"ეს იყო დადგმული სპექტაკლი" - გრიგოლ ვაშაძე "ოცნების" აქციაზე
FaceBook
ქუთაისში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პარტიის ხელმძღვანელმა გრიგოლ ვაშაძემ "ქართული ოცნების" მიერ გამართულ აქციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.


ვაშაძის თქმით, აქცია დადგმული სპექტაკლი. მისი განცხადებით,  "ქართულმა ოცნებამ" ხალხს რვა წელი წაართვა.

"ეს ის ქალაქია, სადაც გადათხრილ გზებს ვერ აკეთებენ, სადაც არის უიმედობა, უმუშავრობა, მხოლოდ ამ უნიჭო ხელისუფლების გამო. არავითარი სამოქალაქო დაპირისპირება არ იქნება, გავაგრძელებთ ცივილიზებულად მომზადებას არჩევნებისთვის, ქუთაისი მასობრივად გეტყვით უარს არჩევნებზე, საქართველოს თქვენ წაართვით რვა წელი”,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

"არა მიშას" - ამ მოწოდებით "ოცნებამ" ნაციონალებს დღეს ქუთაისში აქცია მოუწყო. "ოცნების" აქტივისტებმა მსვლელობა თეთრი ხიდიდან დაიწყეს. "დემიშიზაცია ქუთაისიდან იწყება” -სკანირებდნენ ისინი.

"ქართული ოცნების" აქტივისტებმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს კვლავ ცოცხები და კვერცხები ესროლეს. 

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან შეკრებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ოპოზციის ოფისში შეჭრასაც ცდილობდენ, სადაც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე იმყოფება.

ოფისში შესვლის შესაძლებლობა მათ ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა. 

,,მონები, ქატმები “ - ამ შეძახილებით სკანდირებდნენ ისინი.


შეგახსენებთ, რომ 29 ნოემბერს, ქუთაისში, "ნაციონალური მოძარობის" ოფისთან "ქართული ოცნების"  წევრები და მხარდამჭერები,  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მივიდნენ და ოფისს კვერცხები დაუშინეს. მათ ასევე, შენობასთან ცოცხები მიიტანეს. ისინი აცხადებენ, რომ ეს პასუხია "ნაციონალების" ქმედებაზე, რომლებმაც, მათი თქმით, "ქართული ოცნების" ოფისი დაარბიეს.

მომხდარიდან მეორე დღეს, 30 ნოემბერს, "ქართული ოცნების" ოფისში დახურული თათბირი გაიმართა. შენობაში იმყოფებოდნენ მერიის ააიპებისა და მუნიციპალიტეტების თანამშრომლები, ასევე, საკრებულოს დეპუტატები.
შეხვედრიდან გამოსულები ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობდნენ, რომ შტაბში ერთმანეთის მოსანახულებლად არიან.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.