მულტიმედია
"სამოთხე" უხუთში
FaceBook
როცა გარეთ უკვე შემოდგომაა, ვანის სოფელ უხუთში, ხურციძეების ოჯახში ბუხარში ცეცხლი ანთია.
ოჯახის დიასახლისი 70 წლის ცისანა ხურციძე კეცებზე მჭადებს ოსტატურად აკრავს და ნეშოს ფოთლებს დიდი მონდომებით ალაგებს. როცა კეცებს სართულებად დააწყობს, ზემოდან გავარვარებულ ნაკვერცხალს აყრის და ცეცხლთან ახლოს მიწევს, რომ მოსულ სტუმარს სადილი არ დაუგვიანდეს. ეზოშიც ცეცხლი ანთია. სახელდახელოდ მოწყობილ მაყალზე მწვადი იწვება. ეს ხურციძეების ოჯახის ტრადიციაა, რომლითაც სტუმარს ხვდებიან. სამზადისი, ეზოში ერთდროულად დატრიალებული კვამლის, ნეშოიანი მჭადისა და მწვადის სურნელით შორიდანვე იცნობა.

ექვსი წელია ხურციძეებმა უხუთის აგარაკზე სიცოცხლე დააბრუნეს. მშობლიურ მიწაზე სახლი ააშენეს და დროის დიდ ნაწილს აქ ატარებენ. წელსაც, ზაფხულზე ოჯახი სოფელში შეიკრიბა და საყოველთაო კარჩაკეტილობის დროს აგარაკზე ყოფნა გადაწყვიტეს. კორონავირუსის გამო გადაიდო ემიგრაციიდან დაბრუნებული ცისანას შვილის ევროპაში დაბრუნებაც და ოჯახმა გამოსავალზე ფიქრი დაიწყო. გაჩნდა იდეა, სახლი ტურისტებზე გაექირავებინათ. თავიდან არც კი სჯეროდათ, რომ ვანის მაღალმთიანი სოფლით ვინმე დაინტერესდებოდა, თუმცა, რადგან დაიწყეს, საქმე ბოლომდე უნდა მიეყვანათ. ჯერ სახელი მოუფიქრეს, მარტივად – "აგარაკი", შემდეგ ულამაზეს ეზოსა და ბუნებას ფოტოები გადაუღეს, გააკეთეს ფეისბუკ გვერდი, ატვირთეს და შედეგს დაელოდნენ. ლოდინი დიდხანს არ მოუწიათ. უხუთის ულამაზეს ბუნაბაში დასვენების სურვილი პირველად ახალგაზრდა ცოლ–ქმარმა გამოთქვა და "აგარაკზე" სამი კვირით დარჩნენ. ამას სხვა მსურველებიც მოყვნენ და ხურციძეები დარწმუნდნენ, რომ იდეამ გაამართლა.
გადადებული ფრენების გამო, დიდხნიანი ლოდინის შემდეგ, ცისანას ქალიშვილი ევროპაში დაბრუნდა. სტუმრების გამასპინძლებაში ახლა დედას მეორე შვილი, ცისმარი ეხმარება. დედა–შვილი ცდილობს, აგარაკს ყოვედღიურად რაღაც ახალი შემატოს, რომ სტუმარს განსხვავებული და მშიდი გარემო დახვდეს.



ხურციძეების აგარაკზე ბუნებაც განსხვავებულია. უხუთის ულამაზესი ხედები და სუფთა ჰაერი ამ ადგილს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.  


პანდემიის დროს რომ უხუთის აგარაკს ადგილობრივი ტურიზმის განვითარებაში წვლილიც შეაქვს, ამას კარგად ხვდებიან ხურციძეებიც და ეს კიდევ უფრო ზრდის მათ პასუხისმგებლობას. მაშინ, როცა საზღვრები ჩაკეტილია და ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად წასვლას ვერ ახერხებენ, როგორც აღმოჩნდა, იმერეთშიც მოიძებნება ადგილები, სადაც დასვენების დღეების სუფთა ჰაერზე, სიმშვიდესა და კომფორტში გატარება შეიძლება. რაც მთავარია შიდა ტურიზმი, რომლისთვისაც საყოველთაო ჩაკეტილობამ ერთგვარი დადებითი ეფექტიც მოიტანა, განითარებას არ წყვეტს და უფრო მეტ სტიმულს აძლევს როგორც ადგილობრივ ბიზნესს, ასევე, მომხმარებელს.

ხურციძეების ეზოში მწვადისა და ნეშოიანი მჭადების სუნი მთელი წელი იქნება. ამბობენ, რომ ზამთარი უხუთში განსაკუთრებით ლამაზია. ამ იმედით ტურისტებს ცივ ზამთარშიც ელოდებიან ანთებული ბუხრით და გულით. გაზაფხულიდან კი ახალი გეგმები აქვთ. რაც მთავარია იმედი აქვთ, რომ მომავალ წელს კორონავირუსი აღარ იქნება და "აგარაკზე" უცხოელ სტუმრებსაც მიიღებენ.



"მოცემული კონტენტი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, IREX-ის მიერ განხორციელებული "საქართველოს მედია პარტნირობის პროგრამის" GMPP -ს მხარდაჭერით შეიქმნა. გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას."

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2020 წლის 
31 ოქტომბის საპარლამენტო არჩევნებმადე
5 დღე დარჩა. 

პარტიის დაზიანებული ოფისი, ერთმანეთზე გადაკრული
საარჩევნო პლაკატები, აქტივისტების თვალთვალი და გამოყენებული
ადმინისტრაციული რესურსი
16:58 / 25.10.2020
2020 წლის  31 ოქტომბის საპარლამენტო არჩევნებმადე 5 დღე დარჩა. 

პარტიის დაზიანებული ოფისი, ერთმანეთზე გადაკრული საარჩევნო პლაკატები, აქტივისტების თვალთვალი და გამოყენებული ადმინისტრაციული რესურსი
ფსიქოლოგიურ ტესტში ქალები ხშირად ირჩევენ იმ
ნახტს, სადაც მამაკაცი ქალს თავზე ადგას. ეს პირდაპირ მიუთითებს
ოჯახში მათ პოზიციაზე. პოზიცია კი უფრო შესუსტდა პანდემიის პერიოდში,
როცა მოძალადე სახლში დიდი ხნით დარჩა.
15:07 / 20.10.2020
ფსიქოლოგიურ ტესტში ქალები ხშირად ირჩევენ იმ ნახტს, სადაც მამაკაცი ქალს თავზე ადგას. ეს პირდაპირ მიუთითებს ოჯახში მათ პოზიციაზე. პოზიცია კი უფრო შესუსტდა პანდემიის პერიოდში, როცა მოძალადე სახლში დიდი ხნით დარჩა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.