პოლიტიკა
2018 წლის საუკეთესო კლინიკად „კლინიკა-ლჯ“ დასახელდა (R)
FaceBook
თბილისში „ ექიმები 2018“ -ის პროექტის ფარგლებში მედიკოსთა დაჯილდოების ეროვნული ცერემონიალი გაიმართა.

ღონისძიება ექიმთა ასოციაციის ბორდის წევრების ორგანიზებით მოეწყო, სადაც ქვეყვნის მასშტაბით 300-მდე მედიკოსი დაჯილდოვდა.  ექიმებს ჯილდოები სხვადასხვა ნომინაციაში გადაეცათ.

ეროვნულ დაჯილდოებაზე „კლინიკა-ლჯ“-იმ საუკეთესო კლინიკის ტიტული მოიპოვა, ასევე დაჯილდოვდნენ „კლინიკა-ლჯ“ და ახალი ინფექციურის კლინიკა „ლჯ და კომპანიის“ ექიმები.

2018 წლის საუკეთესო ექიმის ტიტული „კლინიკა-ლჯ“-ის და „ლჯ და კომპანიის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, კარდიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელს, კარდიოლოგ ზაზა ლომინაძეს ერგო. ამავე ნომინაციაში გაიმარჯვა „კლინიკა-ლჯ“-ის დამსახურებულმა ექიმმა, ჰემატოლოგმა მედეა კვარაცხელიამ და „ლჯ და კომპანიის“ ექიმ ინფექციონისტმა დარეჯან ხაჭაპურიძემ.

გამარჯვებულები ბორდის წევრებმა სოციალური კვლევისა და საზოგადოების გამოკითხვის საფუძველზე გამოავლინეს.

ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ კლინიკის წარმატებული ექიმები;

მამუკა (შალვა) ჯიქია -„კლინიკა-ლჯ“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, კლინიკის ოფთალმოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, ქირურგ-ოფთალმოლოგი;

მირიან ჭეიშვილი - „კლინიკა-ლჯ“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, კლინიკის ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი, ქირურგი;

ლელა ჭეიშვილი - „ლჯ და კომპანიის“ ექიმ ინფექციონისტი;

დარეჯან ხაჭაპურიძე - „ლჯ და კომპანიის“ ექიმ ინფექციონისტი;

დიანა ზვიადაძე - „ლჯ და კომპანიის“ ექიმ ინფექციონისტი;

ვერიკო ძოწენიძე -„ლჯ და კომპანიის“ რეანიმატოლოგი;

თამარ ჯანელიძე - „ლჯ და კომპანიის“ ფტიზიატრი;

ალექსანდრე ჩხოლარია- „კლინიკა-ლჯ“-ის კარდიოლოგი;

გიგა ქარჩხაძე - „კლინიკა-ლჯ“-ის ქირურგი;

თემურ ტაბიძე - „კლინიკა-ლჯ“-ის რადიოლოგი;

მაკა ჭუმპურიძე -„კლინიკა-ლჯ“-ის ექოსკოპისტი;

გიორგი აბულაძე - „კლინიკა-ლჯ“-ის ნევროლოგი;

პაატა სირბილაძე -„კლინიკა-ლჯ“-ის კრიტიკული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელი;

თეა ნემწსიწვერიძე- „კლინიკა-ლჯ“-ისრადიოლოგი;

ირაკლი ხაბეიშვილი - „კლინიკა-ლჯ“-ის ორტოპედ-ტრავმატოლოგი;

გიორგი კაპანაძე -„კლინიკა-ლჯ“-ის ორტოპედ- ტრავმატოლოგი;

გოჩა ჩანქსელიანი -„კლინიკა-ლჯ“-ის სისხლძარღვთა ქირურგი;

დავით შარვაშიძე - „კლინიკა-ლჯ“-ის კარდიოლოგი;

დავით ჩიქოვანი -„კლინიკა-ლჯ“-ის ნეიროქირურგი;

თამაზ კიკვაძე - „კლინიკა-ლჯ“-ის ოფთალმოლოგი;

იაკობ ჯიქია - „კლინიკა-ლჯ“-ის ოფთალმოლოგი;

ლანა დათუაშვილი- „კლინიკა-ლჯ“-ის ოფთალმოლოგი;

გიტა კოპალიანი- „კლინიკა-ლჯ“-ის ანესთეზიოლოგი;

ვლადიმერ დოღონაძე -„კლინიკა-ლჯ“-ის ანესთეზიოლოგი;
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მოსამართლე, ნინო სახელაშვილი „ბათუმელებისა“ და
„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის
საქმეზე გადაწყვეტილებას 6 აგვისტოს, 14:00 საათზე
გამოაცხადებს.


ამის შესახებ მან ბათუმის საქალაქო სასამართლოში
სხდომაზე განაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელმა
საბოლოო სიტყვით ისარგებლა.

“პირველი, რაზეც უნდა ვისაუბრო, პროკურატურის მიერ
შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმებაა. ადვოკატებმა ჩემი პოზიცია ვერ
გაახმოვანეს, ვერ მოვაწერ ხელს ამ საპროცესო შეთანხმებას,
შემოთავაზება ძალიან შეურაცხმყოფელი და ცოცხლად დამარხვის ტოლფასია.
რაც მოხდა, არ იყო თავდასხმა. სილის გაწვნის თავდასხმად წარმოჩენა
ბოროტებაა, რა სამართალია არ ვიცი.

