ახალი ამბები
„აღდგეს სამართლიანობა“ - ქუთაისში აქციამ პარლამენტთან გადაინაცვლა (ფოტო)
FaceBook
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერმა აქციამ  ქუთაისში, ქალაქის ცენტრიდან, პარლამენტის შენობისკენ გადაინაცვლა.

აქციის მონაწილეებმა მსვლელობა მოაწყვეს ქუჩებში და მოქალაქეებს მოუწოდებნენ გამოსულიყვენნ და შეერთებოდნენ აქციას..




აქცია პარლამენტთან გაგრძელდა.



"ამ შენობაში არის ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც მოვიდნენ სამართლოანობის აღდგენის ლოზუნგებით.მაგრამ როგორც კი დაჯდნენ სკამებზე გახდნენ მკვლელების მფარველები, უნდა დაიშალოს პარლამენტი, გადადგეს მტავრობა,ცატარდეს რიგგარეშე არცევნებიი.. კრიზისი შემქმენელები არან და არა კრიზისის განმმუხტველები.", თქვა პარტია ტავსუფალის აქართველოს წარმაოდმგენელმა გოგი წულაიამ.

აქციის მონაწილენი სკანდირებდნენ „მკვლელებო“, აღდგეს სამართლიანობა“. 

გასული წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მეორე არასრულწლოვანი კი ორ დეკემბერს დაიღუპა.


ამავე თემაზე:

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია ქუთაისში (ფოტო)

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა

"ნუ მომკლავ!" - ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად ქუთაისში აქცია დაიგეგმა

"ნუ მომკლავ" – აქცია ქუთაისში

"ნუ მომკლავ" -საპროტესტო აქცია ქუთაისში





Print