„ჯავა ყოველთვის ჯავაა“
FaceBook

ასე ასრულებენ მხატვარ ჯავა ჭეიშვილზე საუბარს მისი მეგობრები  და კოლეგები.


ამით თითქოს ყველაფერია ნათქვამი.

ჯავაა ჯავა იყო მხატვრობაში, ადამიანურ ურთიერთობაში,ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებში. ისე რომ მისი გადაწყვეტილებები ყოველთვის პატივისცემას იწვევდა,



შემოქმდებას და ცხოვრების წესს ერთნაირ სიმაღლეს უჩენდა და ეს ყოველთვის თვალშისაცემი იყო, ასე ყვებიან მასზე კოლეგები.

„შეიძლება კარგი მხატვარი იყო და ადამიანად არ ვარგოდე, ჯავა ჭეიშვილს ორივე საუკეთესოდ გამოსდიოდა“, - ამბობს მხატვარი დიტო ცინცაძე.


მხატვარი ჯავა ჭეიშვილი დღეს მიაბარეს მიწას.  იგი ქუთაისში,ოღასკურას სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს. მისი სურვილიც ეს იყო არ მოსწონდა პომპეზურობა როგორც სიცოცხლეში ასევე სიკვდილში.

არც სიმარტივე მოსწონდა.  არ არჩევდა მარტივ გზებს, ნაკლებად ეგუებოდა კომფორმიზმს  და იყო მისი რწმენა-წარმოდგენების ერთგული.

„არ აყვა არც ერთ მოდას და დროებით ტენდენციებს მხატვრობაში.ბოლომდე დარჩა ერთგული მისი პრინციპების. შეინარჩუნა სახე.

როგორაც ხედავდა ცხოვრებას, სწორად და მართლად, ისე იცხოვრა. ეს არის ყველაზე მეტად რთული და მან ეს მოახერხა“,- ამბობს მხატვრის მეგობარი, ქუთაისის მხატვართა კავშირის მენეჯერი იზა ქობულაძე.

„გამორჩეული და ერთ-ერთი საუკეთესო მხატვარი იყო, ბევრი რამ მაკავშირებს მასთან “, - აღნიშნა მხატვარმა გივი თოიძემ.

ჯავა ჭეიშვილი ღირსეულად წარმოადგენდა ქუთაისის ფერწერულ სკოლას აძლევდა მას თვითმყოფად სახეს.



გამორჩეული იყო ხელწერითაც, მხატვრობაში ნაკლებად გარკვეული ადამიანიც  იოლად იცნობდა მის ნახატებს, ერთხელ მაინც თუკი ნახაავდა მათ.არადა მათი ნახვა თითქმის ყველა გამოფენაზე შეიძლებოდა.

 

ჯავა ჭეიშვილი როგორც მხატვარი საზოგადოებას გაეცნო. 1961 წლიდან. მხატვართა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის ინფორმაციით იგი მონაწილეობდა ადგილობრივ, რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში. თერჯოლასა და ქუთაისში გამართული ორი საკავშირო და ოთხი საერთაშორისო პლენერის მონაწილეა. იგი წარმატებით მონაწილეობდა თბილისში, მოსკოვში, უნგრეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ინგლისსა და შვეიცარიაში გამართულ ჯგუფურ გამოფენებში. სხვადასხვა დროს რამდენიმე პერსონალური გამოფენა ქონდა ქუთისსა და თბილისში.

ჯავა ჭეიშვილი გახლდათ საქართველოს დამსახურებული მხატვარი, დავით კაკაბაძის სახელობის პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე ჯავა ჭეიშვილი.

ჯავა ყოველთვის ჯავაა ამაში გარდაცვალებამაც ვერ შეიტანა კორექტივი, პირიქით უფრო გაამყარა. დანარჩენს კი ისტორია შეაფასებს, რომელიც შემწყალეა რწმენის ადამიანების მიმართ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.