რუსეთის
ფილმსაცავ “გოსფილმოფონდიდან~ საქართველოში 17 ფილმი
ბრუნდება.
აღნიშნული ფილმები 1926 წლიდან 1930 წ-მდე პერიოდშია გადაღებული, სიძველის გამო ფილმების საწყისი მასალები სავალალო მდგომარეობაშია და სწორედ ეს იქცა პრიორიტეტად ფილმების შერჩევისას. გასული საუკუნის 20-იანი წლებში დაახლოებით 200-მდე მხატვრული და ქრონიკალური ფილმია შექმნილი, რუსეთის ფილმსაცავში კი მხოლოდ 54 ფილმი ინახება, რომელთა ნაწილი უკვე ჩამოტანილია. ყველა ფილმი „სახკინმრეწვის“ ბაზაზე შეიქმნა (1938 წლიდან „თბილისის კინოსტუდია, 1953 წლიდან „ქართული ფილმი“).
ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი 2020 წელსაც გაგრძელდება, პრიორიტეტი კვლავ 20 - იანი წლების ქართული ფილმები იქნება და აღნიშნული ეტაპის დასრულების შემდეგ, ამ პერიოდის ქართული კინომემკვიდრეობა სამშობლოში სრულად დაბრუნდება.
ამ ეტაპზე კი შემდეგი 17 ფილმი ჩამოვა საქართველოში:
აღსანიშნავია, რომ „მონანიების“ ჩვენებას 2 წელია ითხოვს კანის კინოფესტივალი სექციაში Cannes Classics, თუმდა საქართველოში არსებული ასლის დაბალი ხარისხის გამო, მისი ჩვენება აქამდე ვერ ხერხდებოდა. „გოსფილფოფონდიდან“ აღნიშნული ფილმის დაბრუნება მისი კანის კინოფესტივალზე ჩვენების საშუალებას მოგვცემს. (სექცია Cannes Classics 2004 წლიდან არსებობს და იგი კინოფესტივალის სტუმრებს მსოფლიოში გამორჩეული, ლეგენდარული რეჟისორების ძველ ფილმებს სთავაზობს, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს ამ ნამუშევრების ხელახალი აღმოჩენა. 2019 წელს, აღნიშნულ სექციაში, 55 წლის შემდეგ პირველად ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას ფილმი "თეთრი ქარავანი" იყო ნაჩვენები).
„გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული კინოარქივის სრულად საქართველოში დაბრუნების შეთანხმებას ხელი 2014 წელს მოეწერა. ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდი – „გოსფილმოფონდი“ საქართველოს ეტაპობრივად გადმოსცემს 1921 წლიდან 1991 წლამდე გადაღებულ და ფონდის არქივში დაცულ ქართულ ფილმებს. ამ დროისთვის საქართველოში უკვე 51 ფილმი დაბრუნდა.
„გოსფილმოფონდი“ მსოფლიოს უდიდესი კინოარქივების ხუთეულში შედის, რომლის ფილმების კოლექციაში 70 000-მდე დასახელების კინოსურათი ინახება. ფილმსაცავში ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკების, მათ შორის, კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ შექმნილი ფილმების ორიგინალებია დაცული.
„გოსფილმოფონდი“-დან საქართველოში ფილმების დაბრუნების პროცესი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები