"მე დედიკოს შვილი ვიყავი.
წიგნებს ვკითხულობდი, სუფთა საყელო მქონდა, იმდენად კარგი წასარტყმელი
ვიყავი თავში, რომ იშვიათად თუ დაიკლებდა ვინმე ამ სიამოვნებას, გარდა
ვინმე მივლინებულის, ჩემოდნით ხელში, ან კუბოს შეყუდებული
ჭირისუფლისა. თუმცა, ორი მცდელობა იყო, ერთი ფეხითაც,
გასვენების დროს."..
რეზო გაბრიაძის ცნობილი მოთრხობიდან, "თეთრი ხიდი", ფრაგმენტით დაიწყო
ლევან გაბრიაძის ანიმაციური ფილმის "ჰარი ჰარალე დედაოს" ჩვენება
ქუთაისში.
"ჰარი ჰარალე დედაოს" პრემიერა თეთრ ხიდზე გაიმართა. სახელდახელოდ
მოწყობილ ეკრანზე. ფილმი რეზო გაბრიაძის ტექტებზე დაყრდნობით შეიქმნა.
რომელიც არ იყო მხოლოდ მწერლის ბიოგრაფია. ფილმი ქუთაისის და მისი
მცხოვრებლების ისტორიასაც ყვებოდა.
"რეზო გაბრიაძის შემდეგ ქუთაისი სხვანაირი გახდა"- -აღნიშნეს ფილმის
პრემიერაზე.
თუმცა, არა მარტო ქუთაისი. რეზო გაბრიაძემ ქართული კინოს სახეც
განსაზღვრა. მის ციტატებს ციტირებენ, ბევრი კინოხატი გაბრიაძისეულია,
იქამდე ბევრი მუსიკალური კომპოზიცია ქართული ფილმებიდან რეზო
გაბრიაძეს გაგონებს. მე -20 საუკუნის მეორე ნახევრის ქართული კინოს
თითქმის ყველა გზა გაბრიძესთან მიდის.
ეს გზა აჩვენეს ფილმშიც, რომელშიც რეზოს ნახატები იყო გამოყენებული.
მაყურებელმა სიამოვნებით იმოგზაურა მწერლის ბავშვობაში და ამით
საკუთარ ბავშვობასაც გამოეხმაურა.
"ჰარი, ჰაალე დედაო" იყო ფილმი პატივისცემის გამოხატვა, ფილმი
სიყვარულის ახსნა და მადლობის თქმა შემოქმედზე, რომელმაც სამყარო
შეცვალა.
მასალის გამოყენების პირობები