ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში “კოვიდ 19” -ის დიაგნოზით
წყალტუბოს მუნიციპლიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები მამაკაცია
მოთავსებული.
ახალი ინფექციური საავადმყოფოს პრესამსახურში განმარტავენ, რომ
პაციენტის კლასტერს ამ დროისთვის ადგენენ, ის საკუთარი ბინიდან
გადაყვანეს საავადმყოფოში.
ამ დროსითვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით
დაავადებული 24 პირი მკურნალობს, აქედან 3 არასრულწლოვანია, 13
პაციენტს აღენიშნება პნევმონია,
საავადმყოფო უკვე დატოვა ერთმა გამოჯანმრთელებულმა პირმა.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 306 დადასტურებული
შემთხვევაა, აქედან 68 გამოჯამრთელდა სამი კი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები