ახალი ამბები
ქუთაისში საქალაქო ავტობუსების შესაძენად ტენდერი გამოცხადდა
FaceBook

მუნიციპალური განვითარების ფონდმა 175 ერთეული ავტობუსის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა.

ფონდი სატრანსპორტო საშუალებებს  სულ ექვსი მუნიციპალიტეტისთვის იყიდის. ესენია: ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, რუსთავი და ფოთი.


აქედან, ქუთაისისთვის 60 ავტობუსია გათვალისწინებული.


ავტობუსების შეძენა ორ ეტაპად განხორციელდება. პირველი ლოტით მგფ 8.5 მეტრიან, მეორე ეტაპზე კი 10 მეტრიან ავტობუსებს შეიძენს.


საქალაქო ტრანსპორტისთვის ავტობუსების   შეძენას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) დააფინანსებს.


ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ 80 ახალი ავტობუსის შეძენა  ივლისის თვეში დააანონსა. 

პირველ ეტაპზე მუნიციპალური ტრანსპორტი მხოლოდ საავტობუსო პარკს ჩაანაცვლებს. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, ადგილობრივ თვითმმართველობას ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით გეგმა არ აქვს.

ქუთაისში ათეული წლებია საქალაქო ტრანსპორტი კერძო კომპანიების ხელშია, რომლებიც მგზავრების ეფექტურ მომსახურებას ვერ უზრუნველყოფენ. ავტოპარკის უდიდესი ნაწილი ძველია. საღამოს საათებში კი ქალაქში გადაადგილება გართულებულია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.