შვიდი თვეა ამაზე ვფიქრობ. ჩემი დაპატიმრების
პირველივე დღიდან, პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, ე.წ. დაზარალებული
დგებუაძის მიმართ. ათამდე გამომძიებელმა ისე შეკრა და მოიტანა საქმე
სასამართლოში, კითხვა არ დაუსვამთ და ჩემი აზრით, არ დაინტერესებულან.
გამომძიებლებს პროფესიული კითხვები რომ დაესვათ და მიკერძოებული
გამოძიება არ ჩაეტარებინათ, ეს საქმე თავდასხმის კვალიფიკაციით
სასამართლოში არ შემოვიდოდა.[ირაკლი დგებუაძე] შემპირდა ბრალდებას
4-დან 7 წლამდე და პროკურატურაც მის სამსახურში ჩადგა. ახლა
სასამართლოს დრო დადგა, სასამართლომ უნდა იმსჯელოს ჩემ საქმეზე თუ რა
სასჯელი მემუქრება. 

არ გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ქალი ვარ. ნურც ჯანმრთელობის
მდგომარეობას გაითვალისწინებთ. მტკიცებულებებიც საკმარისია. რა
გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, მინდა იცოდეთ, რომ თავს
გამარჯვებულად ვთვლი.

ამისთვის მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ადვოკატებს,
უფლებადაცველებს.ვისაც არ დაეზარა, ქვა და ტალახი მესროლა, ჩემმა
ადვოკატებმა შეძლებს და ფაქტებით დაუპირისპირდნენ პროპაგანდას. მათ
შეძლეს, ჩემს სიმართლეზე ამ დარბაზში და მის მიღმაც არგუმენტებით და
მტკიცებულებებით ელაპარაკათ. მათ შეძლეს ადამიანების მიმართ ნდობა
შემენარჩუნებინა და სამართლიანობისთვის ბრძოლა გამეგრძელებინა.

დაიმახსოვრეთ მათი სახელები, ისინი ქართული მართლმსაჯულების
საყრდენები გახდებიან. მადლობას უთვალავი ადამიანი იმსახურებს ჩემგან.
კიდევ ერთი სიცოცხლე რომ მომეცეს, არ იქნება ამისთვის საკმარისი,
იმსთვის მადლობის გადასახდელად, რასაც ვგრძნობ 200 დღეზე მეტია
13:49 / 04.08.2025
მოსამართლე, ნინო სახელაშვილი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილებას 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოაცხადებს.

ამის შესახებ მან ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომაზე განაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა.

“პირველი, რაზეც უნდა ვისაუბრო, პროკურატურის მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმებაა. ადვოკატებმა ჩემი პოზიცია ვერ გაახმოვანეს, ვერ მოვაწერ ხელს ამ საპროცესო შეთანხმებას, შემოთავაზება ძალიან შეურაცხმყოფელი და ცოცხლად დამარხვის ტოლფასია. რაც მოხდა, არ იყო თავდასხმა. სილის გაწვნის თავდასხმად წარმოჩენა ბოროტებაა, რა სამართალია არ ვიცი.

შვიდი თვეა ამაზე ვფიქრობ. ჩემი დაპატიმრების პირველივე დღიდან, პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, ე.წ. დაზარალებული დგებუაძის მიმართ. ათამდე გამომძიებელმა ისე შეკრა და მოიტანა საქმე სასამართლოში, კითხვა არ დაუსვამთ და ჩემი აზრით, არ დაინტერესებულან. გამომძიებლებს პროფესიული კითხვები რომ დაესვათ და მიკერძოებული გამოძიება არ ჩაეტარებინათ, ეს საქმე თავდასხმის კვალიფიკაციით სასამართლოში არ შემოვიდოდა.[ირაკლი დგებუაძე] შემპირდა ბრალდებას 4-დან 7 წლამდე და პროკურატურაც მის სამსახურში ჩადგა. ახლა სასამართლოს დრო დადგა, სასამართლომ უნდა იმსჯელოს ჩემ საქმეზე თუ რა სასჯელი მემუქრება. 

არ გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ქალი ვარ. ნურც ჯანმრთელობის მდგომარეობას გაითვალისწინებთ. მტკიცებულებებიც საკმარისია. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, მინდა იცოდეთ, რომ თავს გამარჯვებულად ვთვლი.

ამისთვის მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ადვოკატებს, უფლებადაცველებს.ვისაც არ დაეზარა, ქვა და ტალახი მესროლა, ჩემმა ადვოკატებმა შეძლებს და ფაქტებით დაუპირისპირდნენ პროპაგანდას. მათ შეძლეს, ჩემს სიმართლეზე ამ დარბაზში და მის მიღმაც არგუმენტებით და მტკიცებულებებით ელაპარაკათ. მათ შეძლეს ადამიანების მიმართ ნდობა შემენარჩუნებინა და სამართლიანობისთვის ბრძოლა გამეგრძელებინა.

დაიმახსოვრეთ მათი სახელები, ისინი ქართული მართლმსაჯულების საყრდენები გახდებიან. მადლობას უთვალავი ადამიანი იმსახურებს ჩემგან. კიდევ ერთი სიცოცხლე რომ მომეცეს, არ იქნება ამისთვის საკმარისი, იმსთვის მადლობის გადასახდელად, რასაც ვგრძნობ 200 დღეზე მეტია", - განაცხადა დასკვნით სასამართლოზე მზია ამაღლობელმა.


ბათუმის საქალაქო სასამართლოში, თითქმის შვიდი თვის განმავლობაში მზია ამაღლობლის სისხლის სამართლის საქმე განიხილებოდა, ამ დროის განმავლობაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები და თავად ელჩები პროცესს აკვირდებოდნენ.

გამოცემა „ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მან ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა, რის გამოც მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამავე თემაზე:



მზია ამაღლობელი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

მზია ამაღლობელი შიმშილობას წყვეტს

"მდგომარეობა საგანგაშოა" - მზია ამაღლობელი კლინიკაში რჩება


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.