ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში საერთაშორისო
სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა.
კონფერენცია მეთერთმეტედ ტარდება და ქართველ
საზოგადო მოღვაწეს, მწერალსა და მთარგმნელს - ივანე მაჩაბელს
ეძღვნება.
.იგი ორი დღე (26-27 ოქტომბერი ) იმუშავებს.
ორგანიზატორების განმარტებით კონფერენციაში წელს, სპეციფიკური
თემატიკის გამო, მხოლოდ ქართველი მკვლევრები იღებენ მონაწილეობას
კონფერენციის თემებს სხვადასხვა დროს წარმოადგენდნენ საზოგადო
მოღვაწის ანტონ ლორთქიფანიძის ცხოვრება, „ვეფხისტყაოსანი“ ,
„ქუთაისი“და სხვა
საკითხები.
მასალის გამოყენების პირობები