მულტიმედია
ძაღლების სისხლიანი ორთაბრძოლები ქუთაისში არასრულწლოვნების მონაწილეობით
FaceBook
21-ე საუკუნეში, ალბათ, წარმოუდგენელია მართავდე "გლადიატორთა ბრძოლას" და ტკბებოდე სისხლიანი სანახაობით. მაგრამ ასეთი ამებებიც ხდება და ასეთი ადამიანებიც არსებობენ, აქ, ჩვენს გვერდით, ჩვენს ქალაქში.

არენაზე ძაღლები გადიან, მაყურებლები - მათი პატრონები და ხშირად, არასრულწლოვნები არიან. "საჩემპიონო ბრძოლა" ღამით, მალულად იმართება.


ცხოველთა „რინგს“ ყოველთვის ჰყავს მსხვერპლი - დაზიანებებით ან ფატალური შედეგით. გააჩნია პატრონი როგორ გაიმეტებს და რა ბრძანებას მისცემს, რომელსაც მისი ერთგული მეგობარი უპირობოდ ემორჩილება.


ჩიკო ქუთაისში მარტში დაიკარგა. პიტბულს ორი კვირა ეძებდნენ. ბოლოს ერთ-ერთ უბანში ნაწამები იპოვეს.  ეს მაშინ, როცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათია, შესაბამისად, უკანონობის აღკვეთაზე გაცილებით დიდი რესურსია მიმართული.

თამთა ნაწამებ ოთხფეხა მეგობარს ერთი თვე მკურნალობდა.

,,ჩიკო"

,,ორი კვირის განმავლობაში ძაღლს კარდაკარ ვეძებდი, ბოლოს გავიგე , რომ არასრულწლოვანმა იპოვა და „გართობის“ მიზნით, თავის ძაღლთან აჩხუბა’’.


იმის გამო, რომ მოძალადე არასრულწლოვანია, თამთას ცხოველთა დამცველი ორგანიზაციებისთვის არ მიუმართავს. ვითარებას ისიც ართულებს, რომ ბიჭი  ნაცნობი აღმოჩნდა.


„ძალიან მეტკინა გული, მაგრამ ბოდიში მომიხადა და მითხრა, რომ მეორედ ამას არ გაიმეორებდა. მეც  იმედი მაქვს, რომ მხოლოდ ჩემს ძაღლთან კი არა, სხვებთანაც აღარ გაიმეორებს“.

ჩიკო თამთას დაბადების დღეზე აჩუქეს და უკვე სამი წელია მისი ერთგული მეგობარია. გოგონა იმედოვნებს, რომ ეს შემთხვევა არასრულწლოვანს გამოაფხიზლებს და ცხოველებს აღარასდროს დაჩაგრავს.

ჩიკოსგან განსხვავებით, სხვა ძაღლებს არ გაუმართლათ. მათ  პატრონის თანდასწრებით და პატრონის ბრძანებით აჩხუბენენ. 


ძაღლების მიმართ ჩადენილი სისასტიკის ამსახველი ვიდეო მასალები  ''ქუთაისიპოსტმა'' შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდა. უწყებაში განგვიმარტეს, რომ ფაქტები საგამოძიებო დეპარტამენტს უკვე გადაუგზავნეს.

ქუთაისში ძაღლების მიმართ ძალადობის შესახებ ერთ-ერთ ისტორიაზე ანონიმური წყარო გვიყვება. ის იხსენებს, რომ ერთ-ერთ ასეთ „რინგს“ ძაღლმა ვერ გაუძლო და ჩხუბს შეეწირა, პატრონმა კი მკვდარი ცხოველი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დატოვა.


ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით,  ძაღლების ორთაბრძოლა ქუთაისში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სკვერის გარდა, დახურულ სარდაფებში იმართება, რათა ძაღლის ხმამ ადამიანის ყურამდე ვერ მაიღწიოს.


დამსწრეები ფსონს დებენ. ოდენობა საშუალების მიხედვით განისაზღვრება.


ფსონს არასრულწლოვნებიც ჩადიან. ისტორია, რომელსაც ავთო იხსენებს, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ამ სასტიკი ,,აზარტული თამაშის'' მონაწილეები მოზარდები არიან.


„200 დოლარი იყო წაგებული, გამარჯვებული ძაღლის პატრონმა, რადგან ბავშვმა წააგო, თანხა გაუნახევრა, მერე ჩააბარა, რა თქმა უნდა, ეს განახევრებული“.


