გავაბრტყელოთ ცომი 1.5 სმ-ის სისქეზე, ამოვჭრათ მრგვალ ფენებად (შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის სასურველი ზომის ჭიქა)  და  სქელ ძირიან ქვაბში ადუღებულ ზეთში ჩავყაროთ. ერთი მხარეს შეწვას დაახლოებით ერთი წუთი სჭირდება, ანალოგიურად მეორე მხარეს. დაბრაწული, მრგვალი ბომბოლონები დავდოთ სალფეთქებზე, რათა ზედმეტი ზეთისგან  დაიწრიტოს და როცა გაგრილდება დავაყაროთ შაქრის პუდრა. მომდევნო ეტაპი, ბომბოლონების საკონდიტრო შპრიცით კრემით ამოვსებაა.



ინგრედიენტები ბომბოლონების კრემისთვის:

1 მოზრდილი ლიმნის ქერქი.
400 მლ რძე.
30 გრამი ფქვილი.
4 კვერცხის გული.
150 გრ შაქარი.
მწიკვი მარილი.
70 გრ კარაქი.

კრემის მომზადების წესი:

ვიდრე კრემის მომზადებას დავიწყებთ, ქვაბში ოდნავ გავათბოთ რძე და ჩავყაროთ ლიმნის ქერქი (ლიმონი ისე თხლად გათალეთ, რომ კანის შიდა  თეთრი ნაწილი სქლად არ გააყოლოთ) ასევე დავამატოთ  ვანილი, მარილი და დავაყოვნოთ თავდახურულ მდგომარეობაში ნახევარი საათი. ცალკე შაქართან ერთად ავდღვიბოთ კვერცხის გულები, დავამატოთ ფქვილი და ვთქვიფოთ ერთიანი მასის მიღებამდე. კრემს თანდათან დავამატოთ ქვაბში შენახული რძე (გადაწურული) და დავდგათ ცეცხლზე. ვიდრე წამოვადუღდება კრემს ვურიოთ რომ არ დაიკრას. 

როცა კრემი გაგრილდება  საკონდიტრო შპრიცით ამოვავსოთ ბომბოლონები. 
მიირთვით გემრიელად. 



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
ათიათასობით საქართველოს მოქალაქის პროტესტის მიუხედავად პარლამენტმა
რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო.
14:52 / 17.04.2024
ათიათასობით საქართველოს მოქალაქის პროტესტის მიუხედავად პარლამენტმა რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.