როგორ შეიძლება შეიცვალოს იმ პირთა ანაზღაურება, რომელთაც ღამით უწევთ მუშაობა
FaceBook

პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი, რომელიც „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანის გულისხმობს.

პროექტის ავტორი პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილია.

სხვა საკითხებთან ერთად, დოკუმენტში მითითებულია ღამის სამუშაოს დეფინიციასა და რეგულირებაზე.


პროექტის თანახმად, აკრძალულია ღამის სამუშაოზე (22 საათიდან 6 საათამდე) არასრულწლოვნის, ორსული, ახალნამშობიარები ან მეძუძური ქალის დასაქმება.

თუ პირი 22 საათიდან 6 საათამდე დროის მონაკვეთში ორი საათით მაინც იმყოფება დასაქმებულის განკარგულებაში (მიუხედავად იმისა იმყოფება თუ არა სამუშაო ადგილზე) და ვალდებულია შეასრულოს ამ კანონითა და შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, იგი ითვლება ღამის სამუშაოზე დასაქმებულ პირად.

რაც შეეხება ანაზრაურების ნაწილს, როგორც კანონპროექტში ვკითხულობთ, ღამის სამუშაოს ანაზღაურება განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით, თუმცა, ის (იგივე დამსაქმებელთან იგივე პოზიციაზე) დღის სამუშაოზე დასაქმებული პირის ხელფასის საათობრივი განაკვეთის 25%-ით გაზრდილი ოდენობის უნდა იყოს.

„ხანგრძლივი პერიოდით ღამით მუშაობამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს დასაქმებულის ჯანმრთელობას და რისკის ქვეშ ჩააყენოს სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების დაცვა. 2003 წლის ევროკავშირის დირექტივა და გერმანიის სამუშაო დროის შესახებ კანონი, აღიარებს კანონმდებლობით ღამით მუშაობის შეზღუდვის საჭიროებას. მიზანშეწონილად მიგვაჩნია აღნიშნული რეგულაციების გაზიარება, რაც გამოიწვევს საქართველოს შრომის კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობას,“-აღნიშნულია პროექტში.
bpn.ge

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.