ორთაბრძოლისთვის  ძაღლი ქუთაისიდან თბილისშიც კი ჩაჰყავთ. ასეთი ჩხუბისთვის ადგილს სპეციალურად ამზადებენ, „სანახაობას“ ცოტა და წინასწარ შეთანხმებული მაყურებელი ჰყავს. დედაქალაქში ფსონი ადგილობრივზე  მაღალია.


ძაღლების ორთაბრძოლა ან ერთ-ერთის სიკვდილით მთავრდება, ან ორივეს მძიმე დაზიანებით. პატრონი კი ფულს იგებს, ან აგებს ერთგული მეგობრის ხარჯზე. ფსონი  ძირითადად დოლარში განისაზღვრება.


ფსიქოლოგი ნათია ფეიქრიშვილი ცხოველებისადმი სასტიკად მოპყრობის სხვადასხვა მიზეზს ასახელებს. მისი თქმით,  3-4 წლამდე ბავშვი ცხოველს ცნობისმოყვარეობის გამო, შეიძლება გაუცნობიერებლად აწამებდეს. განვითარების შეფერხების შემთხვევაში, დიდია ალბათობა, რომ თვითონ ბავშვი იყოს მსხვერპლი, ან უბრალოდ ამგვარი ქმედებების შემსწრე, რის გამოც თავად ხდება მოძალადე.


„უამრავი კვლევიის შედეგი ადასტურებს კავშირს ადრეულ ასაკში ჩადენილ სასტიკ ქცევებსა (ცხოველებ
ის მიმართ) და შემდგომში ანტისოციალურ ქცევას შორის (დანაშაულებრივი ქმედებები). შესაძლოა, თვითონ უწევდეს ყურება ცხოველების წამების. შესაძლოა, ისეთი თანატოლების გარემოში იყოს ბავშვი, რომლებიც მუდმივად ასე იქცევიან, მას კი არ უნდა, რომ ჯგუფმა გარიყოს, ამიტომ ბაძავს მათ და ერთვება ამ სისასტიკეში. ან კიდევ უბრალოდ შურისძიების გამო აკეთებს, რადგან მეორე ადამიანმა, აწყენინა, მასზე ძლიერია, პასუხი ვერ აგებინა და მის საყვარელ ცხოველს გაუსწორდა’’.


ნათია ფეიქრიშვილის განმარტებით,  როდესაც მსგავს სისასტიკეს ჩადის ბავშვი/მოზარდი, მას საერთოდ არ გააჩნია ემპათიის უნარი, ვერ აღიქვამს იმ ტკივილს, რასაც ცხოველს აყენებს. ფსიქოლოგიური განწყობა შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს, ქცევის მიზეზებიდან გამომდინარე.


ცხოველთა უფლებების დამცველები ფიქრობენ, რომ იქ, სადაც არ მუშაობს ემპათია, უნდა იმუშაოს კანონმა. თეიმურაზ წიქორიძე ამბობს, რომ კანონი, რომელიც მოძალადეს დასჯის, ფაქტობრივად არ არსებობს.


„დღეს, საქართველოში ცხოველთა დაცვის მექანიზმი არ არსებობს. პოლიცია ფაქტებზე საერთოდ არ რეაგირებს, პირველ რიგში კანონია დასარეგულირებელი. მერე უნდა მოხდეს ადამიანის ცნობიერების ამაღლება. მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო დაწესებულებების და ოჯახის როლი. ბავშვს თავიდანვე უნდა ვასწავლოთ ცხოველის სიყვარული .“


წიქორიძე
ქუთაისში მომხდარ ერთ-ერთ ფაქტზე ყვება, რომ პიტბულების მოყვარულთა დიდი ჯგუფი იყო შექმნილი, რომლებიც ძაღლებს აჩხუბებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ცხოველთა უფლებების დამცველმა დანაშაულის ამსახველი ვიდეომასალა შსს-ს მიაწოდა, მოძალადეთა ჯგუფი არც სისხლის სამართლის კოდექსით, არც ადმინიტრაციული წესით დასჯილა.


