ფოტო
"დაისაჯონ დამნაშავეები" - სოლიდარობის აქცია ქუთაისში (ფოტორეპორტაჟი)
FaceBook
ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის  სტუდენტების აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახს სოლიდარობა გამოუცხადეს. ძლიერი წვიმის მიუხედავად, აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა.

















ქუთაისში, ისევე როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მეორე დღეა ზაზა სარალიძის მხარადსაჭერი აქცია იმართება.
აქცია სახელწოდებით "ნუ მომკლავ" 31 მაისს მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მკვლელობაში ერთ-ერთ ბრალდებულს, მოზარდებს შორის სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობა დაუმტკიცდა. საქმეზე მეორე ბრალდებულს კი, რომელსაც ხორავას ქუჩაზე მეორე მოკლულის, დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა ბრალი, ბრალი გადაუკვალიფიცირდა და მას მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის გაასამართლებენ.

საპროტესტო აქციის პარალელურად მოთხვნის შესაბამისად თანამდებობიდან გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. თუმცა, მოკლული მოზარდის მამა ამბობს, რომ ეს საკმარისი არ არის.

გასული წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მეორე არასრულწლოვანი კი ორ დეკემბერს დაიღუპა.


ამავე თემაზე:

"ეს არის დამოუკიდებლობა?" - აქციის პატარა მონაწილის ემოციური გამოსვლა (ვიდეო)

„მზად ვართ ბოლომდე ვიბრძოლოთ სისტემის წინააღმდეგ“ - წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები

„აღდგეს სამართლიანობა“ - ქუთაისში აქციამ პარლამენტთან გადაინაცვლა (ფოტო)

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია ქუთაისში (ფოტო)

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა

"ნუ მომკლავ!" - ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად ქუთაისში აქცია დაიგეგმა

"ნუ მომკლავ" – აქცია ქუთაისში

"ნუ მომკლავ" -საპროტესტო აქცია ქუთაისში
Print