ქუთაისში რეზო ჭეიშვილის "გადანახული ჩანაწერები"-ს მესამე და მეოთხე ტომის გამოცემა იგეგმება.
„გადანახული ჩანაწერები“-ს ბეჭდვითი მომსახურებაზე ქუთაისის მერია ტენდერს აცხადებს .
სატენდერო ღირებულება 9`940 ლარს წარმოადგენს.
წინადადების მიღება იწყება 25-ში და სრულდება 27 თებერვალს.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია მითითებული „მიმწოდებელი“ ვალდებულია რეზო ჭეიშვილის „გადანახული ჩანაწერები“-ს ბეჭდვითი მომსახურება განახორციელოს ორ ეტაპად: მესამე ტომის მიწოდების ვადაა 2020 წლის 29 მაისი (ტირაჟი - 300 ცალი), ხოლო მეოთხე ტომის მიწოდების ვადა კი 2020 წლის 31 აგვისტო. (ტირაჟი - 300 ცალი)
მასალის გამოყენების პირობები