„ქუთაისის შემთხვევის გარდა, უამრავი ვიდეო-მასალა მოვიპოვე, საქმე შსს-მ წარმოებაში მიიღო და მოკვლევა დაიწყეს, თუმცა ის პირი არ დაუკითხავთ. ეს იყო ჯგუფური სისასტიკე, რომელსაც არასრულწლოვნებიც ესწრებოდნენ და დამნაშავეები არ დასჯილან.
საერთოდ რა ცხოველთა უფლებებზე უნდა ვისაუბროთ, როცა სამმილიონნახევრიან  ქვეყანაში 100 000-ზე მეტი ოფიციალური მონადირეა, ხოლო ნახევარ მილიონზე მეტი ბრაკონიერი.  ისედაც, რაც ჩანს, ცხოველთა წამების ფაქტები არის მომხდარის 0,001% “.


თეიმურაზ წიქორიძე 17 წელია ცხოველთა უფლებებს იცავს და ამბობს, რომ ხალხის თანადგომით, საკანონმდებლო ნაწილში ყინული ახლა დაიძრა.


საქართველოში, ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობისთვის პასუხიმგებლობას სისხლის სამართლის კოდექსი (259-ე მუხლი) და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი (104-ე და 172-ე მუხლები) არეგულირებს.


საქართველოს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობა, რამაც მისი ტანჯვა, სხეულის დაზიანება, მისთვის ტკივილის მიყენება გამოიწვია,  100-დან 500 ლარამდე ოდენობით ჯარიმას ითავლისწინებს. ცვლილებათა განხორციელებამდე, ამავე  ქმედებისთვის სასჯელი შრომის ანაზღაურების ერთი მინიმალური ოდენობა იყო. 

ცვლილებების შემდეგ, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთა კოდექსში გაჩნდა ჩანაწერი, რომელიც  იმ მშობელთა პასუხიმგებლობას ითვალისწინებს, რომელთა მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების, ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობა, გამოიხატა ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობით, რამაც მისი ტანჯვა, სხეულის დაზიანება, ან მისთვის ტკივილის მიყენება გამოიწვია. მუხლი 100-დან 300-მდე, განმეორების შემთხვევაში კი 500 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.


შედარებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში უკვე საქართველოს სისხლის სამართის კოდექსი მოქმედებს. ცხოველის წამების, ან მისდამი სასტიკი მოპყრობისათვის, რამაც მისი დაღუპვა, ან დასახიჩრება გამოიწვია, კანონში სასჯელის სახით განსაზღვრულ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, ან ჯარიმა დაემატა, ან შინაპატიმრობა, ანდა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლამდე ვადით.


რას გვეუბნება სტატისტიკა

ბოლო წლებში გაიზარდა ცხოველთა წამების და მათდამი სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსით გამოძიებათა დაწყების მაჩვენებელი. ხოლო, ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობის გამო ადმინისტრაციული სამართალწარმოების მაჩვენებელი ერთეულ ხასიათს ატარებს.


შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაცით, 2008-2012 და 2016-2017 წლებში ადმინისტრაციული კოდექსით გამოძიება არ დაწყებულა. 2013-2014 წლებში ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობის თითო ფაქტზე, 2015 წელს კი ორ ფაქტზე აღიძრა საქმე. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2018 წელს გამოვლინდა, როცა წარმოებაში ოთხი საქმე მიიღეს. 2019 წლის განმავლობაში კი ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობის ერთი ფაქტია დაფიქსირებული.

რაც შეეხება სასამართლოს, ცხოველის წამების, ან მისდამი სასტიკი მოპყრობის მუხლით 2008 წლიდან 2019 წლამდე სულ 17 საქმეა განხილული.  უნდა აღინიშნოს, რომ 2009, 2013 და 2016 წლებში ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობა სხვა ისეთ დანაშაულებთან ერთობლიობაში განიხილებოდა, როგორიც არის სიცოცხლის მოსპობის, ან ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარა, არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგების განხორციელება შვილად აყვანის მიზნით და ცრუ დასმენა. უმეტეს შემთხვევაში ბრალდებულები დაჯარიმდნენ. პირობითი მსჯავრი სამს, ხოლო  თავისუფლების აღკვეთა ერთ პირს შეეფარდა. ყველა ამ შემთხევებში სახეზე იყო დანაშაულთა ერთობლიობა.

ბოლო პერიოდში ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის საქმეებს სასამართლო სხვა დანაშაულის ნიშნების არსებობის გარეშე განიხილავს.


მიუხედავად იმისა, რომ კანონი გამკაცრდა, ფაქტია, დღესაც იმართება „გლადიატორთა ბრძოლა“, რომლის მაყურებლები და მონაწილეები, ხშირ შემთხვევაში, არასრულწლოვნები არიან.


სამართალდამცველების მიერ აღძრული საქმეები კი ამ „აზარტულ თამაშს“ არ მოიცავს. ისიც ფაქტია, რომ ძაღლის მიმართ დამოკიდებულება არ იცვლება და შეურაცხმყოფელ კონტექსტში ადამიანის ოთხფეხა მეგობარი დღესაც ფიგურირებს: ‘’მამაძაღლი’’, ‘’პატრონძაღლი’’, ‘’შობელძაღლი’’.


ძაღლების ორთაბრძოლას ავთო (პირობითი სახელია) ბევრჯერ შესწრებია. ის ერთ-ერთი „რინგის“ მიმდებარედ ცხოვრობს. სასტიკი სანახაობის მონაწილეებისთვის შენიშვნაც მიუცია, თუმცა მისთვის ყურიც არავის უთხოვებია..

“ძირითადად ღამე აჩხუბებენ ძაღლებს, რომ ვერავინ შენიშნოს. წესები მარტივი აქვთ, ერთი ძაღლი იმარჯვებს, მეორე მარცხდება“.

ანონიმური წყარო შარშანდელ ისტორიას იხსენებს და გვიყვება, რომ ერთ-ერთ ასეთ „რინგს“ ძაღლმა ვერ გაუძლო და ჩხუბს შეეწირა, პატრონმა კი ის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დატოვა.

ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ძაღლების ორთაბრძოლა ქუთაისში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სკვერის გარდა, დახურულ სარდაფებში იმართება, რათა ძაღლის ხმამ ადამიანის ყურამდე ვერ მაიღწიოს.

დამსწრეები ფსონს დებენ. ოდენობა საშუალების მიხედვით განისაზღვრება.

ფსონს არასრულწლოვნებიც ჩადიან. ისტორია, რომელსაც ავთო იხსენებს, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ამ სასტიკი „აზარტული თამაშის“ მონაწილეები მოზარდები არიან.

„200 დოლარი იყო წაგებული, გამარჯვებული ძაღლის პატრონმა, რადგან ბავშვმა წააგო, თანხა გაუნახევრა, მერე ჩააბარა, რა თქმა უნდა, ეს განახევრებული“.

ორთაბრძოლისთვის ძაღლი ქუთაისიდან თბილისშიც კი ჩაჰყავთ. ასეთი ჩხუბისთვის ადგილს სპეციალურად ამზადებენ, „სანახაობას“ ცოტა და წინასწარ შეთანხმებული მაყურებელი ჰყავს. დედაქალაქში ფსონი ადგილობრივზე მაღალია.

ძაღლების ორთაბრძოლა ან ერთ-ერთის სიკვდილით მთავრდება, ან ორივეს მძიმე დაზიანებით. პატრონი კი ფულს იგებს ან აგებს ერთგული მეგობრის ხარჯზე. ფსონი ძირითადად დოლარში განისაზღვრება.

ფსიქოლოგი ნათია ფეიქრიშვილი ცხოველებისადმი სასტიკად მოპყრობის სხვადასხვა მიზეზს ასახელებს. მისი თქმით, 3-4 წლამდე ბავშვი ცხოველს ცნობისმოყვარეობის გამო, შეიძლება გაუცნობიერებლად აწამებდეს. განვითარების შეფერხების შემთხვევაში, დიდია ალბათობა, რომ თვითონ ბავშვი იყოს მსხვერპლი, ან უბრალოდ ამგვარი ქმედებების შემსწრე, რის გამოც თავად ხდება მოძალადე.

„უამრავი კვლევიის შედეგი ადასტურებს კავშირს ადრეულ ასაკში ჩადენილ სასტიკ ქცევებსა (ცხოველეის მიმართ) და შემდგომში ანტისოციალურ ქცევას შორის (დანაშაულებრივი ქმედებები). შესაძლოა, თვითონ უწევდეს ყურება ცხოველების წამების. შესაძლოა, ისეთი თანატოლების გარემოში იყოს ბავშვი, რომლებიც მუდმივად ასე იქცევიან, მას კი არ უნდა, რომ ჯგუფმა გარიყოს, ამიტომ ბაძავს მათ და ერთვება ამ სისასტიკეში. ან კიდევ უბრალოდ შურისძიების გამო აკეთებს, რადგან მეორე ადამიანმა, აწყენინა, მასზე ძლიერია, პასუხი ვერ აგებინა და მის საყვარელ ცხოველს გაუსწორდა’’

ნათია ფეიქრიშვილის განმარტებით, როდესაც მსგავს სისასტიკეს ჩადის ბავშვი/მოზარდი, მას საერთოდ არ გააჩნია ემპათიის უნარი, ვერ აღიქვამს იმ ტკივილს, რასაც ცხოველს აყენებს. ფსიქოლოგიური განწყობა შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს, ქცევის მიზეზებიდან გამომდინარე.

ცხოველთა უფლებების დამცველები ფიქრობენ, რომ იქ, სადაც არ მუშაობს ემპათია, უნდა იმუშაოს კანონმა. თეიმურაზ წიქორიძე ამბობს, რომ კანონი, რომელიც მოძალადეს დასჯის, ფაქტობრივადს არ არსებობს.

„დღეს, საქართველოში ცხოველთა დაცვის მექანიზმი არ არსებობს. პოლიცია ფაქტებზე საერთოდ არ რეაგირებს, პირველ რიგში კანონია დასარეგულირებელი. მერე უნდა მოხდეს ადამინის ცნობიერების ამაღლება. მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო დაწესებულებების და ოჯახის როლი. ბავშვს თავიდანვე უნდა ვასწავლოთ ცხოველის სიყვარული .“

წიქორიძე იხსენებს, რომ შარშან პიტბულების მოყვარულთა დიდი ჯგუფი იყო შექმნილი, რომლებიც ძაღლებს აჩხუბებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ცხოველთა უფლებების დამცველმა ვიდეომასალა შსს-ს მიაწოდა, გამოძიება ფაქტზე არ დაწყებულა და მოძალადეთა ჯგუფი არც სისხლის სამართლის კოდექსით და არც ადმინიტრაციული წესით არ დასჯილა.

„სამმილიონნახევრიან ქვეყანაში 100 000-ზე მეტი ოფიციალური მონადირეა, ხოლო ნახევარ მილიონზე მეტი ბრაკონიერი. ამ ქვეყანაში საერთოდ რა ცხოველთა უფლებებზე უნდა ვისაუბროთ, ეს რაც ჩანს ცხოველთა წამების ფაქტები არის მომხდარის 0,001%“.

თეიმურაზ წიქორიძე 17 წელია ცხოველთა უფლებებს იცავს და ამბობს, რომ ხალხის თანადგომით, საკანონმდებლო ნაწილში ყინული ახლა დაიძრა.

საქართველოში, ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობისთვის პასუხიმგებლობას სისხლის სამართლის კოდექსი (259-ე მუხლი) და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი (104-ე და 172-ე მუხლები) არეგულირებს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობა, რამაც მისი ტანჯვა, სხეულის დაზიანება, მისთვის ტკივილის მიყენება გამოიწვია, 100-დან 500 ლარამდე ოდენობით ჯარიმას ითავლისწინებს. ცვლილებათა განხორციელებამდე, ამავე ქმედებისთვის სასჯელი შრომის ანაზღაურების ერთი მინიმალური ოდენობა იყო. ცვლილებების შემდეგ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთა კოდექსში გაჩნდა ჩანაწერი, რომელიც იმ მშობელთა პასუხიმგებლობას ითვალისწინებს, რომელთა მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობა, გამოიხატა ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობით, რამაც მისი ტანჯვა, სხეულის დაზიანება ან მისთვის ტკივილის მიყენება გამოიწვია. მუხლი 100-დან 300-მდე, განმეორების შემთხვევაში კი 500 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

შედარებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში უკვე საქართველოს სისხლის სამართის კოდექსი მოქმედებს. ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობისათვის, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, კანონში სასჯელის სახით განსაზღვრულ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან ჯარიმას დაემატა შინაპატიმრობა, ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში სამასზე მეტი ქუჩიდან არც
ერთს ჰქვია 1918-1921 წლების პირველი
დამოუკიდებელი რესპუბლიკის რომელიმე მოღვაწის
სახელი.
14:14 / 04.09.2022
ქუთაისში სამასზე მეტი ქუჩიდან არც ერთს ჰქვია 1918-1921 წლების პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის რომელიმე მოღვაწის სახელი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.